რა იცვლება მომხმარებელთა უფლებების ახალი კანონით

რა იცვლება მომხმარებელთა უფლებების ახალი კანონით

access_time2022-03-18 17:00:00

რა იცვლება მომხმარებელთა უფლებების ახალი კანონით და კონკრეტულად რა საკითხებს მოიცავს და არის თუ არა ამისთვის მზად ბიზნეს სექტორი, - ამ თემაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) იურიდიულმა დირექტორმა, ნიკა ნანუაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრა.

მისი თქმით, პირველ რიგში ახალი კანონი ონლაინ ვაჭრობის მოწესრიგებას გულისხმობს, რა მიმართულებითაც საქართველოს საკანონმდებლო ბაზა აქამდე არ ქონდა განვითარებული და ეს იყო ადგილი, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა შესაბამისი სამართლებრივი ნორმებით შევსება.

„აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა უფლებების მომწესრიგებელი კანონმდებლობა ქვეყანაში აქამდეც გვქონდა. ახალი კანონი სამართლებრივ ნორმებს უფრო აზუსტებს, აკონკრეტებს და ხვეწს. ამასთან, ქმნის უფრო მყარ გარანტიებს ერთი მხრივ მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, მეორს მხრივ კი ორგანიზებული, ცივილური ბიზნეს ინტერესების დასაცავად, რომელთაც ზოგ შემთხვევაში უწევთ კონკურენცია.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ახალი კანონი მომხმარებელს ყველაზე მეტად დაეხმარება იყოს მეტად ინფორმირებული და იცოდეს მისი უფლებები, ასევე ვალდებულებები. ცვლილებები იძლევა საფუძველს, რომ მათ შორის დისტანციური, ონლაინ ვაჭრობის ე.წ გამოწერის შემთხვევაში, მომხმარებელმა დაიცვას თავისი უფლებები და პროდუქტის შესახებ მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, ამასთან ყველანაირი მიზეზის გარეშე დააბრუნოს ნივთი. კანონი გვთავაზობს დეტალურ პროცედურებს, თუ როგორ შეილძლება პრეტენზიით მივმართთ გამყიდველს, ჩავანაცვლოთ ნივთი და სხვა,“ – აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.

მისივე თქმით, ნებისმიერი მსგავსი კანონპროექტი დაკავშირებულია გარკვეულ ღირებულებასთან, რომლის გადახდაც როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებლებს მოუწევთ.


„რა თქმა უნდა, ბიზნესს პირდაპირი ვალდებულება არ ექნება რაიმე დამატებით გადასახადზე. რაც შეეხება მარეგულირებელს, ამისათვის განსაზღვრულია კონკურენციის სააგენტო, რომელიც ვალდებული იქნება განიხილოს მომხმარებელთა საჩვირები და მოახდინოს რეაგირება. არის ასევე ერთი წმინდა სამართლებრივი საკითხი, რაც კანონპროექტის ურთიერთქმედებას სხვა სპეციფიკური სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობასთან. ვგულისხმობ, ჯანდაცვის სექტორს, საბანკო, სადაზღვეო სექტორებს, კომუნიკაციებს და ა.შ.

რაც შეეხება ბიზნესის მზაობას ამ ცვლილებების მიმართ, პანდემიის პერიოდში, ბიზნესი ადაპტირდა ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით. ახლა საუბარია იმაზე, რომ ამ სფეროში ყველასთვის ერთიანი თამაშის წესები და ვალდებულებები იყოს. მნიშვნელოვანია ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის მიღებაც, რომელიც ჯერ კიდევ პროექტის სტადიაზეა და ესეც ონლაინ ვაჭრობის დახვეწას და ჩარჩოებში მოქცევას შეუწყობს ხელს, ხოლო სფეროს მოწესრიგება ბიზნესს დაეხმარება. მეორე მხრივ, პრობლემა შეექმნებათ ისეთ ბიზნესებს, რომლებიც ონლაინ პლატფორმებს არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ,“ - აღნიშნავს ნიკა ნანუაშვილი.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up