COVID-19-ის პანდემიის პირობებში საავიაციო ინდუსტრია დაზარალდა და არსებული შეზღუდვების შედეგად ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
2020 წლის მარტიდან “საქაერონავიგაციაში” ფრენების 89%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. “ევროკონტროლის” წევრ ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.
ავიაკომპანიებისთვის საჰაერნაოსნო მომსახურების გადასახდელების გადავადების გამო, შპს „საქაერონავიგაციის“ ფაქტობრივად ვეღარ იღებს შემოსავალს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, კომპანია ბანკისგან 10 მილიონი ევროს მოცულობის სესხს მიიღებს. EBRD-მა სესხი ოფიციალურად დაამტკიცა (23/07/2020) და მისი მიზანი სახელმწიფო კომპანიისთვის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გავლენის შემცირება, დროებითი შოკის გადალახვა და ლიკვიდურობის შენარჩუნებაა.
პანდემიის გამო რეგულარული სამგზავრო შეწყვეტამ შემდეგ კი მკვეთრმა შემცირებამ, “საქაერონავიგაციის” მსგავსად, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც” დააზარალა.
კომპანიის ამონაგების უდიდესი ნაწილი დამოკიდებულია რეგულარულ სამგზავრო ფრენებზე, შესაბამისად კომპანიას მოუწია 2020 წლის ბიზნეს გეგმის დაკორექტირება. საწყისი ბიზნეს-გეგმის მიხედვით შემოსავალი 81,170,274 ლარი იყო, ხოლო დაკორექტირებულ ბიზნეს-გეგმაში ეს რიცხვი 34,297,655 ლარს შეადგენს, რაც 42%-იან შემცირებას წარმოადგენს.