რა კეთდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ?

რა კეთდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ?

access_time2022-04-26 13:00:29

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც საცობი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ხმაური და მტვერი ყოველდღიურობა გახდა. თუმცა, რამდენიმე თვის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთი მოწესრიგებული და გალამაზებული სივრცე გახდება.

 

დანაპირების შესრულება, დედაქალაქის მთავრობამ გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარებით დაიწყო. დღეს გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები მეტროს მიმდებარედ აღარ შეგხვდებათ, მაგრამ ნახავთ, რომ ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა. რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილში? სწორედ ამ კითხვით მივმართეთ თბილისის მერიას.

 

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მათი ინფორმაციით, ჯავახეთის ქუჩაზე საჰაერო კაბელები მიწის ქვეშ განთავსდა, დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი. უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ეწყობა ახალი სატრანსპორტო კუნძულები, რომლებიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის.  ფართოვდება და ეწყობა საფეხმავლო ბილიკები. სულ მალე კი გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

 

„პროექტის მიზანია, მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვალოს, მოწესრიგდეს და განახლდეს. მოგეხსენებათ, აღნიშნული ტერიტორია მოძრაობის მხრივ  საკმაოდ დატვირთულია, პროექტის  განხორციელების შედეგად, გადაადგილება როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გახდება კომფორტული და მოსახერხებელი. ტერიტორია გალამაზდება და მიიღებს თანამედროვე იერსახეს“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური.

 


ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად ადგილზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიც მუშაობს. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში ჯავახეთის ქუჩაზე გათვალისწინებულია ე.წ. ბასლეინის დახაზვა ორივე მიმართულებით. მათი თქმით, ამა ქუჩაზე ასევე, გათვალისწინებულია სამანქანო ორ-ორი ზოლი თითოეული მიმართულებით.

 

როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ამბობენ ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის მოხდება ტროტუარების რეაბილიტაცია და  დაიხაზება ქვეითთა ზებრა გადასასვლელები, რომელთა ნაწილიც საჭიროებისამებრ დარეგულირდება შუქნიშნებით. ასევე, მოწყობილი იქნება უსაფრთხოების კუნძულებიც.

 

„კომერსანტს“ მერიაში განუცხადეს, რომ ქუჩის პერიმეტრიდან გამომდინარე არ იგეგმება მიმდებარედ პარკირების მოწყობა.

 

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მაისის დასაწყისში დასრულდება. პროექტის განხორციელებისთვის კი ჯამში ერთ მილიონ ლარამდე დაიხარჯება.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up