რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს ანაკლიის პორტის ინვესტორობის მსურველ კომპანიას

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს ანაკლიის პორტის ინვესტორობის მსურველ კომპანიას

access_time2023-02-22 00:00:13

მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ინვესტორის გარეშე დაიწყებს. ამის პარალელურად ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.


მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში კერძო პარტნიორის შესარჩევად განზრახულობის განაცხადი უკვე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, პროექტისთვის 49%-იანი წილის მფლობელი კომპანია ან კონსორციუმი შეირჩევა. განაცხადის მიხედვით, ანაკლიის პორტის პროექტი 9 ფაზად უნდა განვითარდეს. პირველი ფაზის ოპერირება უნდა დაიწყოს მშენებლობის დაწყების თარიღიდან 3 წლის ვადაში.


„ანაკლიის ნავსადგურის პირველმა ფაზამ უნდა მიაღწიოს გამტარუნარიანობას, რომელიც საჭიროა ყოველწლიურად სულ მცირე ექვსასი ათასი (600,000) TEU ტვირთის დასამუშავებლად, რაც გულისხმობს შვიდი მილიონ რვაასი ათას (7,800,000) ტონას, საშუალოდ 13 ტონა/TEU გათვლით. კანდიდატის სურვილის შემთხვევაში, პირველი ფაზა შეიძლება მოიცავდეს დამატებითი ტვირთის დამუშავების რესურსს. პირველი ფაზის მომზადების, მშენებლობისა და დასრულების კონკრეტული ვადები დაზუსტდება წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნაში (RfP), მაგრამ პირველი ფაზის ოპერირება უნდა დაიწყოს მშენებლობის დაწყების თარიღიდან სამი წლის ვადაში.



მე-2 -დან მე-9 ფაზების განვითარება დაიწყება, როდესაც: ნავსადგურის ყოველწლიური ტვირთბრუნვა მიაღწევს წინა ფაზის გამტარუნარიანობის 80%-ს და დამატებითი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება კონცესიონერის მიერ, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (IFI)/გამსესხებლები მოიწონებენ შემდგომი ფაზის განხორციელებას“,  ნათქვამია განაცხადში.


ტექნიკური მოთხოვნები შემდეგია:


  • კანდიდატს ან მისი კონსორციუმის წევრ(ებ)ს და/ან ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს განხორციელებული სულ მცირე ერთი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის/ტერმინალის, წლიური მინიმალური გამტარუნარიანობით 5 მილიონი ტონა, პროექტირება, მშენებლობა და მოვლა/პატრონობა.
  • კანდიდატს ან მის კონსორციუმის წევრ(ებ)ს უნდა ჰქონდეს განხორციელებული ინვესტიცია სულ მცირე ერთ ეკონომიკური ინფრასტრუქტურის პროექტში ღირებულებით სულ მცირე 500 მილიონი აშშ დოლარი.
  • კანდიდატს ან მის კონსორციუმის წევრ(ებ)ს და/ან ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს საკმარისი მენეჯერული და ორგანიზაციული შესაძლებლობები პროექტის განსახორციელებლად.
  • კანდიდატი ან მისი კონსორციუმის წევრ(ებ)ი და/ან ქვეკონტრაქტორი, მიმდინარე პერიოდში, უნდა ოპერირებდეს სულ მცირე ორ საკონტეინერო ტერმინალს წლიური მინიმალური გამტარუნარიანობით თითოეულ ტერმინალზე 500,000 TEU.
  • კანდიდატს ან მის კონსორციუმის წევრებს ერთობლივად (წილების პროპორციულად) უნდა ჰქონდეთ საკმარისი ფინანსური მდგომარეობა, რათა იმოქმედონ როგორც კერძო პარტნიორმა პროექტთან მიმართებაში.
  • ალტერნატივის სახით, კანდიდატმა ან კონსორციუმის წევრმა უნდა წარმოადგინოს დამხმარე წერილი/განზრახულობის წერილები დამფინანსებლებისგან, რათა წარმოაჩინოს პროექტის დაფინანსებისთვის 500 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა.


პროექტის განხორციელების ვადები შემდეგია:

• განზრახულობის შესახებ განაცხადის გამოქვეყნება 20-02-2023
• დაზუსტებების შესახებ მოთხოვნის წარდგენის საბოლოო ვადა 21-04-2023
• კვალიფიკაციის შესახებ განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა 19-05-2023
• კვალიფიციური კანდიდატების შეტყობინების საბოლოო ვადა 17-07-2023
• წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის საბოლოო ვადა 17-07-2023


„ბოლო წლების განმავლობაში სატვირთო მიმოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნავსადგურები გადატვირთულია. ასევე არსებული ნავსადგურების სიღრმე არ არის საკმარისი Panamax ან VLC გემების მისაღებად. საჭიროა ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, რომელიც ისარგებლებს სტრატეგიული მდებარეობით და ექნება პოტენციალი გაუმკლავდეს მზარდ გამტარუნარიანობას ევროპასა და აზიას შორის. ახალი ანაკლიის ნავსადგური დაიკავებს მნიშვნელოვან პოზიციას ტრანზიტული ჰაბის სახით. ანაკლიის ნავსადგურის მდებარეობა იქნება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო, სოფელ ანაკლიის მიმდებარედ. პროექტის სავარაუდო კაპიტალის ღირებულება 500 მილიონი აშშ დოლარია“, - ნათქვამია კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის განზრახულობის შესახებ განაცხადში.

თეგები:
ანაკლია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up