რა მოაგვარებს ავტოსადგურების პრობლემას

რა მოაგვარებს ავტოსადგურების პრობლემას

access_time2021-12-19 11:00:51

ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები. მთავრობამ კი საკითხი მხოლოდ ახლა გააქტიურა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში არსებული საქალაქთაშორისო ავტოსადგურები ახლებურად მოეწყობა. დედაქალაქის მთავრობა უახლოეს მომავალში ტენდერს გამოაცხადებს.  პროცესში ავტოსადგურების ტერიტორიის მესაკუთრეებიც ჩაერთვებიან.

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სპეციალისტების შეფასებით, ახალი რეგულაციით რეალურად იცვლება ტექნიკური რეგლამენტი საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადატანის საკითხში და მათივე პროგნოზით, რეგულაციის შედეგი იქნება დიდწილად სექტორის მოწესრიგება. ექსპერტების მტკიცებით,  არსებული ფორმით ავტოსადგირების ფუნქციონირება, ერთი მხრივ, უსაფრთხოებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, მეორე მხრივ, აზარალებს ეკონომიკას და ბიუჯეტს.

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები "კომერსანტს"  უხსნიან, რომ თვითნებურად გახსნილი უკანონო ავტოსადგურები მრავალმხრივ პრობლემას ქმნის: 1. აზარალებს, მომხმარებელს ართმევს კანონიერ ბიზნეს, კანონიერ ავტოსადგურს, რომელიც თითო მგზავრზე ბიუჯეტში იხდის ფულს 2. ბიუჯეტი კარგავს შემოსავლებს. 3. კითხვის ნიშნის ქვეშაა მგზავრების უსაფრთხოება, რადგან არ კონტროლდება ამ ავტოსადგურების მუშაობის ხარისხი და კანონთან შესაბამისობა, მათი ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა და მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა უშუალოდ რეისის განხორციელების წინ. ცალკე პრობლემაა ეკოლოგიური მდგომარეობა და ვიზუალური დისკომფორტი, ქაოსი, რაც, როგორც წესი, ასეთი სადგირების არსებობის ადგილებშია. 


"სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში " ფიქრობენ, რომ ავტოსადგურების ცივილური ფუნქიონირებისათვის, პირველ რიგში, მოსაგვარებელია ავტოსადგურების სერთიფიცირების საკითხი. ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი, "კომერსანტს " უხსნის, რომ ავტოსადგურების სერთიფიცირების საკითხის გადაწყვეტით, ავტომატიურად მოიხსნება, პარტიზანული ტიპის ავტოსადგომების მოწყობა გორი, გორი, ორი კაცი - გავდივართ, რაც ცივილური ტურიზმის განვითარებას დაეხმარება. ასეთ ვითარებაში, კი მარტივად იქნება შესაძლებელი, მეტროსადგურების გამოსასვლელებთან განლაგებული ავტოსადგომების სრულფასოვანი ფუნქიონირება.



"პრობლემის არსი მდგომარეობს შემდეგში: საავტომობილო ბაზარზე სრული ლიბერალიზაციის პირობებში, მოხდა სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე, ნებისხმიერი გარეშე გადამზიდავებისათვის, პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვრებლად, ჯერ კიდევ 2018 წელს საკანონმდებლო ინიციატივის სახით საქართველოს პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონმპროექტი დაფიქსირდა. 2019 წელს  გათვალისწინებული იყო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანა, რაც ვერ განხორციელდა. 2020 წელს  ავტოსადგურები სერთიფიცირების მოლოდინში იყვნენ, თუმცა  სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო საკანონმდებლო დონეზე ესოდენ მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება. დაპირება დაპირებად დარჩა,"
- განუცხადა "კომერსანტს" ცაგარეიშვილმა. 

ცნობისთვის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ჯამში 24 საქალაქთაშორისო ავტოსადგურია, აქედან პირველი კლასის ავტოსადგური მხოლოდ სამია - შპს „ოკრიბა“, სს „თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი“ და შპს „ლილო ჩარტერი“. მეორე კლასისაა 6 ავტოსადგური, ხოლო მესამე კლასის - 15.


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up