რა ღირს ბენზინი ევროპის ქვეყნებში და საქართველოში

რა ღირს ბენზინი ევროპის ქვეყნებში და საქართველოში

access_time2022-09-29 22:00:15

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ევროპის ქვეყნებში საწვავის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა  - 0,03 – 1,59 ევროთი/ლიტრაზე, ხოლო დიზელის საწვავის საშუალო  ფასი  შემცირებულია - 0.04 – 1,71  ევროთი/ლიტრაზე. 


ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.


28 სექტემბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.20  ევროს, დიზელის საწვავი - 2.06 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  2,11 ევროს,  A-98 მარკის ბენზინი - 2,25 ევროს, დიზელის საწვავი - 2.13  ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1.19 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,09  ევროს, დიზელის საწვავი - 2.05  ევროს;


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის  ბენზინი - 0,83 ევროს, A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,92 ევრო, A-98  მარკის  ბენზინი - 1,10 ევრო, დიზელის საწვავი - 0,96 ევროს.



ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინის ფასი შეადგენს  - 1.26 ევროს,  A-95 მარკის ბენზინი - 1.32 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 1.39 ევროს , დიზელის საწვავი - 1,24  ევროს;

აზერბაიჯანში - A-92 მარკის  ბენზინი -0,60 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი - 1,21 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 1,39 ევროს; დიზელის საწვავი - 0,48 ევროს;

უკრაინაში - A-92 მარკის  ბენზინი - 1,34 ევროს,  A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 1,39 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.41 ევროს, დიზელის საწვავი - 1,50 ევროს;

თურქეთში - A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 1,08 ევროს, A-98  მარკის ბენზინი - 1,11 ევროს, დიზელის საწვავი - 1,29 ევროს.

მოლდავეთში - A-92 მარკის  ბენზინი  - 1,26 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი - 1,28 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,71 ევროს, დიზელის საწვავი - 1,37 ევროს.

ბელორუსიაში  - A-92 მარკის  ბენზინი  - 0,98 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი - 1,02 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,11 ევროს, დიზელის საწვავი - 1,02 ევროს.

„ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის  ბენზინი - 1.22 ევროს,  A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.33 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.51 ევროს; დიზელის საწვავი - 1.56 ევროს“,  აღნიშნავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

დეტალურად საწვავის ფასები იხილეთ ქვევით მოცემულ ცხრილში:




თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up