რა იქნება 2023 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორები

რა იქნება 2023 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორები

access_time2023-01-17 20:00:22

2022 წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ რა მოლოდინებია 2023 წელს -  ქართული ეკონომიკისთვის ხელშემწყობი ფაქტორები და მოსალოდნელი გამოწვევები რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მიმოიხილა.

ნადარაია თქმით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფაქტორი იყო რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილი სიტუაცია, თუმცა ამის გარეშეც საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა და ის 8,3 -დან 10% - ის ფარგლებში დაფიქსირდებოდა.

„ომამდე ჩვენ ტურიზმის აღდგენის მაღალი ტემპი გვქონდა, ომის შემდეგ ე.წ. ტრადიციული ტურიზმის აღდგენა მნიშვნელოვნად შენელდა, თუმცა ეს მიგრაციის ეფექტმა დააბალანსა და რომ არა ომი, 2019 წელთან შედარებით ჩვენ 90% - იან აღდგენას მივაღწევდით, ამას დაემატა მიგრაციის ეფექტი და გვაქვს 105% იანი აღდგენა რაც მცირედით მეტია იმაზე, რაც ომის გარეშე იქნებოდა.

ეკონომიკურ ზრდაში ბუნებრივია მონაწილეობას სხვა ფაქტორებიც იღებს, ჩვენ ვიცით, რომ ომმა მსოფლიოს მასშტაბით ინფლაცია დააჩქარა და შედეგად გვაქვს ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რაც აქტივობების შეფერხებას იწვევს, ესეც ნეგატივია, თუმცა ეკონომიკური კუთხით ჩვენ ჩავარდნა არ გვიგრძვნია“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

ნადარაიას თქმით 2022 წელს აღინიშნებოდა როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ზრდაც, მისივე თქმით, საექსპორტო კატეგორიებში, რუსეთის და უკრაინის მიმართულებით მნიშვნელოვანი შეფერხება იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ღვინოსა და მეორად ავტომობილებზე რუსეთის და უკრაინის მიმართულებით მოთხოვნა გაიზარდა.

„ძირითადად გამოვყოფდი ფასების თემას, ის რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვყიდულობდით, გაძვირდა, თუმცა გაძვირდა ჩვენი საექსპორტო პროდუქციაც, იყო პერიოდი, როდესაც სასუქების ფასები გასამმაგდა და აქედან ჩვენ მეტი შემოსავალი მივიღეთ. მომავალ წელს ინფლაცია მკვეთრი პრობლემა აღარ იქნება, საბოლოო სცენარი, როგორც მსოფლიო მასშტაბით ასევე საქართველოში ინფლაციის ნორმალიზებაა“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.


ნადარაია აღნიშნავს, რომ საქართველოში ინფლაციის პიკურმა პერიოდმა გაიარა, მისივე თქმით წლიური ინფლაცია მაღალი რჩება, თუმცა თვის მიხედვით ფასების კლება ფიქსირდება ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის ბენზინი, ზეთი და სხვა პროდუქტები. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ნადარაია აღნიშნავს, რომ მარტში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდება.

„ჩვენი მოლოდინი იყო 3,5% იანი ზრდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ 2023 წელს მიგრანტები საქართველოდან გავიდოდნენ, თუმცა დღეს ამ პროგნოზის გადახედვა გვიწევს, იმიტომ რომ პირი არ უჩანს ამ კონფლიქტის შერბილებას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სცენარი არარელევანტურია.

ასევე აღსანიშნავია, რომ ნოემბერში მსოფლიო ეკონომის რეცესიაში შესვლის უფრო მეტი რისკი იყო, თუმცა დღეს აშშ-შიც მცირდება რეცესია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში გამკაცრება უფრო ნაკლები იქნება და ამ და სხვა არგუმენტების გამო, იგივე ევროკავშირში და ბრიტანეთში მოსალოდნელზე უფრო მაღალი ზრდაა, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩინეთში ეკონომიკური ზრდა უკეთესია. ამ არგუმენტების მიხედვით ჩვენ ვფიქრობთ რომ 5% - იანი ზრდა არის უფრო რეალისტური მაჩვენებელი“, -აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

ნადარაიას თქმით სწორია ის, რომ მიგრაციის ეფექტმა ეკონომიკური აქტივობა გაზარდა, თუმცა იმის თქმა, რომ თუ ომი მალე დასრულდება, საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება, არასწორია.

„მე ვფიქრობ, ამ მიგრანტების ნაწილი არის ან მუდმივი ან გრძელვადიანი, განსაკუთრებით ის ნაწილი, ვინც საერთაშორისო შემოსავლებზეა დამოკიდებული, ბუნებრივად ხდება ისიც, რომ ჯერ მათი აქტივობა თბილისსა და ბათუმში იყო, თუმცა ახლა ეს გადანაწილდა რეგიონებზე და ჩვენ ახლა ამ მიმართულებით აქტივობას ვხედავთ რუსთავშიც და სხვა რეგიონებშიც და აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ცხოვრება და დისტანციურად მუშაობა ჩვენ ქვეყნის კონკურენტული უპირატესობაა“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

2022 წელს გზავნილების კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც შეეხება 2023 წელს, ნადარაია აღნიშნავს რომ ის უფრო ზომიერი იქნება.

„რუსეთის გარეშეც ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნებიდან გზავნილების შემოდინებები ძლიერია და რუსეთის ჩათვლით მართლაც რეკორდულ დონეზეა. ამდენი წმინდა შემოდინება ვალუტის საქართველოში არ ყოფილა, რუსეთის გამოკლებითაც ფულადი გზავნილების ზრდა საკმაოდ მაღალი გვექნება, მაგრამ არა 150% იანი“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up