რა გეგმებს ამუშავებს მსოფლიო უკრაინიდან ხორბლის გამოსატანად და რისთვის უნდა მოემზადოს საქართველო?

რა გეგმებს ამუშავებს მსოფლიო უკრაინიდან ხორბლის გამოსატანად და რისთვის უნდა მოემზადოს საქართველო?

access_time2022-07-25 11:00:45

იმუშავებს თუ არა რუსეთ-თურქეთ-უკრაინა-გაეროს შორის გაფორმებული ოთხმხრივი ხელშეკრულება და ემუქრება თუ არა ისევ მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხე?

 

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმებულია და დამატებით, გაეროსა და რუსეთს შორის მემორანდუმიც გაფორმდა რუსეთი ისევ ვაჭრობას აგრძელებს.

 

„მსოფლიო თვეების განმავლობაში ელოდებოდა უკრაინის პორტების გახსნას იქედან გამომდინარე, რომ პორტების დაბლოკვით და მარცვლეულის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შეჩერებით მსოფლიოს ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა და ეკონომიკური კრიზისის თემაც გახდა. შესაბამისად, ოთხმხრივ ხელშეკრულებას ყველა მიესალმა, რომელიც უკრაინული პორტების განბლოკვას, ხორბლის და შემდგომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების განახლებას უკავშირდება. თუმცა ხელშეკრულების ხელმოწერიდან მალევე ის დაირღვა და რუსეთის მხრიდან მოხდა ოდესის პორტის დაბომბვა.

 

ამან დიდი პრობლემა შექმნა. როდესაც შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა, მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასების ვარდნა დაიწყო, იმიტომ რომ იყო მოლოდინი ხორბალი მსოფლიოს ძალიან მალე და ოპერატიულად მიეწოდებოდა. თუმცა იმან, რომ რუსეთმა ძალიან მალე დაბომბა ოდესის პორტი ამან ძალიან დიდი რისკები შექმნა. დღეს ბირჟების გახსნის შემდეგ მოლოდინია, რომ ფასების აწევა მოხდება, რადგანაც პორტის დაბომბვის შემდეგ გაჩნდა დიდი რისკი და ხელშეკრულების დარღვევის პრეცედენტი დაფიქსირდა. შესაბამისად იგივე გემთმფლობელები, ის კომპანიები, რომლებიც ხორბლის გამოტანას აპირებენ, უფრო მაღალ რისკებს ჩადებენ, თუნდაც სასაზღვრო რისკები და გემები ფრახტი იქნება უფრო გაზრდილი“, - აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას სილაგავა.

 

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ „ხორბლის დერეფნის“ პარალელურად ნაკლებად  გაშუქდა მეორე თემა, კერძოდ რუსეთმა და გაერომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მხრიდან მარცვლეულის და სასუქების მიწოდებას მსოფლიო ბაზარზე.

 

„აღნიშნული მემორანდუმი, იმ ოთხმხრივ ხელშეკრულებასთან ერთად მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ის ერთობლივად რუსეთის და უკრაინის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეუფერებელ მიწოდებას ითვალისწინებს. რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს და მემორანდუმში ეს ბმა სწორედ ამიტომ იქნა გაკეთებული. პლუს მემორანდუმი ითვალისწინებს იმას, რომ რუსეთიდან მოხდეს პროდუქციის გატანა. როგორც ცნობილია სანქციების ფარგლებში რუსული პროდუქციით დატვირთული გემების შესვლა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია. მემორანდუმი სწორედ შეუფერხებელი მიწოდების აღდგენას გულისხმობს. ეს არის დამატებითი ეფექტი ოთხმხრივი ხელშეკრულებისა, რადგანაც რუსეთი სასუქების და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია“, - აცხადებს სილაგავა.


მისი თქმით, მიმდინარე კვირაში სავარაუდოდ კიდე გაიმართება დამატებითი შეხვედრები, თუ კონკრეტულად რა სქემით იმუშავებს ეს ოთხმხრივი ხელშეკრულება, როგორ გაგრძელდება სამომავლო თანამშრომლობა.

 

„რუსეთის ხორბლის ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, რუსეთი წელს საკმაოდ დიდ მოსავალს ელოდება - საუბარია 136 მლნ ტონა მარცვლეულზე, საიდანაც 92 მლნ ტონა არის ხორბალი. რაც საკმაოდ მაღალი მოსავალია, თუ შევხედავთ, რომ რუსეთი საკუთარი საჭიროებისთვის მარკეტინგული წლის განმავლობაში 81 მლნ ტონა ხორბალს მოიხმარს. ქვეყანას აქვს ასევე 15 მლნ ტონა ძველი ხორბალი. არის ვარაუდი, რომ რუსეთს შეუძლია მსოფლიოს 64 მლნ ტონა მარცვლეული მიაწოდოს.


ამასთან დაკავშირებით უფრო პოლიტიკური ვაჭრობები მიდის. საუბარია სანქციების უფრო შემსუბუქებაზე და მინიმუმ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე და ზოგიერთი პორტების მიერ რუსულ ტვირთებზე სანქციების მოხსნაზე.



ცხადია, რუსეთი მაქსიმუმს ვაჭრობს. რუსეთის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინიდან ხორბლის გამოტანის და რუსეთიდან ხორბლის მიწოდების სანაცვლოდ ის სანქციების მოხსნას ითხოვს. შემდეგ რუსეთის მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერდა, რომ მინიმუმ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანაზე მოიხსნას შეზღუდვები“,  ამბობს სილაგავა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ჩვეულ პოლიტიკიდან არ გადაუხვიოს და მსოფლიოს ისევ პრობლემები შეუქმნას, თუნდაც იმით, რომ დღის განმავლობაში შეთანხმებული რაოდენობის გემების ნაცვლად გამოატაროს ერთი ან ორი და განაცხადოს, რომ უკრაინის მხრიდან საფრთხე არსებობს და ამიტომ იქცევა ასე.

 

თუმცა ევროპას აქვს გეგმა „ბ“, - ამბობს სილაგავა და განმარტავს, რომ უკრაინაში ხორბლის მოსავლის აღება ხდება, იმავდროულად უნდა გამოიტანონ ძველი მარაგები, რათა ახალი მოსავალი დასაწყობდეს.

 

„გეგმა „ბ“ ფარგლებში მიმდინარეობს რკინიგზის მოდიფიკაცია რუმინეთის და ბულგარეთის სპორტებამდე სწრაფად მისასვლელად. იმავდროულად იმართება მობილური ასაწყობი შესანახი მეურნეობების ინფრასტრუქტურა. მშენებლობა მიმდინარეობს ძალიან სწრაფი ტემპით, რადგანაც ევროპაში ბოლომდე  არ სჯერათ, რომ რუსეთი უკრაინის პორტებიდან ხორბალს გაატანინებს“, - აცხადებს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.


 რა ინტერესი აქვს თურქეთს? თურქეთის ინტერესიც დიდია. ინტერესია როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური.

„თურქეთის პოლიტიკური ინტერესია, იმიტომ თურქეთი შავ ზღვაზე დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეა.  თურქეთს აქვს დიდი ეკონომიკური ინტერესიც. თურქეთი არის მსოფლიოში ფქვილის პირველი მიმწოდებელი ქვეყანა. თურქეთს აქვს ხორბლის მხოლოდ თავისი სამყოფი მარაგი. ისინი ღებულობენ რუსეთის და უკრაინის ხორბალს, ახდენენ მის გადაფქვევას. მათი წისქვილ-კომბინატები ორიენტირებულნი არიან ფქვილის ექსპორტზე. ანუ თურქეთის წისქვილ-კომბინატების 60%-ი ექსპორტზეა ორიენტირებული.

 

თურქეთს აქვს ძალიან კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა. პლუს აქვს ძალიან კარგი მონაცვლეობა კონტეინერული გადაზიდვების მიმართულებით. პორტები აქვს ძალიან ძლიერი. შესაბამისად მას იაფი უჯდება ფქვილის გატანა, იმიტომ რომ კონტეინერი როდესაც მოდის და რაღაც პროდუქცია მოაქვს, უკანა გზაზე მას პროდუქცია უკვე უფრო იაფად გაქვს. თურქეთი ხელშეკრულების მიხედვით იქნება ჰაბი. ანუ ის დაასაწყობებს ხორბალს და შემდეგ განახორციელებს მის ფქვილად ქცევას ან გადაყიდვას“ - აცხადებს სილაგავა.


და რა ინტერესი აქვს საქართველოს?


„საქართველოსთვის ისევე, როგორც უმეტესი ქვეყნებისთვის რომლებიც არ არიან მსოფლიო ბაზრის გლობალური მოთამაშეები და დამოკიდებულნი არიან მსოფლიო ბაზრის ტენდენციებზე, ინტერესი არის ის, რომ აღდგეს ხორბლის მიწოდების სქემები და ამით დავასტაბილურედ ფასები, რომლის გავლენა საქართველოზეც მნიშვნელოვნად აისახება - როგორც ხორბალის, ფქვილის, ასევე პურის ფასებზე.


აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არა ეხება მარტო ხორბალს, არამედ ბევრ მარცვლეულ კულტურას, რადგან როგორც შავი ზღვის რეგიონშია ასევე მსოფლიო მასშტაბითაც რუსეთი, უკრაინა, თურქეთი და ევროკავშირი არიან უდიდესი მოთამაშეები და მათ მიერ ბაზარზე პროდუქციის შეუფერხებელ მიწოდებაზე იქნება დამოკიდებული დაიძლევა თუ არა დაძლეული ეკონომიკური კრიზისი, ამ მხრივ ვფიქრობ გადამწყვეტი იქნება უახლოესი რამდენიმე კვირა, როგორ იმუშავებს ან საერთოდ თუ იმუშავებს, დადებული ხელშეკრულებები და მემორანდუმები.


ქვეყნები ხედავენ რა, კრიზისის დასაძლევად შეთანხმებების მიღწევა დროში ძალზედ გაწელილია და შესრულება საკმაოდ გაძნელებული და რისკის შემცველი, სერიოზულად ემზადებიან უახლოესი პერიოდში ეკონომიკური კრიზისის შესაძლო გავლენების თავიდან ასაცილებლად, სასურსათო უსაფრთხოებისათვის იქმნიან პირველადი მოთხოვნილების პროდუქციის სასურსათო მარაგებს.


ვფიქრობ საქართველო ამ კუთხით ძალზედ სერიოზულად უნდა მოემზადოს
“, აცხადებს სილაგავა.


აღსანიშნავია, რომ გუშინ თურქულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთი რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბალს მსოფლიო ფასებზე დაბალი ტარიფებით შეძლებს.

 

„თურქეთი, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა, შეძლებს მარცვლეულის შეძენას რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან მსოფლიო ფასებზე დაბალი ფასებით“, - ამის შესახებ თურქეთის პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომისიის ხელმძღვანელმა იუნუს კილიჩმა განაცხადა, წერს გაზეთი Sabah.

მისი თქმით, ხელშეკრულების გაფორმებისას ორივე მხარე დაჰპირდა, რომ თურქეთი მიიღებდა უპირატესობას მარცვლეულის ფასისა და მისი შესყიდვის კუთხით. ამასთან, მისი ღირებულება დამოუკიდებლად დადგინდება.

 

„ამის წყალობით, ჩვენ ასევე შევძლებთ მარცვლეულის შეძენას მისი შემდგომი ექსპორტისთვის... რა თქმა უნდა, უკრაინა და რუსეთის ფედერაცია თავად განსაზღვრავენ მიწოდების ქვეყნებს, მათ მოცულობას და მარცვლეულის ფასებს“,  - განმარტა კილიჩმა.

 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 22 ივლისს უკრაინამ, თურქეთმა, რუსეთმა და გაერომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. შედეგად მარცვლეულის ექსპორტი უნდა განხორციელდეს ოდესის, ჩერნომორსკის, იუჟნის პორტებიდან.

 

ხელშეკრულების ვადა 120 დღეა გაგრძელების შესაძლებლობით.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up