რა პროდუქტებით ვაჭრობს საქართველო აშშ-სთან - იმპორტ/ექსპორტის ტოპ-3 პროდუქტი

რა პროდუქტებით ვაჭრობს საქართველო აშშ-სთან - იმპორტ/ექსპორტის ტოპ-3 პროდუქტი

access_time2022-12-02 12:15:47

აშშ საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობა უკვე წლებია მიმდინარეობს. თუმცა ვიდრე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, არსებულ მაჩვენებლებში ზრდის ტენდენციაა.


მიმდინარე წელს საქართველოსა და აშშ-ს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 984 035.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის სავაჭრო ბრუნვასთან შედარებით 6.5%-ითაა გაზრდილი.


2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ აშშ-ში 258,756.00 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელა, ხოლო იმპორტმა 725,279.53 ათასი დოლარი შეადგინა.


სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 10 თვეში მთლიან ექსპორტში აშშ-ს წილი 5.7%-ია და ის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-10-ში (ექსპორტის კუთხით) მეშვიდე პოზიციაზეა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 71.1%-ითაა გაზრდილი.



რაც შეეხება იმპორტს, არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები 37.6%-იან ზრდას აჩვენებს. აშშ იმპორტიორი ქვეყნების ტოპ-10-ში მეოთხე ადგილზეა. ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 6.8%-ია.

რაც შეეხება აშშ-დან საიმპორტო საქონლის ტოპ-10-ეული ასე გამოიყურება:

1. მსუბუქი ავტომობილები - 648,480.00 ათასი დოლარი;
2. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 6,873.04 ათასი დოლარი;
3. ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა - 4,576.40 ათასი დოლარი;
4. თევზი გაყინული - 4,141.95 ათასი;
5. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 4,033.66 ათასი დოლარი;
6. დანარჩენი საქონელი - 3,454.39 ათასი დოლარი;
7. თხილი და სხვა კაკალი - 3,430.20 ათასი დოლარი;
8. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 3,027.32 ათასი დოლარი;
9. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 2,410.04 ათასი დოლარი, 50 ტონა;
10. მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 2,221.84 ათასი დოლარი;

რაც შეეხება საქართველოდან აშშ-ში ექსპორტს, ტოპ-10 საექსპორტო პროდუქციის რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. ფეროშენადნობები - 232,587.61 ათასი დოლარი;
2. დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 6,807.03 ათასი დოლარი;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 4,465.95 ათასი დოლარი;
4. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2,228.93 ათასი დოლარი;
5. საფრენი აპარატების ნაწილები - 1,471.13 ათასი დოლარი;
6. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 1,243.71 ათასი დოლარი;
7. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 1,138.74 ათასი დოლარი;
8. მინერალური და მტკნარი წყლები - 1,105.30 დოლარი დოლარი;
9. ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 975.41 ათასი დოლარი;
10. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 944.42 ათასი დოლარი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up