რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ სანერგე მეურნეობებს - დადგენილების დეტალები

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ სანერგე მეურნეობებს - დადგენილების დეტალები

access_time2021-10-01 23:00:00

სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილის გასამრავლებელ მასალასა და ნერგებს, 2024 წლის ივნისიდან საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამოქმედდება. მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.


სანერგე მეურნეობას უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი


სანერგე მეურნეობის წარმომადგენელი უფლებამოსილია:


საქართველოში შემოიტანის ან/და მოახდინოს ქვეყნის შიგნით გადაადგილება იმ ნერგებისა და გასამრავლებელი მასალის, რომლებსაც სჭირდებათ ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ან მცენარის პასპორტი;


მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მცენარის პასპორტის გაცემის მოთხოვნით;


განათავსოს ბაზარზე მის მიერ წარმოებული ხეხილის ნერგი, რომელიც სულ მცირე აკმაყოფილებს სტანდარტული მასალის Conformitas Agraria Communitatis (CAC) მოთხოვნებს.


კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრი


რეესტრში რეგისტრირებული სანერგე მეურნეობა იქნება უფლებამოსილი, მოახდინოს საკუთარი CAC სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის ბაზარზე განთავსება.


სანერგე მეურნეობას, რომელიც შევა კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრში, ცენტრი მიანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს, რომელიც უნდა შეიცავდეს:


საქართველოს სიმბოლოს – GE; სანერგე მეურნეობის საფოსტო კოდს (ინდექსი); სანერგე მეურნეობის საიდენტიფიკაციო კოდს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან; განაცხადის ნომერს.


ვალიფიციური სანერგე მეურნეობის წარმომადგენელი ვალდებული იქნება განახორციელოს ყველა ქმედება, რათა უზრუნველყოს გასამრავლებელი მასალის მიკვლევადობა როგორც სანერგე მეურნეობაში, ასევე სანერგე მეურნეობის ფარგლებს გარეთ, შემდეგი ქმედებების განხორციელებით:


აწარმოოს სანერგე მეურნეობის მცენარეთა გადაადგილების ჟურნალი; აწარმოოს სანერგე მეურნეობის საქმიანობის ჟურნალი.


კვალიფიციური სანერგე მეურნეობის წარმომადგენელი ვალდებული იქნება, შეინახოს ქმედების განხორციელებიდან 3 წლის განმავლობაში ყველა სახის ინფორმაცია და ჩანაწერი, რაც შეტანილია სანერგე მეურნეობის მცენარეთა გადაადგილების ჟურნალში და სანერგე მეურნეობის საქმიანობის ჟურნალში.


სულ მცირე წელიწადში ერთხელ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვალდებული იქნება, განახორციელოს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირება.


იმ შემთხვევაში, თუ ცენტრი დაადგენს, რომ კვალიფიციურ სანერგე მეურნეობა აღარ ახორციელებს განაცხადით გათვალისწინებულ საქმიანობას, ის ვალდებული იქნება გაუგზავნოს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის წარმომადგენელს შეტყობინება შეუსაბამობის შესახებ. თუ სანერგე მეურნეობა არ მოახდენს ხარვეზის გამოსწორებას შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრი მოახდენს სანერგე მეურნეობის ამოღებას კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრიდან.



მას შემდეგ რაც კვალიფიციური სანერგე მეურნეობა მოახდენს შეუსაბამობის გამოსწორებას, ცენტრი წერილობით დაუდასტურებს კვალიფიციურ სანერგე მეურნეობას შეუსაბამობის გამოსწორებას.


ბიოუსაფრთხოება და ჰიგიენა


„მავნე ორგანიზმები შესაძლებელია გახდეს ნერგის დაავადების გავრცელების მიზეზი, როგორც სანერგე მეურნეობის შენობა-ნაგებობებში, ინფრასტრუქტურაში, ხელსაწყოებზე და მინდორში. რისკი დამოკიდებულია მავნე ორგანიზმებზე და მცენარეზე, ასევე იმ ჰიგიენურ სტანდარტზე, რომელიც დაცულია სანერგე მეურნეობაში.


აქედან გამომდინარე, მავნე ორგანიზმების რისკი და გავლენა შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს იმ გარემოში, სადაც კარგი ბიოუსაფრთხოება და ხეხილის ბაღის ჰიგიენა დაცულია ყოველდღიურად და არა დაავადების გავრცელების შემდეგ“, - აღნიშნულია დადგენილებაში.


მინდორი და წარმოების ინფრასტრუქტურა


სანერგე მეურნეობამ უნდა დაადასტუროს, რომ გააჩნია მავნე ორგანიზმების შემოსვლის და გავრცელების აღსაკვეთად ყველა საჭირო მექანიზმი. აღნიშნული მოიცავს შესაბამის იზოლირებას მეზობელი ნარგავებისაგან, რომლებიც არიან მავნე ორგანიზმების მასპინძლები და საფრთხეს უქმნიან სანერგე მეურნეობაში გავრცელებულ სახეობებს.


სანერგე მეურნეობას უნდა გააჩნდეს შემარბილებელი ღონისძიებები (ბუფერული ზონები და ბარიერები) სანერგე მეურნეობაში არსებულ მარაგებსა და გაურკვეველი წარმოების ან მავნე ორგანიზმებზე დადებით ნერგებს შორის.


სანერგე მეურნეობა უნდა ახორციელებდეს მინდორში შესაბამის ღონისძიებებს, განსაკუთრებით სხვადასხვა ფიტოსანიტარიული და მავნე ორგანიზმების სტატუს მქონე ნერგების განსაცალკევებლად. ასევე არ უნდა შემცირდეს მათი კონტაქტი ნერგებთან, რომლებიც არიან კომერციულ ან საოჯახო ბაღში და სხვა ნერგებთან, რომლებიც შესაძლებელია დაავადებული იყოს სანერგე მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი მავნე ორგანიზმებით.


სანერგე მეურნეობა ვალდებული იქნება, დანერგოს სარეველას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მინდორში, სათბურში და მეზობელ ტერიტორიაზე.


სანერგე მეურნეობამ უნდა უზრუნველყოს მზარდი მინდვრის დაცვა უცნობი წარმომავლობის წყლის წყაროებისგან, როგორიცაა მდინარე ან ტბა, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ მათი მდებარეობა დაცულია წყალდიდობის რისკისგან, რადგან არსებობს წყალდიდობისას სანერგე მეურნეობაში მავნე ორგანიზმების გავრცელების რისკი.


სანერგე მეურნეობის თანამშრომლების ჰიგიენური სტანდარტები


სანერგე მეურნეობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა დასაქმებულმა იცოდეს, გააზრებული ჰქონდეს და იცავდეს ხეხილის ბაღის ჰიგიენურ მოთხოვნებს დაცულ ტერიტორიაზე შესვლამდე, რაც მოიცავს:


მხოლოდ საჭირო აღჭურვილობის გამოყენებას სანერგე მეურნეობაში;


ხელების დეზინფექციას და ფეხსაცმლის (განსაკუთრებით ძირების) გასუფთავებას შესვლისას და გამოსვლისას სანერგე მეურნეობაში ან/და წარმოების ადგილზე. ფეხსაცმლი სველი წესით ან შესაფერისი სადეზინფექციო ხსნარით უნდა გაიწმინდოს;


სანერგე მეურნეობიდან გამოსვლამდე თანამშრომლების ტანსაცმელი თავისუფალი უნდა იყოს მცენარის მასალა და მიწისგან.


ინფრასტრუქტურის ჰიგიენა


უნდა მოხდეს ყველა შენობა-ნაგებობისა და აღჭურვილობის პერიოდული გასუფთავება და დეზინფექცია, რათა ისინი არ გახდნენ ინფექციისა და მავნე ორგანიზმების გავრცელების წყარო.


ლაბორატორია/ოთახები, სადაც ხდება ხეხილის ნერგისა და სარგავი მასალის მყნობა, დაფესვიანება, ჭრა და შენახვა უნდა იყოს სუფთა და პერიოდულად მოხდეს მათი დეზინფიცირება.


სათბური თავისუფალი უნდა იყოს სარეველასგან შიგნით და გარეთ, სულ მცირე 2 მეტრის დაშორებით.


ტრანსპორტი


სანერგე მეურნეობის შიგნით მცენარის გადაადგილება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს მავნე ორგანიზმების დაბინძურება ან დასნებოვნება, დაუშვებელია ხეხილის ნერგების და ხეხილის გასამრავლებელი მასალის შერევა იქ, სადაც შესაძლებელია არსებობდეს მავნე ორგანიზმების რისკი.


სანერგე მეურნეობის შიგნით და გარეთ მცენარეთა გადააგილებისათვის გამოყენებული ტრანსპორტი უნდა უზრუნველყოფდეს ნერგისა და სარგავი მასალის დაცვას სითბური და წყლის ზემოქმედებისაგან, ასევე მათ დაცვას მავნე ორგანიზმების გავრცელებისა და დასნებოვნებისაგან.


მცენარის ნარჩენების მართვა


დასნებოვნების რისკების თავიდან არიდების მიზნით უნდა მოხდეს ნებისმიერი მასალის ან ობიექტის, რომელზეც არსებობს ეჭვი მავნე ორგანიზმებზე, სანერგე მეურნეობიდან გატანა ან განადგურება დაუყოვნებლივ.


მცენარის გადანაჭერი ნარჩენები, ფიტოსანიტარიული რისკის არსებობის შემთხვევაში, უნდა მოცილდეს მინდორს და დაუყოვნებლივ განადგურდეს.



business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up