რა პოტენციალი აქვს შუა დერეფანს - ექსპერტების განმარტება

რა პოტენციალი აქვს შუა დერეფანს - ექსპერტების განმარტება

access_time2022-12-28 22:00:53

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის გავლით ტრანზიტს ბევრი აღარ ირჩევს, შუა დერეფანი ყურადღების ცენტრში მოექცა. და თუ მისი პოტენციალი ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ბაზრებისთვის დიდი არაა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიისთვის, ამ დერეფანს მნიშვნელობა აქვს.


როგორც RailFreight-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ევროპის აბრეშუმის გზის სამიტის მონაწილეები, რომელიც გაიმართა 8 და 9 დეკემბერს დუისბურგში, იზიარებენ აზრს, რომ დიდია ინტერესი კასპიის ზღვის ალტერნატიული მარშრუტის მიმართ, მაგრამ ბევრი ასევე მიიჩნევს, რომ მარშრუტის სატრანზიტო დროსა და ღირებულებას დაბალი კონკურენტუნარიანობა აქვს.


DP World-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ალექსანდრუ კრაჩიუნი მიიჩნევს რომ ჩრდილოეთის დერეფანს პერსპექტიულად უნდა შევხედოთ.


„DP World-მა კონსტანცას პორტიდან შიდა რეგიონებში ორი რეგულარული სარკინიგზო სატვირთო კავშირი დაამყარა – ერთი უნგრეთთან საზღვრამდე და მეორე უკრაინის მიმართულებით. შუა დერეფნის გავლით კონსტანცაზე ტვირთების გადაზიდვას აზრი აქვს იმ შემთხვევაში თუ დანიშნულების ადგილი წარმოადგენს აღმოსავლეთ ან ცენტრალურ ევროპას. კრიზისის დროს დერეფანი შეიძლება გამოყენებულ იქნას დასავლეთ ევროპაში ტვირთების გადასაზიდადაც“, - აცხადებს ალექსანდრუ კრაჩიუნი.



მან ასევე დაასახელა ახალი მარშრუტები, რომლებიც მომავალ წელს ამოქმედდება. პირველი გადის კონსტანცასა და დორნეშტს შორის უკრაინის საზღვართან. უკვე მომავალ წელს, DP World მზად არის კვირაში ხუთი რეისის უზრუნველყოფა მოახდინოს. თითოეულ მატარებელს 50 კონტეინერი გადააქვს და მგზავრობის დრო დაახლოებით 36 საათია. ეს მარშრუტი ომის დაწყებისთანავე შემუშავდა, როცა კონსტანცას პორტში უამრავი უკრაინული ტვირთი დაგროვდა.


სხვა მარშრუტი გადის კონსტანცას პორტსა და DP World-ის ტერმინალს შორის აიუდში, უნგრეთის საზღვართან კურტიჩისკენ მიმავალ გზაზე. აიუდადან, DP World ასევე გთავაზობთ მატარებლებს განრიგით. ამ ადგილს აქვს დიდი პოტენციალი, რადგან ტვირთის მიტანა შესაძლებელია რეგიონის ბევრ მიმართულებამდე.


როგორც ფოთში (საქართველო) APM Terminal-ის კომერციული დირექტორი იან რაულინსონი აცხადებს, შავი ზღვის მეორე მხარეს კიდევ ერთი დიდი პოტენციალის მქონე რეგიონია. ის ასევე მიიჩნევს, რომ შუა დერეფანი, როგორც დამაკავშირებელი ჩინეთსა და დასავლეთ ევროპას შორის, საკამათოა, მაგრამ ცენტრალური აზიის დანიშნულების ადგილის ან ამოსავალი წერტილის განხილვას დიდი აზრი აქვს.


„თუ თქვენ განიხილავთ საზღვაო მარშრუტს ცინგდაოდან ალმათამდე სუეცის არხისა და შავი ზღვის გავლით, მას ადვილად დასჭირდება ორი-სამი თვე, რკინიგზით 12-14 დღე სჭირდება. ანალოგიურად, თუ გადახედავთ ჰამბურგიდან ალმათის მიმართულებით გადაზიდვას ოკეანის გავლით, მოგზაურობის დრო არის ერთი თვე. ჩაჯექი მატარებელში და შეგიძლია ათი დღე დაისვენო. თქვენ უყურებთ ძალიან მიმზიდველ პროდუქტს“, – აღნიშნა იან როულინსონმა.


მისი თქმით, ცენტრალური აზია, როგორც დამოუკიდებელი ბაზარი, დიდი ხნის განმავლობაში უხილავი რჩებოდა მსოფლიოსთვის - „ის ყოველთვის ითვლებოდა რუსეთის ფედერაციის სატელიტ რეგიონად, მაგრამ რეგიონი ძალიან დასავლურია“. ახლა ბევრი დასავლური კომპანია დასახლდა ცენტრალურ აზიაში და დიდი სწრაფვა არსებობს დასავლური პროდუქტების მიმართ.


„APM განიხილავს ცენტრალურ აზიას, როგორც უკანასკნელ საკონტეინერო რეგიონს, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი ლოგისტიკის თვალსაზრისით. რადგან მას ზღვასთან გასასვლელი არ აქვს, მიმოსვლა მხოლოდ რკინიგზით არის შესაძლებელი. მაგალითად, ყაზახეთი 60 მილიონი ტონა ტვირთის ექსპორტს ახორციელებს ევროპაში. მისი უმეტესი ნაწილი კვლავ მოძრაობს რუსეთის ფედერაციის გავლით, მაგრამ მისი შეცვლა შესაძლებელია შუა დერეფანით. ის ასევე შესაფერისია აღმოსავლეთით ყაზახეთისკენ მიმავალი ტვირთისთვის“, - აცხადებს იან როულინსონი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up