რა  ნაკლოვანებები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში

რა ნაკლოვანებები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში

access_time2022-10-18 12:00:39

აუდიტის სამსახური 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე საკუთარ ხედვებს ასაჯაროებს, საიდანაც ირკვევა, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით შემოსულობები 19.4 მლრდ ლარით, ხოლო გადასახდელები 19.2 მლრდ ლარით განისაზღვრა. ოქტომბერში, ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებით, შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 19.9 მლრდ ლარამდე (2.5%-ით), გადასახდელების კი 19.7 მლრდ ლარამდე (2.6%-ით) გაიზარდა.


„8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსულობებმა 12.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 60.5%-ია. ამ პერიოდში მიღებული საგადასახადო შემოსავლების წილი წლიურ გეგმასთან მიმართებით, ყველა სახის გადასახადისთვის აღემატება გასული სამი წლის მაჩვენებლებს. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ საგადასახადო შემოსავლების ფაქტობრივი მოცულობა წლის ბოლოს გადააჭარბებს გეგმას.


რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელებს, 8 თვის მდგომარეობით ათვისების მაჩვენებელი წლიური გეგმის 60.1%-ს (11.8 მლრდ ლარს) შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ პერიოდში ათვისების ტენდენციები წინა წლების შესაბამისი პერიოდის მსგავსია, 2022 წლის ბოლოსაც მოსალოდნელია ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების ზრდა. გადასახდელების აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, როგორც მხარჯავი დაწესებულებების ასევე მაკოორდინირებელი უწყების მხრიდან, ყურადღება მიექცეს გამოყოფილი რესურსის დროულ ათვისებას, რათა არ მოხდეს საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილის წლის ბოლო თვეში დახარჯვა“, აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. 


მათივე ცნობით, საბიუჯეტო ორგანიზაციების ჭრილში, საყურადღებოა, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები, რაც გამოიხატება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ ხარჯთაღრიცხვის ცვლილებებსა და დაბალი ათვისების მქონე პროგრამების/ქვეპროგრამების არსებობაში. 



„ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში ადგილი აქვს თანხების მობილიზებას ისეთი ღონისძიებების/პროექტების დასაფინანსებლად, რომელთა სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ასიგნებების გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე;


ასევე, გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს პროგრამების/ქვეპროგრამების ან ცალკეული საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების ფარგლებში ჭარბი ოდენობით რესურსის დაგეგმვას ან/და წლის განმავლობაში აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრების გადანაწილებას სხვადასხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე;


გარკვეული პროგრამები/ქვეპროგრამები ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. კერძოდ, 8 თვის მდგომარეობით, 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით 80%-ზე დაბალი ათვისება აქვს 67 პროგრამასა (პროგრამების 44.4%) და 145 ქვეპროგრამას (ქვეპროგრამების 39.0%)“, — განმარტავენ აუდიტის სამსახურში. 


სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილებისას არ განახლებულა კაპიტალური პროექტების დანართი, რაც მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ანალიზს გარკვეულწილად ართულებს. ამასთანავე, ბიუჯეტის კანონის საწყის ვერსიაზე თანდართულ დანართში წარმოდგენილი პროექტების განხორციელების პროცესის ანალიზისას იკვეთება გარკვეული შეფერხებები.


„2022 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 28.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2021 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე 2.4 მლრდ ლარით (7.6%-ით) ნაკლებია. სახელმწიფო ვალის მოცულობა ბიუჯეტის კანონით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლის (29.8 მლრდ ლარი) 96.9%-ია.


მთავრობის ვალი 31 აგვისტოს მდგომარეობით 27.6 მლრდ ლარია და 2021 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 2.2 მლრდ ლარით (7.3%-ით). ვალის შემცირებაში ლარის გამყარების ეფექტი 3.3 მლრდ ლარია, ხოლო წლის განმავლობაში საგარეო წყაროებიდან აღებული ახალი სესხების აღების ეფექტი - 462 მლნ ლარი.


8 თვის მდგომარეობით, საგარეო წყაროებიდან მოზიდული რესურსით დაფინანსებული ზოგიერთი საინვესტიციო პროექტი ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. 2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საინვესტიციო პროექტების ფარგლებში განხორციელდა ჯამურად 744.7 მლნ ლარის ათვისება, რაც წლიური გეგმის 48.3% შეადგენს. ათვისების აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 10.1 პპ-ით ნაკლებია“,  მიაჩნიათ აუდიტის სამსახურში. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up