საქართველოდან რუსეთში 128 245 400 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.
ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მსუბუქი ავტომობილები, მინერალური და მტკნარი წყლები, სპირტიანი სასმელები.
რაც შეეხება იმპორტს, რუსეთიდან 338 824.600 აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა. რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები, ხორბალი და მესლინი, ქვანახშირი და მისგან მიღებული მყარი საწვავის სახეობები, ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი.