რა იცვლება დღეიდან ელექტროენერგიის აბონენტებისთვის

რა იცვლება დღეიდან ელექტროენერგიის აბონენტებისთვის

access_time2021-07-01 19:00:00

დღეიდან, 1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება.


კერძოდ, თბილისში, „თელასს“ ჩაანაცვლებს „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში „ენერგო-პროს“ ნაცვლად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი „ეპ ჯორჯია“ იქნება.


მომხმარებლებისთვის ტარიფები არ შეიცვლება, თუმცა, გარდამავალ ეტაპზე, ანუ 30 ივნისიდან ივლისის პერიოდში, მრიცხველების ამონაწერის კომპანიისთვის მიწოდება თავადაც შეეძლებათ.


“1-ლი ივლისიდან გარკვეული ცვლილებები ხდება ელექტროენერგეტიკის სექტორში, რომელიც არაერთხელ იყო დაანონსებული. კერძოდ, იყოფა კომპანიები, მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ ელექტროენერგიას აქამდე გვაწვდიდა თბილისში „თელასი“ და რეგიონებში „ენერგო-პრო“, 1-ლი ივლისიდან, ეს ასე აღარ იქნება. ისინი დარჩებიან როგორც ქსელის მესაკუთრეები, ანუ კომპანიები, რომლებმაც უნდა მოუარონ სადენებს, ბოძებს, ტრანსფორმატორებს და ა.შ. და ამისთვის მათ ჩვენს მიერ, ანუ მარეგულირებელი კომისიის მიერ, განსაზღვრული აქვთ მოვლა-პატრონობის ტარიფი. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოწოდებას, ამას განახორციელებენ სხვა კომპანიები. ეს კომპანიები სულ ახლახანს დაასახელა საქართველოს მთავრობამ, თბილისში ეს იქნება კომპანია „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში „ეპ ჯორჯია“.



როცა დადგება 30 ივნისი, თქვენ მიერ მიწოდებულ ჩვენებაზე ანგარიშსწორება უნდა მოხდეს „თელასის“და „ენერგო-პროსთვის“, ხოლო 1-ლი ივლისიდან უკვე ახალი კომპანიისთვის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მრიცხველების წაკითხვა არის ბლოკური და თვეში ერთხელ ხდება ამოწერა, ზოგი 2 რიცხვში, ზოგი - 5-ში და ა.შ. ორი მეთოდია შემოთავაზებული.


პირველი, თუ მომხმარებელს სურს, რომ თვითონ ზუსტად გამიჯნოს რამდენი გადაუხადოს „თელასს“ და რამდენი ახალ კომპანიას, მას ამის საშუალება აქვს, რომ თავად ამოიწეროს ჩვენება და გააგზავნოს მონაცემი. ამას ინტერნეტი არ სჭირდება, პირდაპირ იგზავნება სმს-ის საშუალებით. ხოლო, მომხმარებელი, რომელსც დაეზარება, არ სურს, ან არ უნდა საქმე გაირთულოს, ამისთვის „სემეკის“ სპეციალური რეგულაცია არსებობს, რომლის მიხედვითაც, ავტომატურად გაიყოფა დღეები პროპორციულად და ერთი ნაწილის ანგარიშსწორება მოხდება „თელასში“ და „ენერგო-პროში“, ხოლო მეორე ნაწილის - ახალ კომპანიაში.


აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მომხმარებლისთვის არაფერი არ რთულდება, ტარიფი არ იცვლება, არც ფინანსურად არაფერი მძიმდება. უბრალოდ, ხდება ერთი მიმწოდებელი კომპანიის მეორეთი ჩანაცვლება. მერე უკვე, როგორც ყოველთვიურად, თავის დროზე კითხულობდნენ მრიცხველებს, ისევ მოვლენ, ოღონდ, ახალი კომპანიის წარმომადგენლები და ჩვენებას ამოიწერენ “,- განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.



BPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up