რა მოცულობის თხილის მოსავალს ელოდებიან ფერმერები?

რა მოცულობის თხილის მოსავალს ელოდებიან ფერმერები?

access_time2022-07-27 13:00:59

წელს, 2021 წლის სეზონის მსგავსად, ფერმები 55 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან, თუმცა როგორი იქნება მისი ხარისხი ეს უცნობია.


საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ უხვი ნალექის გამო ვერ მოხერხდა თხილზე აგრო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარება და შესაბამისად პროდუქციის ხარისხის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.


როცა მოსავალზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია,როგორც თხილის რაოდენობა ასევე ხარისხი. დღეის გათვლებით მოსავალი იმდენივე იქნება, რაც შარშან საუბარია, 55 ათას ტონაზე.


შარშანდელი მოსავლის უმეტესობა გაყიდულია, თუმცა დარჩენილია 3-4 ათასი ტონა იქიდან გამომდინარე საწყისი ფასი რაც იყო, შემდეგ ამ ფასს 2 ლარი დააკლდა და ფერმერებმაც პროდუქცია აღარ გაყიდეს და მომავალი სეზონისთვის გადაინახეს.


პროგნოზი კი გაქვს, რომ თხილი რაოდენობრივად იგივე იქნება რაც შარშან, მაგრამ აი ხარისხი როგორი იქნება ეს ჯერ არ ვიცით. ჯერჯერობით წამლობა მიმდინარეობს. გეტყვით, რომ დასავლეთ საქართველოში მოსავლის აღება დაიგვიანებს, იქიდან გამომდინარე რომ უხვი ნალექი იყო. პროდუქციის აღება სავარაუდოდ 15 აგვისტოდან დაიწყება.



ფერმერებს მოვუწოდებთ, რომ მოსავლის აღებამდე ჯერ კიდევ არის დრო და ამიტომ 2-ჯერ მაინც ჩაატარონ წამლობა მინიმუმ ფაროსანაზე, რათა მოსავალი არ გაუფუჭდეთ. უხვმა ნალექმა ნეგატიური ასახვა პოვა მოსავალზე და ის რამდენიმე წამლობა, რომელიც იმ პერიოდში იყო ჩასატარებელი ფერმერებმა სწორედ წვიმის გამო ვერ ჩაატარეს. თუ წამლობას განვახორციელებთ გვექნება უმაღლესი ხარისხის თხილი. მაღალი ხარისხის თხილის ფასი იქნება ყოველთვის მაღალი, - აცხადებს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა.


ქართული თხილის გასაღების მთავარი ბაზარი გერმანია, იტალია და ესპანეთია.


„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოდან 24,926.79 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულებამაც 118 მლნ 351 ათასი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებს, საქართველოდან 8,372.37 ტონა 40 მლნ 816 ათასი დოლარის თხილისა და სხვა კაკლების ექსპორტი მოხდა.


გასულ წელს, კარგი თხილის ფასი ადგილზე 8-დან 9 ლარამდე, იყო, ხოლო საშუალო ხარისხის თხილის ღირებულება 6-დან 7 ლარამდე.


რაც შეეხება მიმდინარე სეზონის ფასს, ეს ჯერჯერობით უცნობია და ის დიდწილად იქნება დამოკიდებული თურქეთის მიერ ნაკარნახევ ფასზე, რადგანაც თურქეთის თხილის 70%-ის მწარმოებელი ქვეყანაა და სწორედ მასზეა დამოკიდებული ფასებიც. გიორგი თოდუა ამბობს, რომ თურქეთს წელსაც მაღალი მოსავალი აქვთ, თუმცა ჯერჯერობით წინასწარი პროგნოზები არ გამოქვეყნებულა.


„თურქეთს მალე გამოაქვეყნებს საკუთარ პროგნოზებს. როგორც იცით მსოფლიო მოხმარების თხილის 70%-ს თურქეთი აწარმოებს და შესაბამისადაც მათი დახმარებით დგება ფასებიც“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.


საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში სახეზეა თხილის პლანტაციების ზრდა. საუბარია 500 ჰა თხილის გაშენებაზე, რაც საშუალო და მსხვილ ფერმერებს დაახლოებით 5 მლნ ლარი დაუჯდათ.



თეგები:
თხილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up