რა გავლენას მოახდენს რუსეთის მიერ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის შემცირება

რა გავლენას მოახდენს რუსეთის მიერ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის შემცირება

access_time2022-08-29 10:00:32

რუსეთი ხორბალზე ექსპორტის გადასახადს 15,5%-ით ამცირებს. თუ როგორ აისახება ეს საქართველოს ბაზარზე ამ კითხვით „კომერსანტი“  საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას  დაუკავშირდა. მისი თქმით, ცვლილება თავისთავად  ცხადია, რომ ბაზარზე იმოქმედებს, მაგრამ არა იმდენად, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტი აქტიურად დაიწყოს.

 

„რუსეთიდან ხორბლის ბაზარზე არამარტო საექსპორტო  გადასახადი, ასევე  რუბლის კურსის ცვლილებაც, რომელიც  გაუფასურებულია მოქმედებს, ამ ორი ფაქტორის ურთიერთ შედეგად  ხდება ფასის ჩამოყალიბება, ეს რა თქმა უნდა დადებითი ტენდენციაა, მაგრამ  არა იმდენად, რომ საქართველოში ხორბლის შემოსვლა აქტიურად დაიწყოს. იმისათვის, რომ ხორბლის იმპორტმა კონკურენცია ფქვილის იმპორტს გაუწიოს საექსპორტო გადასახადი  დაახლოებით 30-40 დოლარის ფარგლებში უნდა იყოს. იმიტომ რომ  ფქვილზე საექსპორტო გადასახადი არის  0  და ახლა  ხორბალზე გამოცხადებულია 68 დოლარი, აქამდე იყო 80 დოლარი.  რა თქმა უნდა ეს 12 დოლარი საკმაოდ დიდი ჩამოსვლა, თუმცა ეს  არ  არის  ის, რაც საქართველოში ფქვილის  საპირწონედ ხორბლის შემოსვლას მასიურად შეუწყობს ხელს. 

თუმცა  ტენდენცია დადებითია, იმიტომ რომ  რუსეთში მოსავალი საკმაოდ  დიდია,  რუსი  ანალიტიკოსები  წერენ, რომ ძალიან  დიდი  ზედმეტობაა და მათ გადამეტების  ეშინიათ, რადგან ეს ფასებს  აწვება.რუსეთის  დაახლოებით 100 000 ზე ფერმერმა, ფერმერთა კომპანიამ და ასოციაციამ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მიმართა, რომ საექსპორტო გადასახადი საერთოდ მოიხსნას, თუ რომელიმე განხორციელდება თავისთავად ცხადია, რომ ხორბლის ექსპორტი უფრო აქტიური გახდება, ეს მხოლოდ საქართველოს თემა არ არის,  თვითონ რუსებსაც  აწუხებთ, რადგან ჭარბი მოსავალია და ისინი ხორბალს ვერ ყიდიან“  - აღნიშნა ლევან სილაგავამ.



სილაგავას თქმით, თუ  საქართველოს  ბაზარს განვიხილავთ შეიძლება ითქვას, რომ მცირე და საშუალო წისქვილებისთვის გარკვეული რაოდენობის ხორბალი გარკვეულწილად შემოდის, რადგან მცირე და საშუალო წისქვილები უფრო მოქნილები არიან და ადგილობრივ მოსავალსაც მოიხმარენ.

 

„ფასის დაბალანსების შედეგად დადებითი ტენდენცია არის და რამდენიმე მცირე  და საშუალო წისქვილმა მუშაობა დაიწყო, ასევე აქტიურად  გრძელდება ფქვილის იმპორტიც და ეს  ყველაფერი საქართველოს ბაზარზე ფაქტობრივად უკვე აისახა, ფქვილი გაიაფებულია,  დაახლოებით თვენახევრის წინ ჩვენთან ერთი ტომარა ფქვილის ფასი 87-90 ლარი იყო, დღეს მისი ფასი 75 ლარის ფარგლებშია, საქართველოს ბაზარზე ტენდენცია კარგად გამოიკვეთა“, -  აღნიშნა ლევან სილაგავამ.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up