რა იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე და მელიქ აზარიანცის ისტორიულ სახლში - პროექტის დეტალები

რა იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე და მელიქ აზარიანცის ისტორიულ სახლში - პროექტის დეტალები

access_time2023-03-01 21:30:34

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის 37-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტიაცია-რესტავრაცია იგეგმება. სასტუმრო „ტელეგრაფის“ მშენებლობა (ყოფილი ფოსტის შენობაში) და მელიქ აზარიანცის სახლის რესტავრაცია არის მოედნის განვითარების მთლიანი კონცეფციის მთავარი ნაწილი.


„სილქ დეველოპმენტმა“ მელიქ აზარიანცის სახლის მიწისქვეშა სართულების დასუფთავება ცოტა ხნის წინ დაასრულა. წლების განმავლობაში მელიქ აზარიანცის შენობის შიდა ეზოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვების გამო უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა, მიწის ქვეშ მდებარე ორი სართულის, 2,000 კვადრატულ მეტრამდე ფართის სრულად გასაწმენდად 200 000 ლარამდე დაიხარჯა და შემსრულებელი სილქ როუდ უძრავი ქონების ერთ-ერთი კომპანია, ცენტრ პლაზაა, რომლის საკუთრებაშიც შედის შენობის დიდი ნაწილი.


„სილქ დეველოპმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი მამუკა შურღაია ამბობს, რომ რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.


„რესპუბლიკის მოედანზე სულ მალე, ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნება. ეს მოედნის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სასტუმროს პროექტში დაგეგმილია 60 მლნ ევროზე მეტი ინვესტირება. „ტელეგრაფის“ პროექტის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედნის განვითარებას მორიგი ეტაპია მელიქ აზარიანცის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია, რომლის დაახლოებით 2000 კვ. ნარჩენებისგან უკვე გავწმინდეთ. მოედნის განვითარების კონცეფციის მიხედვით დავიწროვდება სამანქანო გზა, მოედანი გახდება საფეხმავლო, გამწვანდება და შადრევნები მოეწყობა“,  აღნიშნა მამუკა შურღაიამ.



როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, პირველ ეტაპზე მოხდა პირველი და მეორე სადარბაზოს მიმდებარე ფართების გამაგრება და რეკონსტრუქცია. სრულად რეაბილიტირებულია სადარბაზოებს შორის განლაგებული ორი ერკერი. მოხდა ექვსი ერთეული ერკერის დროებითი ფიქსაცია და კონსერვაცია, შემდგომში მათი ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად. შეკეთდა დაზიანებული საკანალიზაციო მილები. ამჟამად, კომპანიის დაქირავებული სპეციალისტები შენობის გარშემო და მის ქვეშ საკომუნიკაციო და სანიაღვრე სისტემებს იკვლევენ. 


შოთა რუსთაველის გამზირზე 37 ნომერში მდებარე შენობის, კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცესი სილქ როუდ ჯგუფმა ეტაპობრივად 2007 წლიდან დაიწყო და ამჟამად კომპანია მთლიანი ფართობის 80%-მდე ფლობს. დარჩენილ ფართში რჩებიან ბინების და კომერციული ფართების კერძო მესაკუთრეები.


შეთანხმებული პროექტის მიხედვით, „სილქ დეველოპმენტი“ მთლიანი ფართის უდიდესი ნაწილი კომერციული ფართი იქნება (8050 კვ.მ), 3000 კვ. მ-დეა საერთო სარგებლის ფართები, ხოლო მუზეუმი/გალერეა/სადეგუსტაციო 445 კვ.მ-ზე განთავსდება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up