რა პირობებში ცხოვრობენ ჭიათურაში ვახტურ რეჟიმზე მომუშავე მაღაროელები

რა პირობებში ცხოვრობენ ჭიათურაში ვახტურ რეჟიმზე მომუშავე მაღაროელები

access_time2020-08-20 18:54:31

ჭიათურის სამთო-გამადიდრებელი კომბინატის საერთო საცხოვრებელი ის ადგილია, სადაც მაღაროელები სამუშაოს შემდეგ თავისუფალ დროს ატარებენ, სადილობენ და ხშირად დრო დასვენებისთვის და გართობისთვისაც რჩებათ. ეს პროფესია მსოფლიოში ყველაზე რისკიანად ითვლება, თავისი სპეციფიკით ურთულესია და უდიდეს ძალისხმევას საჭიროებს. საქართველოში ხშირად გვესმის კრიტიკული მოსაზრებები, თითქოს მაღაროელებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.


რეალურად როგორ პირობებში მუშაობენ „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული ადამიანები და როგორია მაღაროელთა საერთო საცხოვრებელი, ე.წ. სანატორიუმი? 


როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების სამუშაო ადგილებამდე და უკან ტრანსპორტირებას, ასევე, მათ სამჯერად კვებას. ე.წ. სანატორიუმი, რომელიც ქალაქის მწვანე უბანში მდებარეობს 5 სართულისგან შედგება და ის ამ ეტაპზე 284 დასაქმებულს ემსახურება. 2-3 საწოლიანი ოთახები, გასახდელები, კეთილმოწყობილი სასადილო სამჯერადი კვბით - ეს ის არასრული ჩამონათვალია რაც ადგილზე მისვლის დროს დაგხვდებათ. შენობა, ასევე, აღჭურვილია ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით, უკაბელო ინტერნეტითა და მაგიდის ტენისით. შენობაში მოწევა აკრძალულია. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში აქ მკაცრად იცავენ მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტოროს რეკომენდაციებსაც. ცოტა ხნის წინ კომპანიამ გადაწყვიტა, თავისი თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინა, და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის დროს, მაშინ როცა შენობა მცირე დროით დაიკეტა, ე.წ. სანატორიუმში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.


„პანდემიის დროს ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს, მაღაროელთა საერთო საცხოვრებელში, გარემონტდა სასადილო დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საცხოვრებელ ოთახებში კი კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა. რაც შეეხება შენობის გარე პერიმეტრს, მოიხრეშა და კიდევ უფრო კეთილმოეწყო. დამატებით შევიძინეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. დასაქმებულებს კვების კომპანია „გემო კვება“ ემსახურება - აღსანიშნავია, რომ რაციონი ყოველთვის ნოყიერია და პერიოდულად შესაბამისი სამსახურების მხრიდან კვების ხარისხის შემოწმებაც ხდება, მინდა გითხრათ ხარისხი სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისთვის, კომფორტული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“,- აღნიშნავს ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი ივა ხეთაგური.


„პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს მკაცრად ვიცავთ. სასადილოში ორმეტრიანი დისტანცია დაცულია, სწორედ ამიტომ ერთ ჯერზე მხოლოდ სამოცი მაღაროელი სადილობს -დრო და გრაფიკი ისეთივე სიზუსტითაა განაწილებული როგორც მრავალფეროვანი რაციონი“,- აღნიშნავს ერთ-ერთი დასაქმებული.


როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აღნიშნავენ, გასული წლის მაისის გაფიცვების შემდეგ, კომპანიამ თანამშრომლების მიმართ გაცემული დაპირებები სრულად შეასრულა, მათ შორის შრომითი ანაზღაურების შესახებ მიცემული დაპირება. გასულ წელს კომპანიაში დასაქმებულებს ხელფასი 25%-ით, მიმდინარე წელს კი პანდემიისა და კრიზისის მიუხედავად, კომპანიას მუშაობა არც ერთი დღით არ შეუწყვეტია და მათ შრომითი ანაზღაურება, დამატებით 10%-ით გაეზარდათ.

























„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up