ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასი პოლიტიკურია – ვანო მთვრალაშვილი

ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასი პოლიტიკურია – ვანო მთვრალაშვილი

access_time2022-03-11 10:20:57

აშშ-მა რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, ამის შემდეგ ნავთობის ფასმა ბარელზე 130 დოლარი შეადგინა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და აქტიური სამხედრო მოქმედებები დაიწყო, ნავთობის ფასი მუდმივად იზრდება, ორშაბათს ნავთობის ფასმა 139 დოლარსაც კი მიაღწია ბარელზე, რაც 2008 წლის შემდეგ მაქსიმუმია. თუ როგორია პერსპექტივა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობზეც ამოქმედდება სანქციები და როგორი გავლენა ექნება ამ ყველაფერს ნავთობის ბაზარზე, ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა ისაუბრა.

 

მისი თქმით, ნავთობის ფასთან მიმართებაში ვითარება კრიტიკულად დრამატულია და მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეუქცევადი დინამიური და ნახტომისებური ზრდა დაიწყო.


“დროის ასე მცირე მონაკვეთში, ფაქტობრივად ორი კვირის ინტერვალში, ნავთობის ფასთან დაკვირვებით ასეთი მასშტაბური ზრდა არასდროს დაფიქსირებულა. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს საომარი მოქმედებები შუაგულ ევროპაში და შეიძლება ითქვას, რომ მისი გავლენა ნავთობის ფასზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

 

რუსეთი მსოფლიოში რიგით მეორე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა და თავისთავად რუსეთის ჩართულობა ამ საომარ მოქმედებებში განაპირობებს ასეთ მაღალ ფასებს. თუმცა აშშ-ს გადაწყვეტილებამ რუსული ნავთობისთვის სანქციების დაწესებაზე თავისი გავლენა იქონია. აქვე უნდა ითქვას, რომ აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობის მწარმოებელი ქვეყანაა, გარდა ამისა, ის რუსეთიდან იმპორტსაც ახორციელებს. აშშ-ში რუსეთიდან ყოველდღიურად 700 000 ბარელამდე ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი ხდება და ეს აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამის მიუხედავად აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთიდან იმპორტი შეაჩერა. ეს რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნავთობის ფასზე ახდენს გავლენას.


დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც პანდემიის პირობებში ეკონომიკის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. მიუხედავად ნავთობზე მაღალი ფასისა, მოთხოვნა არ მცირდება, ამის პარალელურად „Opec+“ –ს ნავთობის წარმოება აქვს შემცირებული და ყოველდღიურს წარმოებას ის 400 000 ბარელით ზრდის და ამ პირობებში ჩვენ მეორე დიდი პრობლემის წინაშე ვდგებით, როდესაც რუსეთიდან მიუხედავად იმისა, რომ სანქციები ჯერ არ ამოქმედებულა, ძალიან ბევრი კომპანია ნავთობის შესყიდვაზე უარს აცხადებს. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ აშშ უარს ამბობს ნავთობზე, დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ის უარს იტყვის რუსული ნავთობის იმპორტზე, სადაც 15% რუსული ნავთობია, ეს არის ყოველწლიურად 6 მილიარდის მოცულობის ნავთობი, მათ შორის იაპონიაც ამბობს უარს რუსულ ნავთობზე, მაშინ როდესაც ისედაც მოთხოვნა–მიწოდების მხრივ დიდი დისბალანსი იყო, ჩვენ ვხედავთ რომ ეს დისბალანსი კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატული იქნება და თავისთავად ეს ყველაფერი ნავთობის ფასზე მოქმედებს და ის მატულობს“,
- აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

 

მთვრალაშვილის თქმით ნავთობის დღევანდელი ფასი არ აღიქმება, როგორც ბოლო ზღვარი, არის მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ნავთობის ფასი გაიზრდება, მისივე თქმით მსოფლიო ხელჩამოშვებული არ არის და აქტიურად ცდილობს რომ რუსული ნავთობი ჩაანაცვლოს და ამასთან დაკავშირებით ნაბიჯებიც იდგმება.

 


“მათ შორის, ვენესუელასთან დაკავშირებით იდგმება ნაბიჯები, იმიტომ რომ ვენესუელაში ბევრი წამყვანი ამერიკული კომპანია ოპერირებს. თუმცა ვენესუელა აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაშია. თუ მოლაპარაკებები შედგება და აშშ მოხსნის სანქციებს, ამერიკული კომპანიები ვენესუელაში დაიწყებენ მოლაპარაკებებს.

 

მეორე არის ის, რომ შესაძლოა საუდის არაბეთმა გაზარდოს წარმოება, უახლოეს პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი საუდის არაბეთში ვიზიტს გეგმავს და ალბათ ეს მთავარი საკითხი იქნება და რა თქმა უნდა ირანის გარშემო არსებული ვითარებაც მნიშვნელოვანია, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური მოლაპარაკებები და არის მოლოდინი, რომ ეს მოლაპარაკებები დადებითად გადაწყდება და შესაბამისად ირანს მიეცეს საშუალება, რომ ის დაბრუნდეს მსოფლიო ბაზარზე.


თუ ყველა ეს მოლაპარაკება დადებითად გადაწყდა, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერს დრო სჭირდება, რათა გაჩერებული ნავთობსაბადოების ამუშავება მოხდეს. ყველ შემთხვევაში თუ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, რაღაც ეტაპზე, თვეების შემდეგ, შესაძლებელია მსოფლიომ ნავთობის დამატებითი რესურსის მიიღოს“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

 

ვანო მთვრალაშვილის განმარტებით ევროკავშირი რუსულ ნავთობზე უარს არ იტყვის, რადგან ევროკავშირი სხვადასხვა მიზეზების გამო რუსულ ნავთობზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, თუნდაც იმიტომ რომ მათ ადგილობრივი წარმოება არ გააჩნიათ.

 

“უკვე განიხილება ისიც, რომ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო თავისი წევრი ქვეყნებისთვის თავისი მარაგებიდან 60 მლნ ბარელამდე ნავთობს განათავსებს ბაზრებზე. მთლიანობაში მათ სადღაც მილიარდ ნახევრამდე მარაგები გააჩნიათ, შესაბამისად თუ სტრატეგიული მარაგებიდანაც მოხდება თავისუფალ ბაზარზე ნავთობის განთავსება, ესეც ერთ–ერთი ფაქტორია იმისა, რომ ფასების შეკავება მოხდება.


რაც შეეხება ოპეკს და ოპეკ+, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ოპეკი+ ეს არის, რა თქმა უნდა, რუსეთის მონაწილეობით, როდესაც ოპეკ+ შედგა, როდესაც მორიგი ქვეყნები მათ შორის რუსეთი შეუერთდა კარტელს, ოპეკის გენერალური მდივნის მიერ გაკეთდა გაცხადება, სადაც ის საუბრობს, რომ ნავთობზე მმოთხოვნა–მიწოდების საკითხებში პოლიტიკა არ უნდა ფიგურირებდეს და ისინი აღიქვამენ ამ საკითხს რომ ფასი არის პოლიტიკური ფასი, იმიტომ რომ ეს არის ომიდან გამომდინარე ფასი“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

 

 

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, მთვრალაშვილი ამბობს, რომ აშშ-ში და ზოგადად ნავთობზე ფასების მატება არის ომიდან გამომდინარე და ეს არის ის ფასი, რასაც თავისუფლების მხარდამჭერი ქვეყანა იხდის. მთვრალაშვილის თქმით, საქართველოც მსოფლიოს ნაწილია და ის კონტექსტიდან ვერ ამოვარდება.

 

თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up