„გული მწყდება, რომ ჩვენმა სექტორმა სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების საჭიროებაში ვერ დავარწმუნეთ“

„გული მწყდება, რომ ჩვენმა სექტორმა სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების საჭიროებაში ვერ დავარწმუნეთ“

access_time2021-03-14 11:00:10

„მე გული მწყდება, რომ ჩვენმა სექტორმა სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების საჭიროებაში ვერ დავარწმუნეთ“- ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „აგროსექტორში“ „KTW“ ჯგუფის დამფუძნებელმა და დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. ბიზნესმენის განცხადებით, თუნდაც „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მაგალითზე, სექტორს თითო რეგიონში 100 -მდე ადამიანის დასაქმება შეუძლია, თუმცა შესაბამისი კადრები არ არსებობენ.

 

„რაც უფრო მალე გვექნება ქვეყანაში პროფესიული სასწავლებელი, მით უფრო მალე შევძლებთ ადამიანების სექტორში ჩართვას, მარტო ჩვენ კომპანიაში ერთ რეგიონში 100 ვაკანსიაა. სულ თანამედროვე ტექნოლოგიები გვაქვს, გვყავს „VALTRA ს და „Wagner“ ის ტრაქტორები, რომელსაც მხოლოდ სწორი მართვის ცოდნა უნდა. გარდა ამისა გვჭირდება აგრონომები, მეღვინეები, ამას ყველაფერს სამზარეულომდე და სასტუმრომდე მივყავართ. სასტუმროს მენეჯმენტი სჭირდება და ეს ხალხი ვინც ამ სფეროებში დასაქმდება არ არსებობს, ამ საკითხში სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება“, -  აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

 

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში ვენახების ძველებური განაშენიანება მასიურად გვხვდება.

 

„ვფიქრობ, რომ მეღვინეობა ვენახიდან იწყება, ყველა ჩვენი ექსპერტი, პარტნიორი თუ უცხოეთიდან მოწვეული მეღვინე ღვინის ხარისხზე ზრუნვას ვენახის მოვლით იწყებს. არსებობს ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც მეტი ღვინის მოცემა  შეუძლია. ჩვენ ყოველ წელს ვსწავლობთ და ვეცნობით ახალ ტექნოლოგიებს, უცხოეთიდან ჩამოვიყვანეთ მეცნიერი, რომელმაც შვიდი ისეთი რჩევა მოგვცა, რომელიც არც კი ვიცოდით. არსებობს გასხვლის სპეციალური მეთოდოლოგია, რომელიც საქართველოში არ იციან. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით კახეთში ჩატარდა პროექტი, სადაც ჩვენმა მევენახეებმა, რომლებიც გასხვლაზე მუშაობენ მონაწილეობა მიიღეს“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ

 


ჩხაიძის განმარტებით, ვენახის მოვლა დიდი და რთული პროცესია, რომელიც მუდმივად ვითარდება დასიახლეები ინერგება, მისივე განცხადებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოკრეფის და ყურძნის დახარისხების პროცესი საქართველოში არსებულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზეც აისახება.

 

„თვითონ მოკრეფის და ყურძნის დახარისხების პროცესიც მნიშვნელოვანია, ის კადრები სადაც ჩანს როგორ ხდება ყურძნის სატვირთო მანქანაში ჩაყრა, საქართველომ არც უნდა აჩვენოს. ევროპაში როდესაც ყურძენი დაიკრიფება მისთვის სპეციალიზირებული ყუთებია, რომელშიც ყურძენი არ შეილახება, შელახული ყურძნისგან უხარისხო ღვინო გამოდის. შვეიცარიაში ყურძნის კრეფას დილის ხუთ საათზე იწყებენ და 11 საათზე ამთავრებენ, რადგან ყურძენი მზისგან შეწუხებული არ იყოს“, -  აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ

 

ჩხაიძე ამბობს, რომ ქართული ღვინო ჯერჯერობით დაბალ სეგმენტს მიეკუთვნება. მისივე განცხადებით, „გურამიშვილის მარანი“, რომელსაც KTW ჯგუფი უვლის და ოპერირებს, დაახლოებით 30 000 ბოთლს აწარმოებს და შეკვეთებიც წინასწარ აქვს. ბიზნესმენის განმარტებით ეს ნიშნავს იმას, რომ „გურამიშვილის მარნის“ სახით შეიქმნა გარკვეული სეგმენტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. კომპანიის დირექტორი აცხადეს, რომ მეღვინეობის დარგი მუდმივად ვითარდება და მასში დასაქმებულ ტექნოლოგებს და მეღვინეებს მუდმივი ტრენინგები სჭირდებათ.

 

„კომუნისტების დროს ჩვენ დაგვხვდა 50 ტონიანი ავზები, მინდა ყველამ წარმოიდგინოს, რომ ავზში ღვინოს 3-5 გრადუსი ტემპერატურა ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასა ფართოვდება, ხოლო ღამე ეს მასა ისევ იკლებს, როცა რამდენიმე თვე ღვინოს ესე შეაწუხებ ბაქტერიების გამრავლების რისკი ჩნდება. რაც შეეხება მუხის კასრს, მისი უამრავი პალიტრა არსებობს და ისეთ ქვეყნებში მზადდება, როგორებიც არის შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა, პორტუგალია, ესპანეთი, ევროპული კასრები პირველ ადგილზეა და მათში  ფრანგული, იტალიური და შვეიცარული გამოირჩევა. აქაც მიმართულება უნდა ვიცოდეთ, თუ რომელ კასრში შეინახო ღვინო, ყველა მუხა ღვინოს თავისებურ გემოს აძლევს, ამ ყველაფერს მიმართულება ტექნოლოგმა უნდა მისცეს, რაც  მუდმივი პროცესია“, -  აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up