რა მოხდება, თუ ბუღალტერიას არ აწარმოებთ?

რა მოხდება, თუ ბუღალტერიას არ აწარმოებთ?

access_time2021-06-30 15:59:34

საქართველოში ბევრ კომპანიას შეხვდებით, რომლებიც ბუღალტერიას ან საერთოდ არ აწარმოებენ, ან მხოლოდ ნაწილობრივ აღრიცხავენ სამეურნეო ოპერაციებს. ამ გარემოებას ის პრობლემაც ემატება ხოლმე, რომ კომპანიის ხელმძღვანელებს გააზრებული არ აქვთ სწორი ბუღალტრული აღრიცხვის მნიშვნელოვნება როგორც ფინანსური ანგარიშგების, ასევეგადასახადების დეკლარირების კუთხით. პროფესიონალებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია ასეთი სახის გულგრილობა ბუღალტერიის მიმართ -რატომ ჰგონიათ, რომ აღურიცხაობა ნაკლები რისკის მატარებელია? - მოგვითხრობს გიორგი ბალესიაშვილი - KUDOS GEORGIA-ს თანადამფუძნებელი.


რა რისკს შეიცავს სამეურნეო ოპერაციების აღურიცხველობა?


კომპანიაში ბიზნეს ოპერაციების აღურიცხაობამ შესაძლოა, ძალიან ბევრი გაურკვევლობა და განუსაზღვრელობა წარმოშვას, მაგალითისთვის:


• მენეჯმენტისთვის გაუგებარი ხდება კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და შესაბამისად, ვერც ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც, ბუნებრივია, საბოლოო ანგარიშით კომპანიას დიდ პრობლემებამდე მიიყვანს;


• ჩვენი დაკვირვებით ბევრი კომპანიის დამფუძნებლებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ ბუღალტერიის არასწორი წარმოებაა. ბიზნეს ოპერაციების აღურიცხველობა ბადებს ეჭვებს და განუსაზღვრელს ხდის კომპანიის მდგომარეობას;


• ბანკის სესხზე ან სხვა დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა. კომერციული ბანკები სესხის გაცემამდე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ რამდენად სწორად და სრულად არის ფინანსური ანგარიშგება მომზადებული, შეიცავს თუ არა ანგარიში არსებით შეცდომებს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას მოუწესრიგებელი აქვს სააღრიცხვო სისტემა, ძალიან გაუჭირდება ბანკიდან სესხის მიღება.



საგადასახადო რისკები. სხვა რისკებთან ერთად უმნიშვნელოვანესია საგადასახადო რისკები. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, რაც, ხშირ შემთხვევაში, გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.


პრაქტიკიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ ამგვარად გამოანგარიშებული დაბეგვრის ობიექტი დიდ თანხებს უკავშირდება ხოლმე. აღსანიშნავია, რომ ასეთი სახით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის ფაქტები არცთუ ისე იშვიათია. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თვალი ადევნონ დავების განხილვის საბჭოს ვებ-გვერდზე გასაჯაროებულ ქეისებს.


არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ფირმისმიერ საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის 100,000 ლარზე მეტით შემცირება მიიჩნევა გადასახადისგან თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ერთი შეხედვით „მარტივმა ბუღალტერიამ“ შესაძლოა, კომპანია დეფოლტამდე მიიყვანოს - განმარტავს გიორგი ბალესიაშვილი.


KUDOS GEORGIA-ს შესახებ


ფინანსური მომსახურების კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის Kudos International Network-ის წევრს. Kudos წარმოდგენილია მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში.


„ქუდოსის“ ქსელიForum of Firms-ის წევრია. ფორუმის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ფირმების გაერთიანებებისთვის, რომელთაც დანერგეს გლობალურად კოორდინირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის გადახედვის პროგრამა, საქმიანობის პროცესში სრულფასოვნად იყენებენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს და აკმაყოფილებენ სხვა შესაბამის ეთიკურ მოთხოვნებს.


„ქუდოს ჯორჯია“ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up