როგორც უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, დონბასის ომის ერთი დღე უკრაინის ბიუჯეტს $8-დან $10 მილიონამდე უჯდებოდა.
2016 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ 6 თვის განმავლობაში რუსეთმა სირიაში 33 მილიარდი რუბლი, ანუ დაახლოებით $425 მილიონი დახარჯა, თუმცა რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ სირიაში გაწეული ხარჯები თითქმის სამჯერ მეტია და მხოლოდ ავიაციის საბრძოლო დანაკარგებმა ფულად ეკვივალენტში $152 მილიონს გადააჭარბა.
საკმაოდ ძვირი დაუჯდათ რუსეთის მოქალაქეებს სირიის ქალაქებისა და სოფლების КОЛИБР-ის ტიპის 71 რაკეტით დაბომბვაც. როგორც რუსული მედია წერს, ერთი ასეთი რაკეტა $900 ათასი ღირს და რუსეთმა საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ჰაერში $64 მილიონი გაისროლა.
დღეში, დაახლოებით, $90 ათასი უჯდება რუსეთს ცნობილი სამხედრო ფორმირების „ვაგნერის“ შენახვა. სწორედ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ეხმარებოდნენ სირიის დიქტატორ ასადს ძალაუფლების შენარჩუნებაში.
წყარო: "ბიზნეს ფორმულა"