რა ნაბიჯებს დგამს საბერძნეთი თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის

რა ნაბიჯებს დგამს საბერძნეთი თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის

access_time2022-09-14 11:55:02

თამბაქოს მოხმარება გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს. დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია, ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად კი 8 მილიონი ადამიანი იღუპება. თამბაქოს პროდუქციაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მილიონობით ადამიანი კვლავ აგრძელებს ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი პროდუქტების მოხმარებას.

 

ამ გლობალურ პრობლემასთან გამკლავების მიზნით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, დააწესონ მკაცრი აკრძალვები თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველ პროდუქტებზე. მართალია, ჯანმოს სტრატეგია მუშაობს, თუმცა, დასახული შედეგების მიღწევა ნელა მიმდინარეობს.

 

2022 წელს World Population Review-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, ევროპაში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობით საბერძნეთი ლიდერობს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საბერძნეთში მოსახლეობის 39.1% მწეველია.

 

საინტერესოა, რა ხერხს მიმართავს საბერძნეთის მთავრობა მოსახლეობაში მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად?

 

თავდაპირველად, საბერძნეთის მთავრობა სტანდარტულ აკრძალვებს მიმართავდა - 2010 წლიდან ქვეყანაში აიკრძალა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოწევა, სიგარეტის რეკლამირება, 2016 წლიდან ამოქმედდა სიგარეტზე გამაფრთხილებელი სამედიცინო გამოსახულების დატანის მოთხოვნა, გაიზარდა თამბაქოს პროდუქტზე დაწესებული გადასახადი და მან ერთი შეფუთვის 90% შეადგინა.

 

მიუხედავად ამისა, საბერძნეთის მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივები თითქმის უშედეგო აღმოჩნდა.

 


კვლავ სტატისტიკურ ნიშნულებს რომ მივუბრუნდეთ, დავინახავთ, რომ საბერძნეთში მწეველთა რაოდენობა 2015 წლიდან  2018 წლამდე კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. ამ პერიოდში ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 3.4%-ით შემცირდა და 2018 წელს 34.5%-ს გაუტოლდა. მიუხედავად ამისა, 2018-2019 წლებში ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავ 34.5%-ს უტოლდებოდა. 2019 წლიდან კი მწეველთა რაოდენობის უმნიშვნელო კლება შეინიშნება - 2019-2020 წლებში ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 1%-ით შემცირდა და 33.5%-ს გაუტოლდა. 2022 წლისთვის კი საბერძნეთში მწეველთა რაოდენობა მოსახლეობის 39.1%-ს შეადგენს.

 

რამ გამოიწვია საბერძნეთში სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა? - ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.

 

მოწევასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, საბერძნეთის მთავრობამ 2019 წელს შეიმუშავა “ეროვნული სამოქმედო გეგმა”, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებდა. გეგმა მიზნად ისახავდა, თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებების ხელშემწყობი გარემოს შექმნას, არამწეველთა დაცვას პასიური მოწევისგან, მოწევისთვის თავის დანებების პროცესში სამედიცინო მხარდაჭერის ზრდასა და თამბაქოს ახალი, ინოვაციური პროდუქტების ბაზარზე გამოჩენის ხელშეწყობა და მათი “ზიანის სტრატეგიის” სახელის ქვეშ რეგულირება.

 

როგორც საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა აღნიშნა, გეგმის მთავარი მიზანი არა პოლარიზაციის ხელშეწყობა, არამედ ახალი “ჯანდაცვის ალიანსის” შექმნა წარმოადგენს.

 

“მთავარი მტრები არიან არა მწეველები, არამედ თამბაქოს კვამლი”, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ეროვნული სამოქმედო გეგმის წარდგენის დროს.

 

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად, შესაძლებელი ხდება ზრდასრულ მწეველთათვის სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება, რაც თავის მხრივ, შესაძლებლობას აძლევს ზრდასრულ მწეველებს, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.

 

2022 წლის მონაცემების თანახმად, საბერძნეთში ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების გაყიდვით მიღებული შემოსავალი ბაზარზე 211.8 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება და მოსალოდნელია, რომ 2022-2027 წლებში ეს რიცხვი ყოველწლიურად 4.27%-ით გაიზრდება.

 

 (R)






თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up