რა გეგმები აქვს Glovo-ს დამფუძნებელს საქართველოში? საშა მიქაუდის თბილისური ვიზიტი

რა გეგმები აქვს Glovo-ს დამფუძნებელს საქართველოში? საშა მიქაუდის თბილისური ვიზიტი

access_time2022-05-28 08:55:03

მსოფლიოში კარგად ნაცნობი მრავალკატეგორული მიწოდების პლატფორმა Glovo უკვე სამ წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, ყოველმა მესამე სრულწლოვანმა მოქალაქემ გადმოწერა GlovoApp და ჯამში, 1,5 მილიონზე მეტჯერ დააინსტალირა საკუთარ ტელეფონში.

ეს ნიშნავს, რომ Glovo, ეს ის კომპანიაა, რომელზე მოთხოვნაც, ბაზარზე შემოსვლის დღიდან, მზარდია. ხოლო მომხმარებლები, ერთგულად აგრძელებენ მიტანის მრავალკატეგორული სერვისით სარგებლობას, თანაც - საქართველოს 10 ქალაქში!

სწორედ ამიტომ, აღსანიშნავია, რომ Glovo-ს თანადამფუძნებელი, სწორედ თბილისს ეწვია. საშა მიქაუდი 15 წელზე მეტია ინტერნეტ კომპანიების განვითარების მიმართულებით მუშაობს, Meta-ს ესპანური ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და რამდენიმე ციფრული ბიზნესის დამფუძნებელია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დაიგეგმა შეხვედრა სტარტაპებთან და სტუდენტებთან, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. სადაც საშა მიქაუდმა, ტექნოლოგიებითა და ბიზნესით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა.

ასევე, მნიშვნელოვანია შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელობასთან - აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საშა მიქაუდი: „ჩვენი კომპანიისთვის, საქართველო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბაზარია. გასულ წელს, სწორედ აქ დავიწყეთ ჩვენი ახალი ინიციატივის დანერგვა, რომელიც ადგენს სოციალური უფლებების ახალ სტანდარტს კურიერებისთვის და მთლიანად ცვლის გიგ-ეკონომიკის რეალობას. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ეს ინიციატივა ამოქმედდა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს უამრავი გეგმა და იდეა, რომელიც გვინდა, რომ ქართულ ბაზარზე განვახორციელოთ.

ამიტომ, ჩემთვის, როგორც Glovo-ს თანადამფუძნებელისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი - ასე შევძლებთ შევაფასოთ ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების რეალური დამოკიდებულება, განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივები და გავაცნოთ ბაზრის განვითარების ჩვენეული ხედვა“.


თბილისის დატოვების შემდეგ, საშა მიქაუდის შემდეგი ლოკაცია ერევანია. გასული წლის შემოდგომიდან, Glovo-მ ოპერირება სომხეთშიც დაიწყო. როგორც სტატისტიკური ინფორმაცია აჩვენებს, ტექნოლოგიურმა კომპანია ერევანშიც ისეთივე წარმატებით ვითარდება, როგორც თბილისში.


Glovo-ს შესახებ:

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს.

Glovo ოპერირებს 25 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: :  www.glovoapp.com


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up