ტენეს ორმაგი ეფექტი – წარმოება და გარემოს დაცვა

ტენეს ორმაგი ეფექტი – წარმოება და გარემოს დაცვა

access_time2021-07-11 12:00:02

მოქალაქემ, რომელმაც მდინარეში პლასტმასის ბოთლები ჩაყარა, კომპანია ტენესთან ერთად ბუნების დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. რა კავშირი აქვს ტენეს საქმიანობას გადაყრილ ნარჩენებთან, ამ თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ კომპანია ტენეს დამფუძნებელმა  სანდრო ლილუაშვილმა ისაუბრა.

 

მისი თქმით, ამ ფაქტის მერე, კომპანია „ტენემ“ მოხალისეებთან ერთად გადაწყვიტა ბოლნისში ჩასვლა და მოქალაქის მიერ დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავება, რაც, ერთის მხრივ, როგორც  მარკეტინგული გათვლა, მეორეს მხირვ სოციალური მიზანი - პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება იყო.

 

„მოქალაქეებს დავპრიდით, რომ ვინც დასუფთავების აქციაში ჩაერთვებოდა, USB კაბელს ვაჩუქებდით, თბილისში შევკრიბეთ მოხალისეები, 10 ახალგაზრდა შემოუერთდა ჩვენ გუნდს და წავედით ბოლნისში. ადამიანი, რომელმაც მდინარეში პლასტმასის ბოთლები ჩაყარა, მეგონა დაჭერილი, თუმცა შევედი ადგილობრივ ჩაიხანაში, დავინახე ეს ბიჭი და მას შევთავაზე, რომ აქციაში ჩართულიყო“, -  აღნიშნა სანდრო ლილუაშვილმა.

 

რაც შეეხება „ტენეს“ საქმიანობასა და გადაყრილი პროდუქციის შორის კავშირს, სანდრო ლილუაშვილი ამბობს, რომ USB-ს  წარმოებაში გამოიყენება პლასტმასის ერთ–ერთ სახეობა პოლიეთილენი, რომელიც გადაბმების სიმყარეს უზრუნველყოფს.

 


„როდესაც ტექნოლოგიაში გავერკვიე, მივხვდი, რომ მასალა საზღვარგარეთიდან უნდა შემომეტანა, არადა ეს ის მასალაა, რომელიც გარემოს აზიანებს, არ მინდოდა რომ გარემოსთვის დამატებითი ზიანი მიმეყენებინა, თავიდან ბოთლით ვცდილობდი, თუმცა ბოთლის ეს პეტ მასალა  ძალიან მოუხერხებელია ამისთვის, არ გამომადგა და შემდეგ ბოთლის თავსახურები მოვსინჯე და ბოთლის თავსახურებისგან გამომივიდა, ეს პლასტმასა ჩავანაცვლე ამ მასალით და მოსახლეობაშიც ეს აქცია წამოვიწყე. ადამიანი, რომელიც 100 ცალ ბოთლის თავსახურს მომიტანს, მას  საჩუქრად ვაძლევ USB კაბელს, მე ამ თავსახურებს ვიყენებ, ხოლო ბოთლებს გადავცემ სხვა კომპანიას, რომელიც მისგან სინთეთიკურ ბამბას აკეთებს.

 

ჩვენ ვთვლით, რომ თუ ჩვენ ნაგვის ურნაში  ჩავაგდებთ პლასტმასას, მოქალაქეობრივ ვალს ვიხდით და პრობლემას ვაგვარებთ. რეალურად საქართველოში, სამწუხაროდ, ნაგავსაყრელზე მოხვედრილი პლასტმასა არ გადამუშავდება და რჩება მიწაში, წლების განმავლობაშ იქცევა მიკროპლასტიკად, მერე იშლება, გამოყოფს ტოქიკურ ნივთიერებას, ერევა გრუნტის წყლებს და საბოლო ჯამში ჩვენ ორგანიზმში ხვდება და იწვევს  სხვადასხვა დაავადებებს. ანუ პლასტმასა მაქსიმალურად  უნდა ვეცადოთ, რომ გადავამუშავოთ“, -  აღნიშნა სანდრო ლილუაშვილმა.

 

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება – სხვა  ქვეყნებში პლასტმასის ნარჩენების სეპარირება სახლშივე ხდება, შემდეგ გაავქთ  ნაგავსაყრელზე და ისე ყრიან.

 

„ჩვენთანაც მოვა ეს დრო, რადგან ასოცირების ხელშეკრულების ნაწილში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ კანონია მიღებული, როდესაც  მწარმოებელმა  თავისი ნარჩენების პრობლემა თვითონვე უნდა მოაგვაროს. ან ბოთლებს თავის  დროზე ფასი დაედება და მისი ჩაბარება ფასიანი გახდება, მაგრამ სანამ ეს  ჩვენამდე  მოვა,  ჩვენ უნდა  შევიტანოთ ამაში წვლილი, იმიტომ რომ პლასტმასა წალეკავს მსოფლიოს. საქართველოს კი პლასტმასით ბუნების დაბინძურებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს“, -  აღნიშნა სანდრო ლილუაშვილმა.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up