საქართველოში საწვავის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და ამას უკვე ყველა ამჩნევს. ეს ფაქტი, პირველ რიგში, გლობალურ ბაზარზე ფასების მატებითაა გამოწვეული. ზოგადად, საწვავის ფასის დადგენისას რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. მათ შორის, გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასი (Platts), ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით. ასევე, საწვავის ფასზე მოქმედებს სახელმწიფო აქციზის გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) და საოპერაციო ხარჯები.
2021 წლის მარტის პერიოდში, ბარელი ნავთობის ფასი 60 დოლარამდე მერყეობდა, წელს კი ეს რიცხვი 120 დოლარამდე გაიზარდა. სწორედ ამიტომ, პროპორციულად იზრდება საქართველოში საწვავის რეალიზაციის ფასიც.
საქართველოში ბენზინი ევროპიდან შემოდის და დღეის მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე 5 ძირითადი ბრენდირებული კომპანია ოპერირებს. ესენია „ვისოლი“, „სოკარი“ „რომპეტროლი“, „გალფი“ და „ლუკოილი“.
თითოეული კომპანიის მიერ დადგენილი ფასები 25 მარტის მონაცემებით კი ასეთია:
საწვავის ფასებზე გავლენის მოხდება სახელმწიფოს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება საგადასახადო პოლიტიკა. კერძოდ, აქციზის განახევრებით, ბენზინის სარეალიზაციო ფასი, შესაძლოა, 40 თეთრით შემცირდეს.