რა მნიშვნელობა აქვს თაივანს მსოფლიო ეკონომიკისთვის?

რა მნიშვნელობა აქვს თაივანს მსოფლიო ეკონომიკისთვის?

access_time2022-06-19 20:30:38

1949 წელს ჩინეთის რესპუბლიკის ძალებსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის გამართულ სამოქალაქო ომში ჩინეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ, კუნძულ თაივანზე გადასულიყვნენ. ამ დროიდან თაივანი თვითმმართველი, დემოკრატიული კუნძულია, რომელსაც ჩინეთის მთავრობა ქვეყნის პროვინციად განიხილავს. ცივი ომის განმავლობაში თაივანის დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისა და თავისუფალი საბაზრო მოდელის დაცვა ჩინეთის სამხედრო ინტერვენციისგან ამერიკისთვის სტრატეგიულ ამოცანად იქცა. თაივანის საკითხი ჩინეთისა და ამერიკის გეოპოლიტიკურ კონკურენციაში კრიტიკულ მნიშვნელობას დღემდე ინარჩუნებს

თაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ოფიციალურ დონეზე არც ჩინეთი და არც ამერიკა არ აღიარებს. ჩინეთისთვის თაივანი „დროებით დაკარგული პროვინციაა“, ხოლო აშშ-ისთვის – აღმოსავლეთ აზიის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. ჩინეთის თანამედროვე იდეოლოგია – ეკონომიკური ზრდა დემოკრატიის გარეშე, თაივანზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში მხოლოდ გაძლიერდება. ეს ავტომატურად ნიშნავს დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის ერთიანობის ამერიკულ ხედვაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შესუსტებას. ამიტომ სი ძინპინის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერამ თაივანში ჩინეთის შესაძლო აგრესიაზე ვარაუდები გაააქტიურა. შედეგად, 2022 წლის მაისში ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ თაივანს ჩინეთის სამხედრო აგრესიისგან პირდაპირ დაიცავს. 

თაივანის გლობალური მნიშვნელობა იდეოლოგიური დაპირისპირებებით არ ამოიწურება. თაივანი ერთ-ერთია ე.წ. „აზიური ვეფხვებიდან“ (სინგაპური, ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა, თაივანი), რომლებიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გატარებული პოლიტიკის შედეგად რეკორდულ დროში გამდიდრდნენ. 1950 წლის მიწის რეფორმამ თაივანში მიწის ფლობის ფეოდალურ სისტემას ბოლო მოუღო, რამაც აგრარული სექტორის პროდუქტიულობა სწრაფად გაზარდა. თაივანმა უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ბაზრის მკვეთრი ლიბერალიზაცია დაიწყო, რამაც უცხოური, განსაკუთრებით კი იაპონური კომპანიების ბაზარზე შემოსვლა დააჩქარა. ამერიკისგან მიღებული $4-მილიარდიანი ფინანსური დახმარებით დაწყებული ინდუსტრიალიზაციისა და მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციების შედეგად 1960-70-იან წლებში თაივანის ეკონომიკური ბუმი დაიწყო. 1950-იდან 1980 წლამდე თაივანის ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 8.7%-ით იზრდებოდა.

2021 წელს თაივანი საერთაშორისო ეკონომიკაში მშპ-ის სიდიდით მე-19 ($1.6 ტრილიონი), ხოლო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ოდენობით 25-ე ადგილს ($59 000) იკავებდა. თაივანი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა, რაც მას ბიზნესის კეთების სიმარტივით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად აქცევს. ქვეყანა მოწინავეა კანონის უზენაესობისა და სასამართლოს ეფექტიანობის კუთხითაც.

ძვირად ღირებული ტექნოლოგიების ექსპორტირებასა და კაპიტალდაბანდებაზე ორიენტირებული თაივანი 1980-იანი წლებიდან კომპიუტერების, ნახევარგამტარებისა და კომპიუტერის დეტალების მთავარი მწარმოებელია. 2021 წელს თაივანზე ნახევარგამტარების მსოფლიო წარმოების 60%-ზე მეტი მოდიოდა. მსოფლიოს წამყვანი მაღალტექნოლოგიური კომპანიები თავიანთ პროდუქტებში სწორედ თაივანში შექმნილ ჩიპებს იყენებენ. ამასთანავე, თაივანი კომპიუტერული ტექნიკის ბრენდების – Asus-ის, Acer-ისა HTC-ის სამშობლოცაა. 


ჩინეთსა და აშშ-სთან თაივანს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს. თაივანი ჩინეთისთვის სიდიდით მე-5 სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია. 1991-2021 წლებში ჩინეთში თაივანურმა ინვესტიციებმა $193 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო  თაივანთან ვაჭრობით ჩინეთის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა $166 მილიარდი შეადგინა. ამერიკის შემთხვევაში ეკონომიკური კავშირები „მოკრძალებულია“, თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია. ამერიკისთვის თაივანი სიდიდით მე-10 სავაჭრო პარტნიორია, საიდანაც აშშ $85 მილიარდს იღებს. შედარებისთვის, ამერიკის ვაჭრობის მოცულობა ჩინეთთან $635 მილიარდს, კანადასთან და მექსიკასთან კი $500 მილიარდს შეადგენს. თაივანთან დაკავშირებით ამერიკის ინტერესები უფრო გეოპოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური. ჩინეთისთვის კი, თაივანზე კონტროლის დამყარება უზარმაზარი ეკონომიკური რესურსისა და განვითარებული ინდუსტრიის ხელში ჩაგდებასაც ნიშნავს. 

თაივანის მიმართ ჩინეთის პოლიტიკის კურსი რადიკალურად არასდროს შეცვლილა –  ჩინეთი თაივანს ყოველთვის თავის ნაწილად განიხილავდა და მისი დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას ეწინააღმდეგებოდა. ამასთანავე, ბოლო ათწლეულებში ჩინეთსა და თაივანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ღრმავდებოდა. დაძაბულობების ზრდა უკრაინის ომში ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერამ განაპირობა და თაივანში ჩინეთის საფრთხედ აღქმა გაამძაფრა. თაივანის საჰაერო სივრცესთან ახლოს ჩინური სამხედრო თვითმფრინავების გამოჩენა სამხედრო აგრესიის მომასწავებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

თეთრი სახლი კი თაივანის მიმართ ამბივალენტური პოლიტიკით გამოირჩევა – ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ ცივი ომისას თქვა უარი თაივანის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, რათა ბეიჯინგის პროვოცირება არ მოეხდინა. აშშ-ისთვის თაივანი გეოპოლიტიკური დილემაა: პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის, იარაღის მიწოდების კვალდაკვალ, აშშ-ის პრეზიდენტები თაივანის ლიდერებს მიანიშნებდნენ, რომ ჩინეთთან სამხედრო კონფრონტაციაში ამერიკის უშუალო სამხედრო დახმარება ძალიან შეზღუდული იქნებოდა.

ბაიდენის 2022 წლის მაისის განცხადება ამ მხრივ პოლიტიკის შესაძლო ცვლილებაზე მიანიშნებს. 1-ელ ივნისს ამერიკამ თაივანთან ახალი ეკონომიკური შეთანხმება გააფორმა, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს. მალევე ჩინეთმა მოლაპარაკებების შეწყვეტა მოითხოვა. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომი თაივანის საკითხზე ჩინეთსა და ამერიკას შორის დაძაბულობების გაღრმავებისა და შემდგომი ესკალაციის განმაპირობებელიც შეიძლება გახდეს.

წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up