რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე

რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე

access_time2022-07-19 10:00:50



თურქული პროფესიული კავშირის „საჯარო მოხელეთა გაერთიანებული კონფედერაციის" ყოველთვიური კვლევა აჩვენებს, რომ რეალური წლიური ინფლაციის დონე 160% შეადგენს. ინფლაციის შეფასებისას ორგანიზაცია 64 ძირითადი პროდუქტისგან შემდგარ კალათას იყენებს, რაც თურქსტატის გამოთვლის მეთოდისგან განსხვავებულია.



მიმდინარე, 2022 წელს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, როგორც იმპორტი, ასევე, ექსპორტი 37%-ით გაიზარდა და 7 მილიარდამდე აშშ დოლარი შეადგინა, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი, თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი არიან.



ბოლო პერიოდში ლარი მყარდება ლირასთან მიმართებით, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ თურქული პროდუქცია უნდა გაიაფდეს, - ამბობს Europetime-თან ISET-ის კვლევით ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, დავით კეშელავა.



მისი თქმით, თურქეთში მაღალი ინფლაციაა, თუმცა ლირაც უფასურდებოდა ლართან მიმართებით. ამიტომ, ორი ვალუტის გაცვლითი კურსიც უნდა განვიხილოთ და მხოლოდ ფასების დონეს არ უნდა დავაკვირდეთ.



„მეორე საკითხია, ინფლაციასთან საბრძოლველად რას აკეთებს თურქეთის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ცოტა არ იყოს, უცნაური პოლიტიკა აქვს შერჩეული. ნაცვლად იმისა, რომ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, რომ ინფლაციას ებრძოლოს, საპირისპირო ნაბიჯებს დგამს. რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს ან არ ცვლის ან ამცირებს და ამით უფრო მაღალ ინფლაციას იწვევს. ამის პარალელურად, თან ლირაც უფასურდება და ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობა იზრდება. შესაბამისად, თურქეთის სავაჭრო ბალანსი ექსპორტის ზრდისა და იმპორტის შემცირების ხარჯზე უმჯობესდება“, - ამბობს კეშელავა.



ISET-ის კვლევით ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის პროგნოზით, თურქეთის ხელისუფლების მიზანია, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი პროფიციტში გადავიდეს, ანუ ექსპორტმა საბოლოო ჯამში იმპორტს გადააჭარბოს, რადგან ამ დროისთვის თურქეთი წმინდა იმპორტიორი ქვეყანაა. „რა არის ამ პოლიტიკას საბოლოო გავლენა? პირველ რიგში, თურქული პროდუქცია, რაც ქვეყანაში შემოდის, იაფდება. ასეთ დროს, უფრო კონკურენტული ხდება თურქული წარმოება. იმ პროდუქტების კატეგორიებში რაც თურქეთიდან შემოგვაქვს, თვითუზრუნველყოფა ძალიან მაღალი არ გვაქვს. ამიტომ, ადგილობრივ კომპანიებს კონკურენცია გაუჭირდებათ“, - აღნიშნავს კეშელავა.




გარდა ამისა, საქართველო თურქეთთან ერთად ჩართულია ღირებულებათა ჯაჭვში, რაც კეშელავას შეფასებით, რიგი წარმოებისთვის დადებითი შედეგის მომტანია. „მაგალითად, თურქეთი ტექსტილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ქართული საწარმოები ბათუმში, თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობენ და კერავენ ტანსაცმელს. საბოლოო ჯამში, თურქული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდა, ამ პოლიტიკის ხარჯზე ნიშნავს, რომ ამ სეგმენტში ჩვენი ექსპორტი გაიზრდება. შესაბამისად, ამ ფაბრიკებში წარმოება უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში, თურქეთის მზარდ ინფლაციას საქართველოს ტექსტილის წარმოებაზე დადებითი გავლენა აქვს“.



ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, თურქეთში მზარდი ინფლაციის ფონზე, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირების რისკებსა და სავაჭრო დეფიციტის ზრდაზე Europetime-თან საუბრობს.



„თურქეთი საქართველოსთვის 2006 წლის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. თურქეთის მზარდი ინფლაცია იმას ნიშნავს, რომ იქაური პროდუქცია უფრო იაფად იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. საფრთხე არსებობს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება სავაჭრო დეფიციტი თურქეთთან. ანუ მოხდება ვალუტის გადინება. ჩვენთან თუ არ მოხდა ლარის კურსის ცვლილება, თურქული იაფი საქონელი, პრიორიტეტი იქნება ქართულ ბაზარზე. ზოგადად, ბიზნესის სპეციფიკაა, როდესაც გაურკვევლობაა, ყოველთვის ცდილობს, შექმნას თავისი „უსაფრთხოების ბალიში“ და თავისი ინტერესები დაიცვას. თუ ამის საშუალებას საბაზრო კონიუნქტურა იძლევა, იმპორტიორი შეეცდება ფასების გაზრდას. რამდენი იქნება გაზრდილ ფასებში რისკის გაურკვევლობის ეფექტის წილი და რამდენი რეალურად ხარჯების ზრდის ეფექტი, ეს სხვა საკითხია. ბიზნესი ცდილობს, რომ ფასში ასახოს ფორს-მაჟორი და თუ ბაზარი ამის საშუალებას მისცემს, ამ ფაქტორს იყენებენ“.



TOP-10 საექსპორტო ქვეყანას შორის საქართველოსთვის თურქეთი მეოთხე ადგილს - 9.2%-ით იკავებს. იანვარ-მაისში საქართველომ თურქეთში 194.6 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 46%-ით აღემატება. რაც შეეხება იმას თუ რა გავყიდეთ თურქეთში, TOP-5 საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

  • ფეროშენადნობები - 35.4 მლნ დოლარი, 15 423 ტონა;
  • ტრიკოტაჟის ნაწარმი - 34.5 მლნ დოლარი, 998 ტონა;
  • ელექტროენერგია - 23.4 მლნ დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 19.3 მლნ დოლარი, 718 ტონა;
  • შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი - 15.4 მლნ დოლარი, 30 704 ტონა; დანარჩენი საქონლის ექსპორტმა კი ჯამში 66.5 მლნ დოლარი შეადგინა.


რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყანა მთლიან იმპორტში 17.2%-იანი წილით, საიმპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. თურქეთიდან შეძენილი საქონლის ღირებულება მიმდინარე წლის 5 თვეში 32.8%-ით გაიზარდა და 830 მლნ დოლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, TOP-5 საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:


  • მსუბუქი ავტომობილები - 38.1 მლნ დოლარი, 1 266 ცალი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 26 მლნ დოლარი, 362 ტონა;
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 20 მლნ დოლარი, 1 101 ტონა;
  • შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 18 მლნ დოლარი, 15 891 ტონა;
  • შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 17.8 მლნ დოლარი, 8 189 ტონა.

დანარჩენი საქონლის იმპორტმა ჯამში, 709 მლნ დოლარი შეადგინა.



კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი Europetime-თან ამბობს, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და იქ არსებული არასტაბილური ეკონომიკური გარემო ჩვენი ეკონომიკისთვის კარგი არ არის. „რას ნიშნავს ჩვენთვის მზარდი ინფლაცია თურქეთში? მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძვირდება, რაც შესაძლოა რაღაც კუთხით ჩვენი შიდა წარმოებისთვის კარგიც იყოს. თუმცა მეორე მხრივ, ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს თურქეთიდან და მაღალი ფასები საბოლოო ჯამში, საქართველოს ბაზარზე ცუდად აისახება. ფასები საქართველოშიც იზრდება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რაც თურქეთში, რადგან იქ ფასების ზრდას სხვა მიზეზები აქვს. ლარი რომ არ მყარდებოდეს, ინფლაცია უფრო მაღალი გვექნებოდა“, - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი. 


europetime.eu




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up