რა მდგომარეობაშია ღამის კლუბები საქართველოსა და დასავლეთში

რა მდგომარეობაშია ღამის კლუბები საქართველოსა და დასავლეთში

access_time2021-12-12 16:00:58

თითქმის 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო საქართველოში ღამის კლუბები დაკეტილია და არ ფუნქციონირებს. 

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვები უკვე მოიხსნა ან შემსუბუქდა, ეს ჯერჯერობით არ შეხებია ღამის კლუბებს. 

თუმცა, რამდენიმე დღის წინ  შრომის ინსპექციის სამსახურმა ღამის კლუბების ასოციაციასთან რიგით მე-5 შეხვედრა გამართა. მხარეებმა გასართობი ინდუსტრიის უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შემუშავების საკითხი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შეჯერებული საკითხები განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. 

როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა, კლუბები  საკოორდინაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გაიხსნება.

1-ლი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე ზონების კონცეფცია ამოქმედდა, რომელიც გულისხმობს გარკვეულ ობიექტებზე მწვანე სტატუსის მქონე პირების დაშვებას. მწვანე სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა იყოს კოვიდგადატანილი ან ორჯერადად ვაქცინირებული. ასევე, ჩატარებული უნდა ჰქონდეს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ან 24-საათიანი ვალიდურობის სწრაფი ტესტი.

 მწვანე ზონების კონცეფციის შექმნის მიზნით, ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექცია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად, აქტიურად მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განხორციელდება სექტორის ფუნქციონირების განახლება.“ – ნათქვამია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე, კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 17 დეკემბერს კლუბები გაიხსნება:

 ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia-ს მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია.


სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენ მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი.

17 დეკემბერს, თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასდროს დაიხურება.“

ამჟამად არსებული შეზღუდვების მიუხედავად, 3 დეკემბერს გაიმართა კლუბ ხიდის ივენთი. შედეგად კი, შრომის ინსპექციამ კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.


რაც შეეხება, დასავლურ ქვეყნებში ღამის კლუბების ფუნქციონირებას, იქ ამ მიმართულებით განსხვავებული მიდგომები აქვთ.

 „ბერლინის კლუბები შურისძიებით ბრუნდებიან“ – წერდა The New York Times ჯერ კიდევ სექტემბერში.

ზაფხულის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ დააფინანსა კვლევა, რომელიც დაადგენდა, შეეძლო თუ არა მაღალი სიზუსტის PCR ტესტს კლუბის სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კვლევაში მონაწილეობდა დაახლოებით 2 000 ადამიანი. ისინი ერთი შაბათ-კვირის განმავლობაში ექვს კლუბში იმყოფებოდნენ.

შედეგების გასაჯაროებამდე, ადგილობრივმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კლუბების სასარგებლოდ, რომლებიც  ქალაქში, დახურულ სივრცეში, ცეკვის აკრძალვას აპროტესტებდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბერლინის სენატი იძულებული გახადა, ღამის კლუბები გაეხსნათ. კლუბში შესვლა შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს (დამადასტურებელი დოკუმენტით). შესვლისთვის ტესტირება არ არის საჭირო. 

ჰოლანდიაში ღამის კლუბები ზაფხულში გახსნეს, თუმცა, მალევე ხელისუფლებამ მათი კვლავ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. შემოდგომაზე კლუბები ისევ გაიხსნა, მაგრამ 13 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, ჰოლანდიის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი ჩაკეტვის გამო, ღამის კლუბები იხურება საღამოს 9:00 საათზე. როგორც ცნობილი იყო, 4 დეკემბრის შემდეგ აღნიშნული შეზღუდვა უნდა მოხსნილიყო, თუმცა, 28 ნოემბერს ძალაში ახალი შეზღუდვები შევიდა, რომლებიც 19 დეკემბრამდე გაგრძელდება. როგორც ჰოლანდიის ხელისუფლებაში აცხადებენ, ვითარებას მთავრობა 14 დეკემბერს გადააფასებს. 

საფრანგეთმა ზაფხულის შემდეგ კლუბებს საშუალება მისცა, ვაქცინირებული ადამიანებისთვის ხელახლა გახსნილიყვნენ. წინასაახალწლოდ გარკვეული შეზღუდვები წესდება საფრანგეთშიც, თუმცა, ის ჯერჯერობით მხოლოდ 65 წელზე მეტი ასაკის პირებსა და რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს შეეხებათ, რომლებსაც არ გაუკეთებიათ მესამე აცრა. 


წყარო: businessfeed.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up