რა მედიკამენტებით და პროტოკოლით უნდა დავიცვათ თავი, ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში?

რა მედიკამენტებით და პროტოკოლით უნდა დავიცვათ თავი, ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში?

access_time2022-09-13 19:00:38

ფრონტზე უკრაინის წარმატების პარალელურად, ევროპა აქტიურად ემზადება, რუსეთის მხრიდან ბირთვული საფრთხისთვის. მით უფრო, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რუსი აგრესორების სამიზნეა.


მიუხედავად იმისა, წავა თუ არა ყველაზე უარეს სცენარზე რუსეთი, ჩენ უნდა ვიყოთ მზად - ამის შესახებ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემა ,,360 გრადუსში“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ განაცხადა.


,,მადლობა უნდა ვთქვათ, რომ ჯერჯერობით გავრცელებული ინფორმაციით ყველა რეაქტორი გამორთულია. ატომური სააგენტოს ექსპერტები ადგილზე არიან. მათი ჩასვლის აუცილებლობა განაპირობა, მონიტორინგის სისტემის გამორთვამ, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ამ დიდ ელექტრო სადგურზე. დღეს, ექვსივე ელექტრო ბლოკი გამორთულია, მაგრამ საფრთხე არ მოხსნილა, რადგან ექვსივე ბლოკს აქვს გამაგრილებელი სისტემა. რომლის გამორთვის შემთხვევაშიც, ჩვენ, შეიძლება არაპროგნოზირებადი რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ. ბომბის აფეთქებაც არ გვჭირდება ამ შემთხვევაში, ისე შეიძლება დაიწყოს პრობლემა. ამიტომაა მნიშვნელოვანი სააგენტოს წარმომადგენლების ადგილზე ყოფნა.


ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, დაზარალდება თავად რუსეთი, მთლიანად ევრაზიის კონტინენტი. სერიოზული პრობლემა შეექმნებათ ევროპის ქვეყნებს და ძალიან სერიოზულ პრობლემებს უნდა ველოდოთ ჩვენც. ჩერნობილი უფრო შორს იყო, მაგრამ მოხდა ჩვენზე ზეწოლა. რა დონეზე წავა ტალღა, ჩვენ ვერ ვიტყვით. ეს დამოკიდებულია იმაზე, საით წაიღებს ღრუბელს ქარი და როგორი იქნება მეტეოროლოგიური პირობები. აქ არ არსებობს სეზონზე დამოკიდებულება. ამიტომ არის, რომ საფრთხე, რომელსაც ხედავს ევროპა, უკრაინა, წარმოიდგინეთ თავად რუსეთშიც კი სპეციალისტები, განპირობებულია სიტუაციის უმართავობით, რომელსაც გამოიწვევს 1 ელექტრო სისტემის გამაგრილებელი სისტემის მწყობრიდან გამოსვლით. მით უფრო, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ტერიტორია დამინული და რაღაცისთვის მომზადებულია. ზუსტ ინფორმაციას ვერავინ ამბობს, სააგენტო კი უბრალოდ არ იტყვის ყველაფერს. იქ, არის გარკვეული შეზღუდვა პანიკის დათესვის საწინააღმდეგოდ, რადგან პანიკა უბრალოდ არ გვიშველის. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ გარკვეული საფრთხეები ნამდვილად არსებობს“ - განაცხადა ჩხობაძემ.



მისივე თქმით, ატომური საფრთხის შემთხვევაში ქვეყანამ უნდა იმოქმედოს იმ პროტოკოლით, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის ფონზე არსებობდა.


,,დაცვის საშუალებებიდან, პირველია იონიზირებული იოდი. პირველი დარტყმა, როგორც წესი, ეს არის. ჩერნობილის კატასტროფის დროსაც იყო ინფორმაცია, რომ არა მხოლოდ აბის სახით, წყალში გახსნილი იოდიც კი შველის. ასეთი რაღაცები ნელ-ნელა უნდა ვასწავლოთ და ვუთხრათ ადამიანებს. უკრაინაში აფეთქების შემდეგ, კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ ბავშვებს, აუკრძალეს ყვავილების დაყნოსვა, რადგან ის მტვერი პირდაპირ შედიოდა სასუნთქ გზებში და აზიანებდა. ჩვენ, ალბათ იგივე პროტოკოლები დაგვჭირდება აფეთქების შემთხვევაში, რომელიც იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ არ მოხდება და რუსეთშიც მცირედი რაციონალური და პრაგმატული ხედვა გაიმარჯვებს. მიუხედავად ამისა, უნდა ვემზადოთ ყველაზე უარესისთვის. რუსეთს აქვს ატომური იარაღი და კონტინენტურ რაკეტები, რომელიც იმედია მართლა დაჟანგული არ არის და თავისივე შახტებში არ აფეთქდება. ესეც კი საფრთხეა. ფაქტია, რუსეთს აქვს ატომური იარაღი და არავინ იცის, რამდენად გაბედავს მის გამოყენებას. “ - განაცხადა ჩხობაძემ ,360 გრადუსში“.


შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.


წყარო: bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up