რა ღირს ოკუპირებული უძრავი ქონება აფხაზეთსა და ცხინვალში

რა ღირს ოკუპირებული უძრავი ქონება აფხაზეთსა და ცხინვალში

access_time2021-08-23 12:00:00

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ფასი, როგორც მიწაზე, ასევე საცხოვრებელ სახლებზეც მკვეთრად დაეცა. ამ მხრივ თითქმის ერთნაირი მდგომარეობაა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც, სადაც უძრავ ქონებას ფასი არ აქვს. განსხვავებული მდგომარეობაა მიწასთან დაკავშირებით. დე ფაქტო მთავრობების გადაწყვეტილებით, მიწა უცხოელებზე არ იყიდება. ამ მხრივ უფრო მკაცრი მიდგომა აქვთ ახალგორსა და ცხინვალში. როგორც ,,კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, მიწის როგორც გაყიდვა, ასევე ჩუქების პროცედურა ძალიან გამკაცრებულია და ე.წ. ოფიციალურ დონეზე მიწის გაყიდვა რეგიონის მუდმივ მაცხოვრებლებსაც უჭირთ.


როგორც აღმოჩნდა, 1 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი აფხაზეთში, კერძოდ, გალში,  1-1,5 დოლარს არ აღემატება, ხოლო საცხოვრებელი სახლების გაყიდვას ხალხი 5-15 ათასი დოლარის ფარგლებში ძლივს ახერხებს.  


„გალში მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბრუნდა და მათ მიწის გაყიდვის მხრივ პრობლემა არა ქვთ, ძირითადად ისევ ადგილობრივები ყიდულობენ, თუკი ვინმე მიწას გასაყიდად გამოიტანს. 1 კვ/მ მიწა 1 დოლარადაც არ იყიდება, თუ ის ხარისხიანი და მოსავლიანია, შეიძლება 1 დოლარადაც გაყიდო, მაგრამ ამასაც იშვიათად ახერხებენ. ამ დოვლათით ნორმალურად ვერავინ სარგებლობს. სახლების ფასი კი 5 000 დოლარიდან იწყება, ორსართულიან, კეთილმოწყობილ სახლს, საკარმიდამო მიწით, 15 000 დოლარზე მეტად  ვერ გაყიდი, აქ არაფერს ფასი არ აქვს. ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში უძრავი ქონება ყველაზე იაფია, მაგრამ მაინც არ უნდათ, , - ამბობს ,,კომერსანტთან“ სატელეფონო საუბარში გალის რაიონის ერთ–ერთი სოფლის მკვიდრი, რომელსაც მისივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ.

 

ყველაზე ძვირი სახლები და ბინები, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაგრაში და სოხუმშია. მაგალითად, სოხუმის ახალ რაიონში ერთოთახიანი ბინის ფასი 15 000 დოლარიდან იწყება, ხოლო ზღვის პირას მდებარე ამავე ფართობის ბინის ფასი, მაქსიმუმ 25 000 დოლარია.



აფხაზეთის ექსპერტთა კლუბის წევრ ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთში მიწის შეძენით უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ინტერესდებიან, თუმცა, კანონმდებლობის არარსებობის გამო მათი უმრავლესობა ამ ჩანაფიქრისგან თავს იკავებს. მისივე თქმით, ზოგიერთი მაინც მიმართავს სხვა ხრიკებს და სახლს აფხაზეთში ადგილობრივ მოქალაქეებზე გადაფორმების საშუალებით ყიდულობს.



„ბიუროკრატიული პრობლემა არ არის, ადგილობრივებზე მიწის გაყიდვა-გაყიდვა საკმაოდ მარტივია, მაგრამ მიწა არავის უნდა. შეიძლება იმის გამოც, რომ შრომისადმი ინტერესი დაიკარგა. სახლებს კი ძირითადად რუსები ყიდულობენ, მცირე სასტუმროების ასაშენებლად სჭირდებათ, ასეა ძირიდადად სოხუმსა და გაგრაში, სხვა რაიონებში სახლის ყიდვა არავის სჭირდება, ხოლო მიწას ისედაც ვერ იყიდიან მოქმედი კანონის გამო, რაც უცხოელებზე მიწის მიყიდვას კრძალავს. მიწის გაყიდვა აფხაზების თვალში უტოლდება დამოუკიდებლობის დაკარგვას, რადგანაც ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ინვესტორებს მოჰყვებიან რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც მალე გახდებიან იქაურობის სრული ბატონ-პატრონები.  მართალია, მიწა შეიძლება კანონმდებლობის გვერდის ავლითაც გაიყიდოს, მაგრამ ოფიციალურ დონეზე მიწის რეალიზაცია აკრძალულია“, - ამბობს ირაკლი ცქიტიშვილი.

 

მიწის გაყიდვის შესაძლებლობა ე.წ. კანონით არც ცხინვალის რეგიონში  აქვთ. როგორც „კომერსანტთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს წყარო, რომელიც ახალგორში ცხოვრობს, პრობლემაა მიწასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, ამათ შორის, ოჯახის წევრზე გაჩუქებაც კი.

„მიწის ყიდვას ყველა ერიდება, მყიდველმა იცის, რომ სახელმწიფო ნებისმიერ მომენტში რაღაც პრობლემას წაუყენებს, შეიძლება, წაართვას კიდეც. მაგალითად, ბებიაჩემი ანდერძს რომ წერდა და სახლი ჩააწერინა ჩემზე ნოტარიუსს, საკარმიდამო ნაკვეთიც უნდოდა ჩემზე გადმოეფორმებინა, მაგრამ ნოტარიუსმა - მიწა სახელმწიფო საკუთრებაა და თუ შენია, შენს მემკვიდრეს ავტომატურად გადაეცემა და გაყიდვა-გასხვისება არ შეიძლებაო. რაც შეეხება ფასს, თუ ვინმე კანონმდებლობის გვერდის ავლით შეეცდება ყიდვას, ძალიან იაფს იხდის, შეიძლება ითქვას, სასოფლო მიწის ფასი ახალგორში მიზერული, 1 დოლარიც არ ღირს“, - ამბობს ახალგორის მცხოვრები, რომელსაც „კომერსანტი“ სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა.

 

2018 წელს აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ აფხაზეთის უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი ჩაატარა.  კვლევა ეხება აფხაზეთში ქართველების დატოვებულ უძრავ ქონებასაც, რომლებშიც სხვა ეროვნების მოქალაქეები ცხოვრობენ ან საერთოდ დაცარიელებულია.


„გაყიდვების ოფისებში მყიდველებს ეუბნებიან, რომ დევნილების სახლები, რომლებიც 10 წლის განმავლობაში მიტოვებულია, ავტომატურად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში უამრავი ფაქტი არსებობს იმისა, რომ იქ მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებს, მათ შორის რუსებს, მიზანმიმართულად ჩამოართვეს საცხოვრებელი ბინები. თუ მოქალაქე რამოდენიმე დღით დატოვებს სახლს, სახლმმართველი, რამდენიმე მოწმესთან ერთად, მას დალუქავს წარწერით: „მიტოვებული“, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება ამ ბინის გასხვისება, მიუხედავად იმისა, რომ ბინას ფაქტობრივი მფლობელი ჰყავს. ამ ფაქტებს ძირითადად რუსი ეროვნების მოქალაქეები ასაჯაროებენ, რომლებიც ხშირად სასამართლოს მიმართავენ საჩივრით, თუმცა დაზარალებულები აფხაზურ სასამართლოში სამართალს ვერანაირად აღწევენ. აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა საბჭოს 1998 წლის განკარგულებაში, რომელიც დღემდე მოქმედებს, ნათქვამია, რომ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს ან აფხაზეთის ომის გმირების ოჯახებს შეუძლიათ დაიკავონ მიტოვებული სახლები, რომლებსაც შემდგომ დაიკანონებენ, თუმცა დაკანონება მაინც არ ხდება, რადგანაც აფხაზეთმა მიტოვებული სახლების ნაციონალიზაცია ჯერჯერობით ვერ მოახერხა“, - აღნიშნულია აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


რაც შეეხება მიწით სარგებლობას, როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია მითითებული, უცხოელი ინვესტორებისათვის მიწის ნაკვეთის მიღების ყველაზე უფრო გავრცელებული ვარიანტია მიწის იჯარით აღება. მიწის იჯარა არის როგორც მოკლევადანი - 3 წლამდე, ასევე გრძელვადიანი - 25 წლამდე, თუმცა პრაქტიკაში დამკვიდრდა, რომ მიწა იჯარით გაიცემა ჯერ მოკლე ვადით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გრძელდება ხელშეკრულება, რადგანაც პირდაპირ გრძელვადიანი იჯარის გაფორმების შემთხვევაში ხშირად არ ხდებოდა  დანიშნულებისამებრ მათი გამოყენება.

 



რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელეს. მოგვიანებით მოსკოვმა აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ტერიტორიებს. 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up