რა მოხდა ყაზახეთში?

რა მოხდა ყაზახეთში?

access_time2022-01-16 13:30:59

ამჟამინდელი სისხლიანი აჯანყება ყაზახეთში  პირველი შემთხვევა არაა. იმის მიუხედავად, რომ ყაზახეთი ყოველთვის ითვლებოდა მდიდარ, შედარებით განვითარებულ და სტაბილურ ქვეყნად, ხოლო ყაზახები საკმაოდ ცივილიზებულ ერად, მას შენელებული მოქმედების ბევრი ნაღმი აქვს და ეს ნაღმები დრო და დრო ფეთქდება.

ლოკალური აფეთქებები გარკვეული პერიოდულობით ხდებოდა. მასობრივი გამოსვლები და შეტაკებები პოლიციასთან 2006  წელს, ქალაქ ჟანაოზენში მოხდა. მაშინ ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო ნავთობმომპოვებელ დარგში მომუშავე ადამიანთა საპროტესტო გამოსვლა, რომლის დროსაც ისინი ხელფასების მომატებას ითხოვდნენ. მომიტინგეთა წინააღმდეგ მაშინ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

2016 წელს მასობრივი გამოსვლები ე.წ. მიწის საკითხის ირგვლივ მოხდა. მაშინ ყაზახები ჩინელებისთვის მიწის მიყიდვას აპროტესტებდნენ, თუმცა, ამ ჯერზე ყველაფერი მშვიდად დასრულდა  და პროტესტი თავისით მიილია.

2019 წელს ალმაატაში და სხვა ქალაქებში ხალხი ქუჩაში ივნისში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვიდა. მაშინ უკმაყოფილების მიზეზი იყო ძალაუფლების ტრანზიტი, როდესაც ნაზარბაევმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა და თავის მემკვიდრედ კასიმ-ჟომატ ტოკაევი დატოვა.

ყაზახეთში ხშირია ასევე არამოტივირებული, აპოლიტიკური  და ყოფითი ხასიათის არეულობები. მაგალითად, 2013 წლის 31 აგვისტოს დარბევებით დასრულდა პოპულარული ყაზახი მომღერლის კაირატ ნურტასის გამოსვლა.

„კონცერტი ალმაატაში, ერთ-ერთ დარბაზში უფასოდ ჩატარდა. მოვიდა ბევრი ახალგაზრდა ქალაქის ღარიბი რაიონებიდან. არაფერი მნიშვნელოვანი არ იყო, უბრალოდ ახალგაზრდებს არ მოეწონათ მომღერლის გამოსვლა  და დაიწყო სტიქიური არეულობა. მაშინაც წვავდნენ მანქანებს და ძარცვავდნენ მაღაზიებს. ეს ნამდვილი შოკი იყო ქვეყნის მოსახლეობისთვის. ყველაფერი დაიწყო არაფრიდან, ნულიდან,“ - იხსენებს ყაზახი პოლიტოლოგი დოსიმ სატპაევი.

მისი აზრით, ამჯერადაც რაღაცა მსგავსი მოხდა. ჯერ სტიქიური საპროტესტო აქცია ჟანაოზენში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობისთვის თხევადი გაზი ძირითადი საავტომობილო საწვავია, შემდეგ მათ მხარდასაჭერად ხალხი სხვა ქალაქებში, მათ შორის, ალმაატაში გამოვიდა.


„დასაწყისში ეკონომიკური მოთხოვნები იყო. შემდეგ პოლიტიკურიც გაჩნდა, როგორიცაა მთავრობის გადადგომა და ნაზარბაევის წასვლა პოლიტიკიდან. შემდეგ კი ერთი მეორეს დაემატა და წამოვიდნენ ახალგაზრდები ღარიბი გარეუბნებიდან, მარგინალები, რომლებმაც არეულობის პერიოდში მაროდიორობა დაიწყეს. ასეთი რამ ხშირად სხვა ქვეყნებშიც ხდება,“ - მიიჩნევს სატპაევი.

ამჟამინდელი პროტესტების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ლიდერების არარსებობა იყო. იმ ადამიანთა სახელები, ვინც მეამბოხეების ორგანიზება მოახდინა, არასად ფიგურირებს, ვინ არიან ისინი, არავინ იცის. პოლიტოლოგის აზრით, ხელისუფლება თავისსავე დაგებულ ხაფანგში მოხვდა. უკვე მრავალი წელია ქვეყანაში ოპოზიციის ნასახიც არაა დარჩენილი.

„ყაზახეთში არ არსებობს არც ერთი ლეგალურად მოქმედი ოპოზიციური პარტია.  ყაზახეთში არ დარჩა არც ერთი მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული ლიდერი. პოტენციური ოპოზიციური ლიდერების დიდი უმრავლესობა ქვეყნიდან გაძევებულია, ვინც დარჩა - სოციალური ქსელებს ვერ გასცდა. შედეგად, ალტერნატიული აზრის წარდგენა არავის შეუძლია. როდესაც მშვიდობაა, ეს კომფორტულია ხელისუფლებისთვის, მაგრამ საგანგებო ვითარებაში ეს პრობლემაა, რადგან არავინ იცის, ვის შეიძლება დაელაპარაკო ვითარების განმუხტვისთვის,“ - მიიჩნევს სატპაევი.

სოციოლოგ ჟანარ ჯანდოსოვას თქმით, ავტორიტარული და სრულიად ჩაკეტილი მმართველობის კიდევ ერთი პრობლემაა გაუმჭირვალობა და საზოგადოებასთან ნულოვანი კონტაქტი.

„დღესაც კი მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა დასაბუთება სრულიად გაურკვეველია. მოსახლეობას არაფერს ეკითხებიან და მისი რეაქცია არ აინტერესებთ. ხელისუფლება აპელირებს მონაცემებით, რომლებიც თავად შეთხზა. უმუშევრობა და ინფლაცია მცირდება, ცხოვრების დონე იზრდება, - ასეთია მთავრობის თვითდამამშვიდებელი სტატისტიკა. ეს ელიტებს და მოსახლეობას შორის უბრალო უფსკრული კი არ არის,  ისინი პარალელურ სამყაროებში ცხოვრობენ და როდესაც ეს ორი პარალელური სამყარო ბოლოს და ბოლოს გადაიკვეთება, ხდება ზუსტად ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ყაზახეთის ქალაქების ქუჩებში,“ - მიიჩნევს ჯანდოსოვა.



ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: Kommersant.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up