რა პრობლემები ექმნებათ ბინის გამქირავებლებს და რას ითხოვს საბროკერო ბიზნესი

რა პრობლემები ექმნებათ ბინის გამქირავებლებს და რას ითხოვს საბროკერო ბიზნესი

access_time2022-11-07 18:30:08

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია მთავრობას საპოლიციო წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემა „კომერსანტის დილა“-ში ასოციაციის თავმჯდომარემ ვაჟა მებაღიშვილმა განაცხადა, პრობლემა საკმაოდ აქტუალურია და მისი სწრაფად გადაწყვეტაა საჭირო.


მისი განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გააქტიურებულმა მიგრაციამ საქართველოს დიდ ქალაქებში გასაქირავებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა, რა დროსაც გახშირდა ფაქტები, ქირით დაკავების შემთხვევაში ურჩი გადამხდელების შესახებ.


„ჩვენ უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია 2015 წლიდან ვფუნქციონირებთ და გვყავს საკმაოდ ბევრი წევრი კომპანიები. აქედან გამომდინარე ჩნდება რამდენიმე ლეგიტიმური კითხვა: როდესაც ქონების მესაკუთრეები გვიკავშირდებიან, მათ ებადებათ ასეთი აზრი, რომ რამდენად რისკების შემცველია გაქირავება, რადგანაც ინფორმაცია ურჩი გადამხდელების შესახებ საკმაოდ გააქტიურდა.


გაქირავება გახდა საკმაოდ აქტუალური ბიზნესი და ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ამ გზით შოულობს შემოსავალს და საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. კითხვა რაც აქტიურად ისმის არის, რომ ურჩი გადამხდელების შემთხვევაში რა რისკები და რა დაზღვევა არსებობს. შემიძლია ორი მომენტი გამოვყო, ერთი ეს არის მოლაპარაკების გზით. ხშირ შემთხვევაში ეს მუშაობს და ხდება ისე, რომ შესაძლებელია დამქირავებელთან დალაპარაკება, სიტუაციის ახსნა და გაშვება შენი საკუთრებიდან. და მეორე, უფრო რთული გზა, რაც არის სამართალწარმოება. იურისტები გვეუბნებიან, რომ ამ პროცედურებს დაახლოებით 2-3 წელი დასჭირდება, რაც ვითარებას ართულებს.



ასეთი სცენარი, რომ წარმოვიდგინოთ: დავუშვათ შეიძინეთ ქონება იპოთეკით. ბანკის წინაშე აიღეთ ვალდებულება და ამ დროს ამ ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი მიდიოდა ამ ქონების სესხის დასაფარად.
შესაბამისად თქვენს საკუთრებაში შესულია უცხო ადამიანი. თქვენ მას ბინიდან ვერ აგდებთ და ამ დროს ბანკში ვალი ჩვეულებრივად გერიცხებათ. ეს ვითარებას ართულებს და შესაძლოა ქონება დაიკარგოს კიდეც. ქონების მესაკუთრე დაუცველ მდგომარეობაშია“, - ამბობს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე.



ვაჟა მებაღიშვილის თქმით, ევროპის უძრავი ქონების ასოციაციამ სამიტი ჩატარდა, სადაც სწორედ მსგავსი საკითხები იქნა განხილული, რადგანაც ანალოგიურმა პრობლემებმა მოიმატა ევროპაშიც. მისი თქმით, ევროპის უძრავი ქონების ასოციაციამ მთავრობებს პრობლემის დროული გადაჭრისკენ მოუწოდეს.


პრობლემა რაზეც მებაღიშვილი ყურადღებას ამახვილებს დისკრიმინაციული მიდგომებია.


„ქვეყანაში შემოსული მიგრანტები იგებენ, რომ ამ გზით შესაძლოა დაეპატრონონ სხვის საკუთრებას. ძალიან ცუდი ტენდენციაა. მგონია რომ მთავრობის ნებაც იქნება და ჩაერთვებიან. ნუ გახდება ეს საკითხი პოლიტიკური პოპულიზმის თემა, უბრალოდ აუცილებელია რაღაცნაირად დაფიქრება, რათა მივხვდეთ იმას, რომ რისკების ქვეშ ვაყენებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.


როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოდის სამართალწარმოების დაწყება საკმაოდ რთულია და რიგ შემთხვევებში წარმოუდგენელიც კი. თუ ვსაუბრობთ ქვეყნის მოქალაქეზე აქ შეიძლება სხვადასხვა მექანიზმები ამოქმედეს, მაგალითად ქონების დაყადაღება და სხვა“, - ამბობს მებაღიშვილი.


მისივე განმარტებით, უძრავი ქონების გაქირავებაზე ფასები ნარჩუნდება და არის საკმაოდ მაღალი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up