რა მოელის კოვიდ-ტესტირების პუნქტებს პანდემიის შემდეგ

რა მოელის კოვიდ-ტესტირების პუნქტებს პანდემიის შემდეგ

access_time2021-11-14 15:00:12

გასული წლის დასაწყისში, პანდემიის დაწყებისას, პატარა გენეტიკურმა სტარტაპმა, სახელწოდებით Color Genomics-ი, Covid-19-ის ტესტირების ლაბორატორია შექმნა. პატარა ბიზნესის სრული ტრანსფორმაციისთვის ეს პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა.

კომპანია, რომელიც ახლა ცნობილი როგორც Health, სამშაბათს განაცხადებს ახალი ინვესტიციის შესახებ. ის სტარტაპის ღირებულებას $4,6 მილიარდამდე გაზრდის. ეს თანხა სამჯერ აღემატება სულ რაღაც 11 თვის წინანდელ ღირებულებას.

ახლა Color-მა უნდა დაამტკიცოს, რომ პანდემიის გარშემო აგებული ბიზნესი მისი დასრულების შემდეგაც აქტუალური იქნება.

Color-ის პოსტ-პანდემიური გეგმა დაფუძნებულია კიდევ ერთი ძირეული გარდაქმნის მოლოდინზე. სტარტაპს ამჟამად 500 ვაქცინაციის პუნქტი აქვს აშშ-ის მასშტაბით და ასევე 6500-ზე მეტი Covid ტესტირების პუნქტი ოფისებში, სკოლებსა და სხვა ადგილებში. კომპანია აპირებს, ამ პუნქტების დანიშნულების შეცვლას და სხვა ფუნქციების, მაგალითად, გრიპის საწინააღმდეგო აცრების ან არტერიული წნევის მონიტორინგის დამატებას.

მთავარი იდეა ისაა, რომ შეიქმნას მოსახერხებლად განლაგებული პუნქტები ჯანდაცვის ძირითადი სერვისებისთვის, რაც საშუალებას მისცემს მუშაკებსა და მშობლებს შეამცირონ ვიზიტების რაოდენობა კლინიკებში.

”ჯანდაცვის ყველაზე დიდი გამოწვევა მეცნიერება კი არაა, არამედ ხელმისაწვდომობა და მასთან დაკავშირებული პრობლემებია. ჩვენ ახლა ვხედავთ ტექნოლოგიებს, როგორც ხელმისაწვდომობის გასაფართოებელ საშუალებას”,- თქვა Color-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოთმან ლარაკიმ. 


ლარაკიმ და ელად გილმა, სერიული ტექნოლოგიების მეწარმეებმა, Color-ი 2015 წელს დააარსეს. თავდაპირველად მათი გენეტიკური ტესტირების სტარტაპს ძირითადად სხვა, უფრო ადრე შექმნილი სილიკონის ველის კომპანია 23andMe Holding Co ჩრდილავდა. თუმცა მეწარმეებმა ადრევე გააანალიზეს Covid-19-ის საფრთხე და ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა, რომელიც პანდემიის დროს მიეცათ.

მიუხედავად იმისა, რომ Color-ი ჯერ კიდევ ატარებს გენეტიკურ ტესტირებას, Covid-თან დაკავშირებულ პროექტებს უფრო მეტი შემოსავალი მოაქვს. გასულ წელს კომპანიამ დიდი მოგება მიიღო და წელსაც მსგავს შედეგს უწინასწარმეტყველებენ.

ინვესტორებმა იანვარში Color's Covid pivot $1,5 მილიარდად შეაფასეს. ანალიტიკოსები ახალ გარიგებაზე კიდევ უფრო მეტ იმედს ამყარებენ. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ჯანდაცვის ბიზნესსა და ზოგადად, სტარტაპებს აყვავების პერიოდი აქვთ.

PitchBook-ის მონაცემებით, ჯანდაცვის ამერიკულ ციფრულ სტარტაპებს  შემოსავალი $12,58 მილიარდამდე გაეზარდათ, მაშინ, როცა გასულ წელს ეს თანხა $6,52 მილიარდი, ხოლო 2019 წელს - $4,04 მილიარდი იყო. 


წყარო: Bloomberg, ბიზნეს ფორმულა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up