რა ღონისძიებებს ატარებს კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფი და ჯანდაცვის სამინისტრო - თენგიზ ცერცვაძე განმარტებას აკეთებს

რა ღონისძიებებს ატარებს კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფი და ჯანდაცვის სამინისტრო - თენგიზ ცერცვაძე განმარტებას აკეთებს

access_time2023-01-13 15:00:12

რა წინმსწრებ საპასუხო ღონისძიებებს ატარებს ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის მართვის კლინიკურ ჯგუფთან ერთად იმისთვის, რომ ქვეყანაში „კორონავირუსის მართვის სადავეები ხელიდან არ გაიქცეს“.


 

როგორც თენგიზ ცერცვაძემ IPN-თან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო ოჯახის ექიმების ტრენინგების განმეორებითი ეტაპი, ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაევალა, გააძლიეროს შერჩევით გენეტიკური ანალიზის გაკეთება, რაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისგან გამოყოფილი ვირუსის გამოკვლევას გულისხმობს, რათა გაკონტროლდეს, ხომ არ გაჩნდა ჩვენთანაც ის შტამი, რომელიც უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდება.


 

თენგიზ ცერცვაძე ასევე აღნიშნავს, რომ გადაიდგა ნაბიჯი ტესტირების რაოდენობის გაზრდისკენ. კერძოდ, რეკომენდაციაა, რომ ვისაც კლინიკური ნიშნით რესპირაციული დაავადება აღმოაჩნდება, პირველ ორ დღეში კოვიდზე გაიკეთოს ტესტი.


 


„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და კლინიკურმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ წინმსწრები საპასუხო ღონისძიებები გაატაროს, რათა საქართველოში არ განმეორდეს ის, რაც ზოგიერთ ქვეყანაში განმეორდა, კერძოდ, კოვიდის მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს.


 

ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო ოჯახის ექიმების მთელი სისტემის ტრენინგების განმეორებითი ეტაპი, მათ შორის ონლაინ ტრენინგის.

 


თბილისში უკვე ჩატარდა ექიმების ონლაინ ტრენინგები, ახლა ეტაპობრივად ჩატარდება რეგიონებში, მათთვის განახლებული მონაცემების მიწოდება ხდება, შეხსენება, რომ როგორც კი კოვიდის ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, მაშინვე დამყარდეს კომუნიკაცია კორონავირუსით ინფიცირებულებთან. ვისთანაც საჭიროა, დაუყოვნებლივ დაიწყონ „პაქსლოვიდით“ და „რემდესივირით“ მკურნალობა, ეს ინფიცირებულების დაახლოებით 20%-ს სჭირდება ( ვისაც 60 წელს ზემოთ არის და ქრონიკული დაავადება აქვს) . დაახლოებით 80%-ს სპეციფიკური, ანტივირუსული მკურნალობა არ სჭირდება, მათ სჭირდებათ ბინაზე გაჩერება და თვითიზოლაცია. ამასთან, სიმპტომური მკურნალობა, როგორიც არის სიცხის დამწევი საშუალებების და სითხეების მიღება. მეორე არის ის, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაევალა, გააძლიეროს შერჩევით გენეტიკური ანალიზის გაკეთება, კერძოდ, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისგან გამოყოფილი ვირუსის ანალიზი, რათა გაკონტროლდეს, ხომ არ გაჩნდა ჩვენთანაც, რომელიმე სხვა შტამი, რომელიც უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდება. ჯერ ასეთი არ გაჩენილა.

 


შემდეგია ის, რომ გადაიდგა ნაბიჯი ტესტირების რაოდენობის გაზრდისკენ, 6 ათასი ტესტირება ისედაც ტარდებოდა, ახლა კი გადაიდგა ნაბიჯი, რომ მეტი ტესტი ჩატარდეს. ვისაც კი კლინიკური ნიშნით რესპირაციული დაავადება აღმოაჩნდება, მყარი რეკომენდაციაა, რომ პირველივე დღეს, ამ პირველ ორ დღეში კოვიდზე გაიკეთოს ტესტი. თუ დადებითი პასუხი იქნება, ოჯახის ექიმი დაუკავშირდება, ან თავად დაუკავშირდეს. მაშინვე მიიღოს რჩევა, სჭირდება ანტივირუსული მკურნალობა, თუ - არა. გაჰყვეს ექიმის რეკომენდაციას.

 


ეს იმის გარანტია იქნება, რომ არცერთი პაციენტი არ დამძიმდება, არ დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია. მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ბოლო თვეებში ვინც დროულად ჩაიტარა ტესტირება და დროულად მიმართა ექიმს და მის რეკომენდაციას გაჰყვა, არცერთი არ გარდაცვლილა. ერთეული გარდაცვალება მხოლოდ იმ ავადმყოფებშია, ვინც არ გაიკეთა ტესტი და ძალიან დიდი დაზიანებით მიმართეს კლინიკებს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up