რა გავლენას მოახდენს საინვესტიციო გარემოზე მოსამართლეთა სანქცირება - ეკონომიკური სექტორი დუმილს ინარჩუნებს

რა გავლენას მოახდენს საინვესტიციო გარემოზე მოსამართლეთა სანქცირება - ეკონომიკური სექტორი დუმილს ინარჩუნებს

access_time2023-04-18 18:00:14

5 აპ­რილს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და­ა­სან­ქცი­რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ეს ბერ­კე­ტი სამი მოქ­მე­დი და ერთი ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნა.


სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­და თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძეს. სან­ქცია შე­ე­ხე­ბა არა მხო­ლოდ მათ, არა­მედ მათი ოჯა­ხის წევ­რებ­საც.


რა გავლენას მოახდენს მოსამართლეების სანქცირება საინვესტიციო გარემოზე და რა დაბრკოლებები ექმნებათ უცხოელ ინვესტორებს საქართველოში - ეს შეკითხვა „კომერსანტმა“ სხვადასხვა ორგანიზაციის თუ უწყების წარმომადგენლებს დაუსვა.


საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებენ და ამ თემაზე საუბარს დუმილს ამჯობინებენ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის აზრით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება მძიმე ფაქტია და საინვესტიციო კლიმატისთვის გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე შესაბამისი პასუხები იქნება.



სამაგიეროდ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დასანქცირებულებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განაცხადა, რომ „როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან“.


სავაჭრო-სამრეწველო პალატაში „კომერსანტს“ უთხრეს, რომ აღნიშნული თემა მათ კომპეტენციაში არ შედის. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი კი ამბობს, რომ სანქციები საბოლოო ჯამში ქვეყანას ნაკლებად მიმზიდველს გახდის ბიზნესისთვის. მისი თქმით, ეს სანქციები არის სიგნალი საქართველოს მიმართ, იმ შემთხვევაში თუ ისინი კვლავ გააგრძელებენ „ბინძურ თამაშებს“, უფრო მეტ ადამიანზე, უფრო სერიოზული სანქციები დაწესდება.


BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი  აღნიშნავს, რომ ეს არის სიგნალი იმისა, რომ ინვესტორები არ უნდა დაეყრდნონ ჩვენს სასამართლო სისტემას. მისი თქმით,  მოსამართლეები კორუფციის გამო დასანქცირდნენ და სწორედ ისინი არიან, რომლებსაც გააჩნიათ ყველაზე დიდი ძალაუფლება სასამართლო სისტემაში, „აქედან გამომდინარე, სანქციები არის პირდაპირ მინიშნება იმისა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა არ იმსახურებს ნდობას, მითუმეტეს თუ ვსაუბრობთ ინვესტორებზე“. 


აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში ოპოზიციამ დააყენა, თუმცა როდის გავა საკითხი კენჭისყრაზე ამ ეტაპზე უცნობია.


თეგები:
სანქციები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up