Top-3 ყველაზე ძვირი საახალწლო ღამისთევა საქართველოს სასტუმროებში

Top-3 ყველაზე ძვირი საახალწლო ღამისთევა საქართველოს სასტუმროებში

access_time2022-12-12 15:30:39

ახალი წელი ახლოვდება და ქვეყანაში როგორც წესი განთავსების ობიექტებში და ასევე შესაბამის პროდუქტებზე ფასები იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა, საქართველოში, რომელ სასტუმროშია ყველაზე ძვირი ახალი წლის ღამეს, ანუ 31 დეკემბერს ღამისთევა. როგორც booking.com-ზე გამოქვეყნებული შეთავაზებებიდან ირკვევა, 31 დეკემბერი-1 იანვრის ღამეს ყველაზე ძვირი ღამისთევა თბილისში სასტუმრო Hotel Tbilisi Tower-შია, სადაც 2 პერსონაზე ღამისთევა 4 455 ლარი ღირს და როგორც საიტი იტყობინება ამ საფასო სეგმენტში დარჩენილია 1 სასტუმრო ნომერი.


მეორე ადგილზეა ყვარელში მდებარე სასტუმრო Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel-ი, სადაც ახალი წლის ღამეს სასტუმროში ღამისთევა 3 127 ლარი ღირს. მესამე ადგილზეა, ასევე კახეთში მდებარე სასტუმრო Lopota Lake Resort & Spa, სადაც ახალ წელს ღამისთევა ერთ ნომერში 2 სტუმარზე 2 790 ლარია.




რაც შეეხება ზოგადად ქვეყნის შიგნით ტურისტულ და ახალი წლისთვის პოპულარულ მიმართულებებს სასტუმროებში ყველაზე ძვირი ღამისთევით TOP-3 სასტუმროს რეიტინგი (ფასები მოცემულია 1 სასტუმრო ნომერში 2 სტუმარზე) ასე გამოიყურება:

ბათუმი

  • Divan Suites Batumi - 2 300 ლარი
  • Radisson Blu Hotel Batumi - 885 ლარი
  • Luxury Sea View Apartments In Orbi City - 830 ლარი

თბილისი

  • Hotel Tbilisi Tower - 4 455 ლარი
  • The Biltmore Tbilisi Hotel - 1 600 ლარი
  • Stamba Hotel - 1 137 ლარი

კახეთი

  • Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel - 3 127 ლარი
  • Lopota Lake Resort & Spa - 2 790 ლარი
  • Park Hotel Tsinandali Estate - 991 ლარი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up