გლობალური მონაცემთა ბაზა Numbeo, რომელიც მსოფლიოში სამომხმარებლო ფასებს სწავლობს, მსოფლიოში 107 ქვეყანაში 1 კილოგრამი საქონლის ხორცის საშუალო ფასის რეიტინგს აქვეყნებს.
საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და 53.84 დოლარი ღირს, ყველაზე იაფი - პაკისტანშია და მისი 2.91 დოლარია.
ხორცის ფასის რეიტინგში საქართველო 59-ე ადგილზეა, სადაც საშუალო ფასი 9,92 დოლარია. საქართველოზე იაფია ხორცი სომხეთში, უფრო ძვირი - თურქეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში. უკრაინა იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც ხორცი ყველაზე იაფია (5.60 დოლარი).
სომხეთი - 49-ზე - 10.74 დოლარი;
თურქეთი - 62-ზე - 9,92 დოლარი;
რუსეთი - 81-ზე – 7.66 დოლარი;
აზერბაიჯანი - 82-ზე – 7.62 დოლარი;
ქვეყნების ათეული, სადაც საქონლის ხორცის ყველაზე ძვირია, ასეთია:
1. შვეიცარია - 53.84 დოლარი;
2. ლიბანი - 39.82 დოლარი;
3 სამხრეთ კორეა - 32.92 დოლარი;
4. ნორვეგია - 27.74 დოლარი;
5. ისლანდია - 27.00 დოლარი;
6. ნიდერლანდები - 26.37 დოლარი;
7. ჰონგ კონგი (ჩინეთი) - 24.71 დოლარი;
8. გერნსი 21.58 - დოლარი.
9. სინგაპური - 20.54
10. საფრანგეთი - 20.13
ქვეყნების ათეული, სადაც საქონლის ხორცის ყველაზე იაფია ასეთია:
10. არგენტინა - 6.21 დოლარი;
9. ბოლივია - 5.96 დოლარი;
8. ინდოეთი - 5.74 დოლარი;
7. უკრაინა - 5.60 დოლარი;
6. კოლუმბია - 5.48 დოლარი;
5. ნიგერია - 4.50 დოლარი;
4. ნეპალი - 4.28 დოლარი;
3. კენია - 4.08 დოლარი;
2. განა - 3.63 დოლარი;
1. პაკისტანი - 2.91 დოლარი;