საქართველო საგარეო ვალის შემცირებას ახერხებს. ოქტომბერში ქვეყანამ $15.404 მლნ-ის ძირითადი თანხა დაფარა, პროცენტის სახით კი $11.993 მლნ გადაიხადა. სულ 2022 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანას $7.681 მლრდ-ის ვალდებულებები აქვს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი $315,693 მლნ-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება თვიურ ჭრილში მაჩვენებელი 106 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. 2022 წლის სექტემბერში საგარეო ვალის მოცულობა 7,575 მლნ დოლარს აღემატებოდა.