რა ღირს ბინები თბილისში დღეს?

რა ღირს ბინები თბილისში დღეს?

access_time2022-07-28 18:55:09

ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომმა უძრავი ქონების ბაზარზე დიდი რყევები გამოიწვია. პანდემიის პირველ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ეს სფერო თითქმის გაჩერდა, თუმცა ვირუსული ვითარების დასტაბილურებასთან ერთად ძალიან ნელა, მაგრამ მაინც დაიწყო ამოძრავება. ის ის იყო, რომ მაჩვენებლები დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს, მეტიც, რიგ შემთხვევებში გაასწრო კიდევ, დაიწყო რუსეთ - უკრაინის ომი, რომელმაც არა მარტო ამ ბიზნესზე, ზოგადად მსოფლიო ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია.


ომისა თუ სანქციების შედგებით დაზარალებული თუ გაწბილებული მოსახლეობა თავშესაფრის საძებნელად სხვადასხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად, ერთ-ერთი ასეთი ხელსაყრელი ქვეყანა საქართველო აღმოჩნდა, სადაც ათასობით რუსი თუ უკრაინელია შემოსული და ცდილობს, დაიწყოს ახალი ცხოვრება. 


უცხოელების უძრავი ქონებით დაინტერესებამ, ბუნებრივია იმოქმედა ფასებზე, მოთხოვნა ბინებზე ყოველთვის მაღალი იყო, მაგრამ ახლა გაორმაგებულია. 



ფასების ზრდა არამარტო მოთხოვნამ, არამედ სამშენებლო მასალების გაძვირებამაც გამოიწვია, შესაბამისად დეველოპერებსაც უწევთ  შედარებით აღალი ღირებულებით გაყიდოთ ბინები. 


ძირითადად ბინის ფასს უბანი, შენობის სტატუსი და ფართი განსაზღვრავს, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ადგილმდებარეობაა.



პირობითად ვაკე ყველაზე პრესტიჟული უბანია და გასაკვირი არაა, რომ საკმაოდ მაღალი ფასი ჰქონდეს ბინებს. ვაკეში ახალაშენებულ კორპუსებში კვადრატული მეტრის ფასი 4000 – 7000 ლარში მერყეობს, ძველ აშენებულ სახლებში, ღირებულება ცოტა დაბალი - 2500 – 3500 ლარია.


არანაკლებ პრესტიჟული უბანია მრავალფეროვანი არქიტექტურით გამორჩეული საბურთალო, სადაც შეხვდებით როგორც გასული საუკუნის შენობებს, ასევე თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსებს. ეს უბანი იძლევა საშუალებას, რომ იცხოვრო ქალაქის ცენტრში, მაგრამ ამავდროულად შეარჩიო ისეთი ადგილი, სადაც იქნება მეტი სიმწვანე, კარგი ხედები და სიმშვიდე. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული კომპლექსია აპექს ლისი, რომელსაც თან ახლავს 3000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ეზო, პანორამული ხედები თბილისზე , 24 საათანი დაცვის სისტემა, საბავშვო მოედანი, ანუ ესა შესაძლებლობა იმისა, რომ სახლში მისული განიტვირთო ბუნებასთან სიახლოვით და ამავდროულად იყო ქალაქის ცენტრში. ლისზე ბინების ფასი კვადრატულ მეტრზე  2500 – 5000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამ საფასო კატეგორიაში ჯდება აპექს ლისის ოთხივე ბლოკში არსებული ბინების ღირებულებაც. 



ორთაჭალა მაინცდამაინც მოთხოვნადი უბნების რიგებში არ იყო, თუმცა ბოლო პერიოდში აშარად შეიცვალა ვითაება და მიდგომა მის მიმართ. თბილისის ძველი უბანი უფრო სასურველი გახდა უძრავი ქონების მაძიებლებისთვის და შესაბამისად საცხოვრებლის ძიებაც ამ ლოკაციაზე აქტიურად დაიწყეს. ორთაჭალაში ბინების ფასები  2900 – 3900 ლარის ფარგლებში მერყეობს. 



თბილისი ნამდვილად მდიდარია მრავალფეროვანი საცხოვრებელი სახლებით და ნამდვილად მოიძებნება აქ ბინა ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, როგორც სიმშვიდისა და სიმწვანის მოყვარულთათვის, ასევე ბოჰემურად მცხოვრებთათვის, ვისთვისაც, ქალაქის ცენტრი ცხოვრება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.  


(R)


თეგები:
Area.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up