რა გეგმები და ამოცანები აქვს ახალ ბიზნესომბუდსმენს

რა გეგმები და ამოცანები აქვს ახალ ბიზნესომბუდსმენს

access_time2022-02-22 20:00:00

ბიზნესთან კომუნიკაცია, პროაქტიური ჩართულობა კერძო სექტორის პრობლემებში და ბიუროკრატიის შემცირება - ამ ძირითად მიზნებზე ახალმა ბიზნესომბუდსმენმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ახალ პოსტზე პირველი ინტერვიუს დროს განაცხადა.



ოთარ დანელიას თქმით, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტს დელეგირების მაღალი ხარისხი აქვს და ყველა პრობლემურ საკითხზე მოახდენს კომუნიკაციას პრემიერთან, რაც საკითხების მოგვარების დროს შეამცირებს.



„პირველი, რითაც დავიწყებთ, ეს არის კომუნიკაცია ბიზნესთან. მოგეხსენებათ, აპარატს მუშაობა არ გაუჩერებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს პოზიცია დიდი პერიოდით იყო ვაკანტური და ამან გარკვეულწილად ალბათ, გავლენა მოახდინა უშუალო კომუნიკაციაზე კერძო სექტორთან. აქვე, ამ პერიოდის განმავლობაში პროაქტიური მუშაობისთვის მადლობა ეკუთვნის აპარატის ყველა თანამშრომელს. პრემიერის დავალება ასეთია, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ბიუროკრატია და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესს, არა მხოლოდ უცხოური ინვესტიციების ნაწილში, არამედ ადგილობრივ ბიზნესს, რომელიც მსხვილ, კრიტიკულ მასას წარმოადგენს. ასე რომ, სამუშაო დიდია, როცა პანდემიაც ამძიმებს ფონს.




რამდენიმე ათეული საკითხია მიმდინარე, რომელიც წინა ომბუდსმენის დროსაც იყო და საჭიროებს მეტ ჩართულობას და კომპლექსურ გადაწყვეტას. ეს გადაწყვეტილებები ერთ ოთახში არ მიიღება. ამას სჭირდება მედიაცია, კოორდინაცია, მეტი შუამდგომლობა და ამაზე დაყრდნობით რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება.



სწორი კომუნიკაციით უნდა შევიდეთ ბიზნესთან ნდობაში. ასევე, საშინაო დავალებად გვრჩება იმ ბევრი რეგულაციის და დოკუმენტის სისრულეში მოყვანა, რომელიც პანდემიის გამო ვერ იქნა მიღებული. მე მაქვს დელეგირების მაღალი დონე, სადაც ანგარიშვალდებული ვარ პრემიერთან და ყველა პრობლემაზე, რომელიც ბიზნესთან იქნება დაკავშირებული, ცხადია, კომუნიკაციას მოვახდენ მთავრობის მეთაურთან. ეს კი მეტად გააადვილებს პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა დანელიამ ,,საქმეში“.



შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია 10 თებერვალს დანიშნა, რომელიც 2014 წელს, წინა პრემიერობის დროს, ღარიბაშვილის კაბინეტშივე იკავებდა სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს. შემდეგ მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ბოლო პერიოდში კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გახლდათ.



წყარო: BPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up