რა მიიღო ბიზნესმა მეწარმეთა ახალი კანონით

რა მიიღო ბიზნესმა მეწარმეთა ახალი კანონით

access_time2022-01-21 14:40:00

სამეწარმეო ურთიერთობების სრულიად ახალი მარეგულირებელი ჩარჩო უკვე ძალაშია.



კანონით, ბიზნესის დაფუძნებისას მეწილეთა და დირექტორთა ვალდებულებები განახლებული წესებით დარეგულირდება. ახალი კანონმდებლობა ადგენს თუ რა შემთხვევაში შეუძლია შპს-ს ან სააქციო საზოგადოებას დივიდენდების გაცემა და როგორ უნდა მოხდეს კომპანიიდან პარტნიორის გასვლა.



რა მივიღეთ მეწარმეთა ახალი კანონით და არის თუ არა ის მყარი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც კერძო სექტორს ოპერირებას გაუმარტივებს. ამ თემაზე, იურიდიული ფირმა GLCC-ის მმართველი პარტნიორმა ირაკლი გაფრინდაშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” ისაუბრა.



მისი თქმით, ბევრ საკითხს, რომელიც არ იყო დარეგულირებული და არაერთგვარივანი სასამართლო პრაქტიკის საგანი გახდა, ახალი კანონი მეტ-ნაკლებად დაარეგულირებს, თუმცა მომავალი გვიჩვენებს, თუ როგორ მოერგება კანონი ბიზნესს და ბიზნეს დავებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კანონი მისასალმებელია, თუმცა პირველადი ეფექტი ცოტა რთული გადასალახი იქნება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რადგან უამრავი სიახლეა, რომელთან შეჩვევასაც დრო სჭირდება.




„რამდენიმე ძირითად საკითხს მოიცავს დოკუმენტი, მათ შორისაა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რისთვისაც 2 წლიანი ვადაა განსაზღვრული და ამ ვადაში თუ არ მოხდა კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, კომპანიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად 3 თვინი ვადა ეძლევა, ხოლო თუ მაინც არ გამოსწორდა პრობლემა, იწყება ლიკვიდაციის პროცესი. პრობლემა შეიქმნება სავარაუდოდ იმ კომპანიებში, სადაც პარტნიორებს არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვთ. კანონმა სავალდებულო წესით განსაზღვრა 3/4 კვალიფიციური კვორუმი. შესაბამისად, თუ კონკრეტული პირი კომპანიაში 51%-ს ფლობს, კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთვის მას მაინც დასჭირდება მინორიტარი პარტნიორის თანხმობა. აქ შეიძლება წავაწყდეთ დავების წარმოშობის ფაქტებს. ასევე, ახალი კანონით შპს-ს შესაძლებლობა ექნება ნებადართული კაპიტალის ფარგლებში გამოუშვას ახალი წილები. ეს რა თქმა უნდა, არის ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიებმა შეიძლება გამოიყენონ კაპიტალის მოსაზიდად, რაც გარკვეული ბიზნეს ტრანზაქციების საერთაშორისო სტანდარტში მოქცევას განაპირობებს. ჩემი აზრით, ეს ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას,“ - აღნიშნავს ირაკლი გაფრინდაშვილი.



მისივე თქმით, შპს-ს მიერ დივიდენდების გაცემის შეზღუდვის დაწესება არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ თითქოს განსაკუთრებული შეზღუდვა დააწესა კანონმა. აქ საუბარია ისეთ დივიდენდებზე, რომელიც შეუძლებელს გახდის კომპანიის მიერ მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრებას.



„რაც შეეხება, სააქციო საზოგადოებას, ამ კუთხითაც არის ცვლილებები, მაგალითად ის რომ სააქციო საზოგადოების შექმნის პროცესში კაპიტალი უნდა იყოს 100 000 ლარი. ამისთვისაც განსაზღვრულია 2 წელი და თუ ამ დროში ვერ მოახერხებს სააქციო საზოგადოება კანონის შესრულებას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია კომპანიის გარდაქმნაზე შეთანხმება და მაგალითად, კომპანია გადააქციონ შპს-დ. კანონი განსაზღვრავს როდის შეიძლება მოხდეს აქციონერისთვის აქციების ჩამორთმევა ან მეწილის გარიცხვა. ეს სწორედ იმ სასამართლო დავების გამოძახილია, რომელიც ვერ დარეგულირდა. კანონი ვერ განსაზღვრავდა ყველა იმ ჩამონათვალს და რეგულაციას, რომელიც შეიძლება მომავალში დადგინდეს, თუმცა თუ პარტნიორის ქმედებები აზიანებს საზოგადოების ინტერესებს და გაფრთხილების მიუხედავად არ შეწყდა მსგავსი ქმედებები, ამ შემთხვევაში ისევ სასამართლოს ძალით ხდება პარტნიორის გარიცხვა, რომელიც თავისი წილის შესაბამისად მიიღებს კომპენსაციას,“ - ამბობს GLCC- ის მმართველი პარტნიორი.



შესაძლებელია თუ არა მსგავსი პრობლემების მედიაციის გზით მოგვარება და სასამართლოს არიდება, გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ მედიაცია ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ორივე მხარის თანხმობით და რა თქმა უნდა, კორპორაციული დავები გამონაკლისი არ არის.



business-partner.ge




თეგები:
ბიზნესი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up