რა მოუვა რუსეთს?

რა მოუვა რუსეთს?

access_time2022-04-04 00:00:04

უკრაინაზე თავდასხმის გამო დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს უკვე 3 600-ზე მეტი სანქცია დაუწესეს. რუსი ოლიგარქებისა და კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვების ჩამონათვალი კიდევ იზრდება. რუსეთისთვის იხურება კრიპტოვალუტისა და ოქროს ბაზრები. კატასტროფული სიჩქარით ეცემა რუბლი, რაც ინფლაციის ზრდასა და პროდუქტების დეფიციტს იწვევს. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები რუსეთს დეფოლტს უწინასწარმეტყველებენ.

რუსეთი დეფოლტის წინაშე

რუსეთს $150 მილიარდის საგარეო ვალი აქვს გადასახდელი, იმ დროს, როცა მისი $630 მილიარდის სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი დაბლოკილია. საგარეო ვალი მთავრობისა და რუსული კომპანიების, მათ შორის გაზპრომის, ლუკოილისა და სბერბანკის დავალიანებისგან შედგება. ამ თანხიდან $117 მილიონი, რაც ორი სხვადასხვა ობლიგაციის პროცენტია, რუსეთმა ორშაბათს, 21 მარტს დაფარა. მას მარტში კიდევ $615 მილიონი აქვს გადასახდელი, მათ შორის $25 მილიარდი  გაზპრომის ვალია, ხოლო 4 აპრილამდე $2 მილიარდის დავალიანება უნდა დაფაროს.

Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მიერ გამოშვებულ დოლარის ობლიგაციებს Capital Group და Fidelity ფლობენ. პროცენტის გადახდა უწევს ფოლადისა და სამთო მომპოვებელ კომპანია Severstal-ს, ასევე, Evraz-სა და Tinkoff Bank-ს.

რა ელოდება რუსეთს ვალის გადაუხდელობის გამო?

როგორც Financial Times წერს, დაწესებული სანქციების გამო რუსეთისთვის ვალის „ნორმალური” რესტრუქტურიზაცია ნაკლებად მოსალოდნელია. დასავლელ ინვესტორებს აკრძალული აქვთ ნებისმიერ ახალ მოლაპარაკებებში მონაწილეობა. ვალის გადაუხდელობა კი დეფოლტს ნიშნავს. 

ყველა სარეიტინგო სააგენტომ რუსეთს რეიტინგი მინიმალურ დონეზე შეუმცირა. Moody’s-ის ინფორმაციით, რუსეთი დეფოლტის მოლოდინშია და აფრთხილებს ინვესტორებს, რომ მათ შესაძლოა, რუსეთში დაბანდებული ფულის 35-65% დაკარგონ. რუსეთის დეფოლტს ვარაუდობს Fitch Ratings-იც.

აშშ-ის რამდენიმე წამყვანმა საფონდო ინდექსმა ჩამონათვალიდან რუსული აქციები ამოიღო. შეწყდა რუსული კომპანიების – Yandex-ისა და MTS-ის აქციებით ვაჭრობა. კომპანიები და ბანკები სანქცირებულ რუსულ ფირმებთან ურთიერთობას თავს არიდებენ.

რუბლის დაცემა

რუბლი დოლართან მიმართებაში უკვე 40%-ზე მეტად არის გაუფასურებული. Reuters წერს, რომ რუბლის სტაბილიზაციას რუსეთი ვერ შეძლებს. რუბლის გაუფასურების გამო ფასები იზრდება პირველადი მოხმარების საქონელზე, რაც ყველაზე მეტად ღარიბ მოსახლეობას შეუქმნის პრობლემებს. ინფლაცია უკვე 30%-ს აღწევს, ხოლო მოქალაქეებმა რეალური შემოსავლების მეოთხედზე მეტი დაკარგეს.

მოსკოვმა მკაცრი კონტროლი დააწესა ქვეყნიდან ფულის გადინებაზე. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის შეკავების მიზნით საპროცენტო განაკვეთი 9,5%-დან 20%-მდე გაზარდა. საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა, ჩამოქცევის საფრთხის გამო, 25 თებერვალს შეწყდა და მხოლოდ 2 კვირის შემდეგ, 21 მარტს გაიხსნა. ბირჟაზე ვაჭრობა შეზღუდული იყო, გასაყიდად მხოლოდ სახელმწიფო ობლიგაციები გამოიტანეს, რომელიც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შეიძინა. ამით რუსეთმა ბირჟაზე ვაჭრობის აღდგენა სცადა, თუმცა, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდექსების ვარდნის გამო, ბირჟა მალევე დაიხურა, ისე, რომ მორიგი ვაჭრობის თარიღი არ გამოუცხადებიათ. 


რუსული ბანკების დიდი ნაწილი უკვე გამოეთიშა საერთაშორისო ფინანსურ სისტემებს, რაც ართულებს მოსახლეობისა და ბიზნესებისთვის სესხების მიღებას, საკრედიტო ბარათების გამოყენებასა და შესყიდვებს. რუსეთში ექსპორტი შეწყვიტა არაერთმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რაც პრობლემას შეუქმნის მობილური ტელეფონების, ავტომობილებისა და სხვა ტექნიკის წარმოებასა და რეალიზაციას. 

Financial Times წერს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი იწყება, რომელიც მინიმუმ სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამასთან,  უკვე არსებობს ნიშნები, რომ ამან შესაძლოა, საზოგადოების უკმაყოფილება გააძლიეროს.

როგორც Bloomberg წერს, უკრაინაში შემოჭრის შემდეგ რუსეთმა $30 მილიარდზე მეტი დაკარგა. ხოლო რუსეთის მშპ 2022 წელს დაახლოებით 9%-ით შემცირდება.

რუსეთი ენერგეტიკის იმედად

ევროპა ჯერჯერობით აგრძელებს რუსეთიდან დიდი რაოდენობით ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყიდვას (აშშ-მა უკვე შეწყვიტა რუსული ნავთობის იმპორტი), რაც რუსეთის შემოსავლის ყველაზე დიდი წყაროა. ფასების მკვეთრი ზრდის შიშით, ევროპის ქვეყნები რუსულ ენერგიაზე უარს ჯერ ვერ ამბობენ, თუმცა, უკვე ეძებენ ალტერნატიულ წყაროებს. გერმანია მუშაობას იწყებს გაზსადენის პროექტზე, რომლითაც ბუნებრივ აირს მიიღებს ნორვეგიიდან. მანამდე ცდილობს, აირის იმპორტზე გრძელვადიანი კონტრაქტი კატართან გააფორმოს. პოლონეთმა, რომელიც 50%-ით რუსული გაზით მარაგდება, განაცხადა, რომ 2022 წლის შემდეგ რუსეთიდან იმპორტს შეწყვეტს.

აშშ-მა მოლაპარაკებები დაიწყო ვენესუელასთან, რომელსაც 4 წელია სანქციები აქვს დაკისრებული, რათა გაზარდოს ნავთობის მიწოდება ბაზარზე. ვენესუელა ნავთობის მოპოვების გაზრდაზე თანხმობას აცხადებს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე. თუ შეთანხმება მიიღწევა, ირანი შეძლებს გლობალური ბაზრისთვის მილიონობით ბარელი ნავთობის მიწოდებას.

მოსკოვმა დახმარებისთვის ჩინეთს, ინდოეთსა და ირანს მიმართა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი ფრთხილი პირადი ინტერესებით იხელმძღვანელებს და რუსეთის სასარგებლოდ დასავლეთის დიდ ბაზარს არ დაკარგავს.

ინდოეთი თანახმაა დახმარებაზე, თუ რუსეთი ნავთობს დაბალ ფასად – რუპიასა და რუბლში მიჰყიდის, რაც არახელსაყრელია რუსეთისათვის. ხოლო სანქცირებულ ირანს რუსეთისთვის ფინანსური სარგებლის მოტანა არ შეუძლია.

რა მოელის რუსეთს

Oxford Economics-ის პროგნოზით, რუსეთის ზარალის მასშტაბი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და რამდენად ინტენსიური იქნება დასავლეთის სანქციები. რუსეთი არის სურსათისა და ენერგომატარებლების მთავარი ექსპორტიორი, ამიტომ ქვეყანაში ძირითადი საქონელი, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ თაროებიდან გაქრება იმპორტირებული პროდუქცია და ფუფუნების საგნები. ყველაზე დიდი დარტყმა რუსეთისთვის მის ენერგომატარებლებზე უარის თქმა იქნება.

Statista-ს კვლევის მიხედვით, ნედლი ნავთობის ემბარგოს რუსეთის მშპ-ის 1,2%-ით შემცირება  შეუძლია, ხოლო აირის იმპორტის აკრძალვამ შეიძლება, მშპ-ის 2,9%-იანი ვარდნა გამოიწვიოს. შედარებით მცირე მასშტაბით, მაგრამ რუსეთის მშპ-ს ტექნოლოგიების ემბარგოც შეამცირებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლს აქვს გარკვეული რესურსები, რომლებიც შეუძლია გამოიყენოს ფასების შესაჩერებლად, მაგრამ ის დროებითი იქნება. ხელისუფლებამ მოსახლეობას ხელფასები წელიწადში 10%-ითაც რომ გაუზარდოს, რეალური შემოსავალი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 18%-ით შემცირდება.

Moody’s-ის პროგნოზით, ომისა და, შესაბამისად, საერთაშორისო სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე 2023 წელსაც  გაგრძელდება, რაც წელს მშპ-ის  3%-ით შემცირებას გამოიწვევს. სარეიტინგო სააგენტოს მონაცემებით, 2022 წელს ფასები გაიზრდება 16,2%-ით და 2023 წელს – 10%-ით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რუსეთზე დაწესებული სანქციები იქ „ღრმა რეცესიას“ გამოიწვევს და ომი ფასებს საკვებსა და ენერგომატარებლებზე გაზრდის. ამავე დროს, სსფ-მა განაცხადა, რომ ომის უარყოფით შედეგს მსოფლიო იგრძნობს, შესაბამისად, ფონდი 2022 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის 4,4%-იან პროგნოზს შეამცირებს.



წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up