რატომ არ უთითებენ ონლაინ მოვაჭრეები პროდუქციაზე ფასს?

რატომ არ უთითებენ ონლაინ მოვაჭრეები პროდუქციაზე ფასს?

access_time2023-02-17 19:00:52

პროდუქციის განთავსებისას ონლაინ მოვაჭრე ვალდებულია მიუთითოს ფასი. ეს უკვე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით რეგულირდება. მიუხედავად ამისა, დღესაც სოციალურ ქსელში მრავლად შეხვდებით განცხადებებს, სადაც ესა თუ ის პროდუქცია გასაყიდადაა გამოტანილი, თუმცა ფასი მითითებული არ არის. მომხმარებელს აინტერესებს და გასაყიდი პროდუქციის ქვეშ ხშირად შეხვდებით კომენტარებს: „რა ღირს?, „ფასი?“ და პასუხია: „პირადში მოგწერთ“ - რაც რეალურად დღეს დარღვევაა.



კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში „კომერსანტს“ უთხრეს, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვაზე სააგენტოში საკმაოდ ბევრი განაცხადი შედის, თუმცა კონკრეტულად ონლაინ ვაჭრობისას ფასის არ მითითებაზე სააგენტოში განაცხადი ჯერჯერობით არავის შეუტანია.



„ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე კი ფიქრობს, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ქონდეს და იცოდეს თუ მსგავს სიტუაციებში ვის მიმართოს და ასე შემდეგ. მაღრაძის განმარტებით კი ფასის არ მითითებით „ინგეიჯმენტის“ გაზრდას ცდილობენ.




„კომენტარი და ლაიქშეარი ხომ „ინგეიჯმენტის“ ერთ-ერთი ფორმაა და ყველა რომ უწერს რა ღირს? რა ღირს? ეს მას უზრდის „ინგეიჯმენტის“. თუმცა ინგეიჯმენტი შესაძლოა გაზარდო და ცალკეული რიცხვები, მაგრამ ბრენდის, კომპანიის მიმართ, ან სავაჭრო ობიექტის მიმართ დამოკიდებულება აგრესიული ხდება. ეს ალბათ სოციალური მედიის მენეჯერების თემა უფროა, ვისი შრომაც „ინგეიჯმენტით“ და რიცხვებით ფასდება. იმათ არ აღელვებთ ბრენდის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება. თუმცა ბოლო პერიოდში ამ მარკეტერების დამოკიდებულება შეიცვალა, რადგანაც შესაბამისი კანონი შემოვიდა.



ჩემი აზრით, კონკურენციის სააგენტომ უნდა გააკეთოს ფართო კამპანია, რომ საზოგადოებამ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს და იცოდნენ, რომ ასეთ დროს სად მიწერონ ან დარეკონ“, - აცხადებს კახა მაღრაძე.


“მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია  - გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად (მათ შორის სოციალურ ქსელში) ვაჭრობის შემთხვევაში. მოვაჭრედ ითვლება -  ნებისმიერი პირი, რომელიც მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას ახორციელებს.


ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ:
- საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია; 
- საქონელი იყიდება აუქციონზე;
- გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი.


▪️იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და მომხმარებლის თვალწინ იწონება და იზომება, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია.


▪️რაც შეეხება სარეკლამო პოლიტიკას - რეკლამაში, რომელშიც  გასაყიდი ფასია მითითებული, თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს ასევე ერთეულის ფასი.


▪️იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა) ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − უნდა მიეთითოს მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up