თბილისის საცურაო აუზებზე აქტივობა მაღალია, ფასები სტაბილური

თბილისის საცურაო აუზებზე აქტივობა მაღალია, ფასები სტაბილური

access_time2021-07-16 12:00:39

წელს საცურაო აუზები სრული დატვირთვით მუშაობენ და ერთჯერადი შესვლის ფასი 40–დან 60 ლარამდე მერყეობს. „კომერსანტმა“ ვაკის, კრწანისის აუზების დაჯინო ფერედაისის მფლობელებთან გაარკვია, რამდენად დატვირთულია საცურაო აუზები, შენარჩუნდა თუ არა პანდემიამდელი ფასები და რა რეკომენდაციების დაცვა უწევთ პანდემიის ფონზე.


როგორც „კრწანისის“ საცურაო აუზის გენერალური მენეჯერი ანა ბერიძე ამბობს, აუზი სრული დატვირთვით მუშაობს და მისი ფასი სამუშაო დღეებში 45 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას 60 ლარია, რაც შეეხება რეკომენდაციებს, ანა ბერიძე ამბობს, რომ შრომის უსაფრთხოების სამსახური მათ შეზლონგებს შორის დისტანციის დაცვას სთხოვს.


„კრწანისის საცურაო აუზზე დატვირთვა ამინდების მიხედვით საკმაოდ აქტიურია, რაც შეეხება ფასებს, შაბათ-კვირას აუზზე სტუმრობა 60 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო სამუშაოდ ღეებში ერთი დღის საფასური 45 ლარია.

გვაქვს აბონემენტებიც, 7–დღიანი აბონემენტის ფასი არის 280 ლარი, 14 დღიანი 420 ლარი, მხოლოდ სამუშაო დღეებში ერთთვიანი აბონემენტის ფასი 550 ლარია დამხოლოდ შაბათ კვირას ერთ თვიანი აბონემენტი 320 ლარი დაგიჯდებათ. რეკომენდაციებს რაც შეეხება, მხოლოდ რაოდენობრივი შეზღუდვა გვაქვს, შეზლონები დისტანციის დაცვით უნდა განვალაგოთ, თუ გასულ წლებში 150 შეზლონგი გვეტეოდა, წელს მხოლოდ 80–ის განთავსება შეგვიძლია“, - აღნიშნა ანა ბერიძემ.


„ვაკის საცურაო აუზის“ საოპერაციო მენეჯერმა მიხეილ გოგოლაძემ გვითხრა, რომ მომხმარებელთა აქტივობა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ფასებს, აუზზე სტუმრობის ერთი დღის  აფასური საშუალოდ 60 ლარია, თუმცა კლუბის წევრებისთვის შედარებით დაბალი ფასია. რაც შეეხება ერთთვიან აბონემენტებს, მისი ფასი 200 ლარიდან 300 ლარის ფარგლებშ მერყეობს.



„აქტივობა საკმაოდ მაღალია , რაც შეეხება ფასებს, ერთი დღის ფსი საშუალოდ 60 ლარია, თუმცა აბონემენტები განსხვავებულია. პანდემიიდან გამომდინარე, რაოდენობაზე დაგვიწესეს შეზღუდვა, რომელიც კვადრატულობის მიხედვით არის დადგენილი. თუმცა, ეს ჩვენ ნაკლებად გვეხება, რადგან ობიექტზე ფუნქციონირებს პროგრამა, რომელიც  ადამიანების რაოდენობას ითვლის იმისათვის, რომ შენობაში რეკომენდირებულზე მეტი ადამიანის კონცენტრცია არ მოხდეს. რაც შეეხება ფასს, მიუხედავად იმისა რომ საოპერაციო ხარჯები თითქმის გაორმაგებულია, ჩვენ მაინც ვცდილობთ,  რომ კლუბის წევრებისთვის საფასო პოლიტიკა არ შევცვალოთ“, - აღნიშნა მიხეილ გოგოლაძემ.


“ჯონო ფერედაისის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთო მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ აქ სამუშაო დღეებში ერთჯერადი ვიზიტი 49 ლარია, ხოლო შაბათ-კვირას 59 ლარი. “ჯინო ფერედაისი” მომხმარებელს საოჯახო პაკეტებს – 2+1 , 2+2  სთავაზობს, რომელიც, როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, საბოლოო ჯამში 30% -მდე ფასდაკლებას გულისხმობს.


“მინდა აღვნიშნო, რომ წინა წელთან შედარებით ფასმა მოიმატა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ობიექტი ერთი წელი დახურული იყო და რომ რეგულაციებს მომზადებულები დავხვედროდით, 1–მილიონიანი ინვესტიცია განვახორციელეთ. ამიტომ ფასების მცირედით გაზრდა მოგვიწია. თუმცა, მაინც ვამბობ იმას, რომ როდესაც საქართველოს ბაზარზე აუზზე შესვლა საშუალოდ 50 ლარია, “ჯინო ფერედაისი”, რომელიც მომხმარებელს მრავალ სერვისს სთავაზობს, ძვირი არ გამოდის.

რეკომენდაციებია მიხედვით გვაქვს შეზღუდვა რომ ერთდროულად ტერიტორიაზე 700 ადამიანზე მეტი არ გავაჩეროთ.

რეკომენდაციებით გათვალისწინებული წესების კონტროლის უზრუნველსაყოფად ადამიანური რესურსის გაზრდა მოგვიწია, დავამატეთ სივრცის მენეჯერები, რომლებიც აკონტროლებენ ყველაფერს, გაიარეს თუ არა მომხმარებლებმა დეზობარიერები, დაცულია თუ არა დისტანცია, დახურულ სივრცეში შემოვიდა თუ არა მომხმარებელი პირბადით და ა.შ.” - აღნიშნა ქეთი მაჭავარიანმა.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up