ვისი ხმა არის საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული

ვისი ხმა არის საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული

access_time2023-02-24 14:00:15

კომპანია Voices.ge დაახლოებით ხუთი წელია რაც ბაზარზეა და მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესს რეკლამის, „ქოლ ცენტრის“ და სხვადასხვა ტიპის გახმოვანების მომსახურებას სთავაზობს. „კომერსანტი“ დაინტერესდა ვინ მუშაობს ამა თუ იმ ბიზნესის ხმოვან შეფუთვაზე, საშუალოდ რა ღირს ხმის ჩაწერა ბიზნესისთვის, ვინ არიან გამხმოვანებლები, ვისი ხმა არის ყველაზე ძვირადღირებული და როგორ ხმებზე აქვს მოთხოვნა ბიზნესს და ამ კითხვებით voices.ge-ს დამფუძნებელ არტურ სტეფანიანს დაუკავშირდა.

 

როგორც არტურ სტეფანიანი „კომერსანტს“ უყვება, კომპანია თანამშრომლობს ისეთ ბიზნესებთან ან სარეკლამო სააგენტოებთან, რომლებიც კომპლექსურად იღებენ შეკვეთებს ვიდეო ან გრაფიკულ მომსახურებაზე, შეუძლიათ ვიზუალური კონტენტის შექმნა და ხმის ჩაწერა სჭირდებათ.


როგორც სტეფანიანი ყვება თავდაპირველად კომპანიამ სფეროში გამოცდილი და ცნობილი მსახიობებისგან ხმების ბაზა შეადგინა, შემდეგ კი ახალბედა გამხმოვანებლების ძიება დაიწყო.


„თავდაპირველად ბაზა ცნობილი მსახიობებით და იმ ადამიანებით ავაწყვეთ, ვინც ფილმების გახმოვანებაზე მუშაობდნენ, მოგვიანებით დამწყებებსაც მივეცით ამ მიმართულებით განვითარების საშუალება, რამდენიმე თვეში ერთხელ კასტინგს ვაცხადებთ და ბაზებს ვაახლებთ. რაც შეეხება მოთხოვნას, ეს ბიზნესის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, მცირე და საშუალო ბიზნესი ცდილობს ახალბედა გამხმოვანებლის ხმები აირჩიოს, რადგან საშუალო ხმის ავტორი, ვისაც ფასის და ხარისხის იდეალური შეფარდება აქვს, ისინი უფრო მეტად მუშაობენ. ბიზნესების უმეტესობას საშუალება არ აქვს, რომ ცნობადი ხმები გამოიყენონ, შედარებით ნაკლები, თუმცა მაინც მაღალი მოთხოვნაა ცნობად ხმებზეც, მათი ხმა გაცილებით ძვირი ღირს და როგორც წესი დიდი კომპანიები ირჩევენ.

 

რაც შეეხება ზოგად მოთხოვნას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საქართველოში პირველი კომპანია ვართ ვისაც მსგავსი სერვისი ჰქონდა, მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.“ - აღნიშნა არტურ სტეფანიანმა.

 

როგორც voices.ge-ს საიტზე ვნახულობთ 1 წუთამდე სტანდარტული ტექსტის ჩაწერა საშუალოდ 350 ლარიდან იწყება და 800 ლარამდეც ადის. ბავშვის ხმის ღირებულება კი 250 ლარია, თუმცა ფასი შეიძლება დამკვეთის ამოცანის მიხედვით შეიცვალოს, არტურ სტეფანიანი აღნიშნავს, რომ შესაძლოა დამკვეთს უნდოდეს მხატვრულად წაკითხული ტექსტი, ან რაიმე სხვა მოთხოვნა ჰქონდეს. რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ხმებს, არტურ სტეფანიანი აღნიშნავს, რომ ყველაზე ძვირი ზურაბ ყიფშიძის, გიორგი გასვიანის და ვანიკო თარხნიშვილის ხმებია.



„ბოლო დროის ტენდენციას თუ დავაკვირდებით ძალიან წამოვიდა კრეატიული ვიდეო კონტენტი, მაგალითად ზუმერს საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი რეკლამები აქვს და მაღალი მოთხოვნაა მხატვრულ კითხვაზე.“ - აღნიშნა არტურ სტეფანიანმა.


კომპანია voices.ge ხმას შვიდ ენაზე წერს, ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის სტუდიებთანაც, რადგან არის  შემთხვევები როდესაც დამკვეთი ტექსტს მაგალითად ბრიტანული ან ამერიკული ინგლისურით ითხოვს.

 

„ჩვენთან შვიდი ენაა და ამის გარდა ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ხმის ავტორი საზღვარგარეთიდან, ვისთანაც  დისტანციურად ვთანამშრომლობთ, მაგალითად თუ დამკვეთს ტექსტი ბრიტანული ინგლისურით უნდა, ვაწერინებთ ბრიტანეთში, ამერიკული აქცენტის მოთხოვნის შემთხვევაში ამერიკაში, მაგალითად გვაქვს  შემთხვევები, როდესაც  ჩინელები ან ინდოელები გვიკეთებენ შეკვეთას და არ სურთ  ბრიტანული ინგლისური და მათთვის უფრო ქართველის მიერ ჩაწერილი ინგლისურია გასაგები, მაშინ გვყავს  ქართველი გამხმოვანებლები, რომლებიც ტექსტს ინგლისურად წერენ.

 

სარეკლამო სააგენტოები მხოლოდ საქართველოდან არ მოგვმართავენ, ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რუსეთთან, ამერიკასთან, ინგლისთან, ყაზახეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ეს ის ენებია, რაც გაგვაჩნია საიტზე და რაც მოთხოვნადია, თუმცა ხდება, რომ გვიკვეთავენ ესპანურს ან ფრანგულს, ეს ენები ბაზაში არ გვაქვს, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში გვყავს პარტნიორი უცხოენოვანი ხმის მომწოდებლები და მათ ვუკვეთავთ.

 

უცხოეთიდანაც შემოდის შეკვეთა და ქართულ ბაზარზე ადაპტაციას ვახდენთ, მაგალითად ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა მაკდონალდსი, ალპენ გოლდი, კოკა-კოლა, ეს  ბრენდები შეკვეთებს როგორც წესი სათაო ოფისიდან იღებენ, მერე ხდება ამის თარგმნა და ლოკალიზაცია სხვადასხვა  ქვეყნისთვის. ხშირად არის საჭიროება, რომ ქართულ, სომხურ და რუსულენოვან ჩანაწერებს ჩვენ ვაკეთებთ,“ -  აღნიშნა არტურ სტეფანიანმა.

 

 

 


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up