რა პოტენციალი აქვს საქართველოში ზეთისხილს და როგორია ფერმერების ინტერესი

რა პოტენციალი აქვს საქართველოში ზეთისხილს და როგორია ფერმერების ინტერესი

access_time2022-10-15 11:00:54

ზეთისხილის ნარგავი ბაღების მოცულობა საქართველოში ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპზე ქვეყანაში ზეთისხილის ნარგავი ფართობების მოცულობა უკვე 2 ათასი ჰექტარია და ინვესტირების მხრიდან დამატებით 3 ათას ჰა-მდე ბაღების გაშენებაზე ინტერესი უკვე არის.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში ამ ბაღების გაშენებაში ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარამდეა დახარჯული. ზეთისხილის პლანტაციები ძირითადად კახეთსა და ქვემო ქართლშია გაშენებული. ქვემო ქართლში 200 ჰექტარი, დანარჩენი 1800 ჰექტარი ნარგავი ბაღები კი კახეთში მდებარეობს.


„ზეთისხილის რთველი“ საქართველოში 10 ოქტომბრიდან დაიწყო. წელს მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 250-300 ტონაა. ზეთისხილის ახალი ბაღები წელსაც გაშენდა, კომპანია „ქართულმა ზეთისხილმა“ ნარგავები დამატებით 500 ჰექტარზე გააშენა.



„წლევანდელი დარგული 3-4 წლის მერე მოგვცემს მოსავალს. ნერგებს ყოველ წელს ვრგავთ, ამიტომ მოსავალი და ზეთის ხილიდან შემოსავალი ყოველწლიურად იზრდება. ვფიქრობთ, რომ წელს მწვანე და შავ ზეთისხილს საკვებად წელს 50 ტონაზე მეტს დავამზადებთ და თვითონ ზეითუნის ზეთსაც 200 ტონა ზეთისხილიდან გადავამუშავებთ და მივიღებთ სადღაც 40-50 ტონა პროდუქციას“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ზეთისხილის კულტურას დიდი პოტენციალი აქვს და ამიტომ ინვესტორთა მხრიდან ინტერესიც არსებობს.


„საქართველოს სავაჭრო სექტორში, ქსელებში უკვე გაოჩნდა ქართული ზეითუნის ზეთი. რაც იმპორტს ანაცვლებს და ვფიქრობთ, რომ ეს პერსპექტივა, რომელიც გვაქვს, დღეის მდგომარეობით ეს არის 2000 ჰა-მდე გაშენებული ბაღები, კიდევ უფრო გაძლიერდება. გვაქვს სხვადასხვა ფერმერებისგან, ინვესტირებისგან დაინტერესება. საუბარია დამატებით 2-3 ათასი ჰა-ს გაშენებაზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო მუშაობს იმ ფართობების გასარწყავიანებაზე სადაც დღეს ზეთისხილია გაშენებული და სადაც პოტენციურად შესაძლოა გაშენეს. ასე რომ ქართული ზეთისხილის კულტურას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს“, - უთხრა მინისტრის მოადგილემ „ბიზნესპარტნიორს“.


აღსანიშნავია, რომ ქართული ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და იმპორტი 22%-ით ჩანაცვლებულია. კომპანია „ქართული ზეთისხილი“, რომელიც ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, გეგმავს რომ წელს ეს მაჩვენებელი 38%-მდე გაზარდოს. ზეთისხილი და მისგან დამზადებული ზეითუნის ზეთი ექსპორტზე ბრაზილიასა და ჰოლანდიაში გადის. წელს საექსპორტო ბაზრებს ბაჰრეინიც დაემატება.



თეგები:
ზეთისხილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up