ბოლო წლებში ბიუჯეტში თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო შესული ჯარიმების რაოდენობა მზარდია. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2022 წელს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 49,448.70 ლარი შევიდა, რაც 29%-ით მეტია 2021 წელს ბიუჯეტში შესული ჯარიმების მოცულობასთან მიმართებაში. აღნიშნული ჯარიმები მთლიანად ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტებში მიემართება.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო ბიუჯეტში შესული თანხების სტატისტიკა:
2022 წელი - 49,448.70 ლარი,
2021 წელი - 38,273.28 ლარი,
2020 წელი - 20,316.88 ლარი,
2019 წელი - 27,124.36 ლარი.