რა გეგმები აქვს 2022 წელს ქართველ მეფუტკრეებს

რა გეგმები აქვს 2022 წელს ქართველ მეფუტკრეებს

access_time2022-01-30 13:00:23

2021 წელს ქართული თაფლის ექსპორტი 696%-ით გაიზარდა. მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ალეკო პაპავა ამბობს, რომ გასული წელი სექტორისთვის გარღვევა იყო და „დაიმსხვრა მითი, რომ ქართული თაფლი ევროკავშირში ვერ გავიდოდა“.

„2021 წელი თაფლის სექტორისთვის გარღვევა იყო. პირველ რიგში, მოცულობით ყველაზე მეტი თაფლი გავიდა ქვეყნიდან და თან, ექსპორტის დაახლოებით 70% ევროპაში განხორციელდა. ამით დაიმსხვრა მითი, რომ ქართული თაფლი ევროკავშირში ვერ გავიდოდა... ვერ დავაკმაყოფილებდით ევროკავშირის სტანდარტს.

2021 წელს ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურ, ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე ქართული თაფლის წარდგენა, სადაც ოთხმა კომპანიამ ვერცხლის მედლები აიღეს. ეს პირველი მონაწილეობა იყო ქართული კომპანიების ასეთი მასშტაბის საერთაშორისო კონკურსში და დიდი წარმატებაა, რომ პირველი ცდა ასეთი რეზონანსული აღმოჩნდა.

გასაკვირი არცაა, რომ ქართული თაფლის მიმართ ინტერესი იზრდება, მაგრამ რჩება გამოწვევებიც. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია თაფლის დანაგვიანების მთლიანად აღმოფხვრა. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საერთო მუშაობით დანაგვიანების მაჩვენებელი 54-56%-დან 6-8%-მდე ჩამოვიდა, მაგრამ მიზანი, დანაგვიანების სრული აღმოფხვრაა“, - განაცხადა პაპავამ.

მისივე თქმით, გარდა დაბინძურების აღმოფხვრისა, ახლა მთავარი გამოწვევა საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა. საბოლოოდ კი, საქართველოს აქვს პოტენციალი ნატურალური თაფლის წარმოება გააორმაგოს.


,,რაც შეეხება მიმდინარე წელს, ჩვენი მიზანია საწამოო სიმძლავრეების გაზრდა. თაფლის დიდი პარტიებით გასვლის პირველი დიდი ნახტომი განაპირობა სამტრედიაში, სოფელ ბარში, თაფლის საწარმოს გახსნამ, რომელსაც აქვს 20 ტონიანი ჰომოგენიზატორი, ანუ მას შეუძლია 20 ტონა ერთი და იგივე პარტიის მომზადება. ამით არის დიდი დაინტერესება და მსგავსი საწარმო საქართველოში 4-5 მაინც არის საჭირო. ჩვენ ვცდილობთ, ამ კუთხით დავაინტერესოთ კერძო სექტორი.

ასევე მეფუტკრეთა გაერთიანების ფარგლებში წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში ვგეგმავთ საგანმანათლებლო ტრენინგის ჩატარებას, საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად. შეიძლება ცოტა ამბიციურადაც კი ჟღერს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე ვაწარმოოთ 8 000 ტონამდე თაფლი. დღეს დაახლოებით 3 000-4 000 ტონამდე თაფლს ვაწარმოებთ“, - განაცხადა პაპავამ 

შეგახსენებთ, გაიზარდა. საქსტატის ცნობით, 2021 წელს სხვადასხვა ბაზარზე 173 ტონა ქართული თაფლი გავიდა, ყველაზე მეტი, 143 ტონა კი, ევროპის ქვეყნებშია ექსპორტირებული.

წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up