მერძევეობის სექტორში პრობლემებია - კომპანიები ბაზარს ტოვებენ

მერძევეობის სექტორში პრობლემებია - კომპანიები ბაზარს ტოვებენ

access_time2021-06-13 10:00:10

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში “აგროსექტორი ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავჯდომარემ რუსუდან გიგაშვილმა მერძევეობის სექტორზე და მასში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

როგორც გიგაშვილი ყვება, სექტორს ერთმანეთის მიყოლებით საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები ტოვებენ, რის მიზეზადაც ძირითადად რენტაბელურობის პრობლემა სახელდება.



ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია ის, რომ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ბაზარზე აქტიურად წარმოდგენილი პირველადი რძის მწარმოებელი მაღალპროდუქტიული ჯიშების კომპანია "შირაქი" ჩერდება და ბაზრის ძირითადი მოთამაშეობიდან გადის, 400 სულიდან მხოლოდ 20-30 სულ პირუტყვს იტოვებს. შირაქი იყო ის კომპანია, რომელიც ბაზარს ყოველდღიურად 4.5 ტონა რძეს აწვდიდა და საჩვენებელი პირუტყვი ჰყავდა.რა თქმა უნდა ეს ფაქტი ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ამ ფერმაში 8 მილიონამდე ლარია ჩადებული, მათ შორის სახელმწიფო იაფი სესხის პროგრამის 3 მილიონი ლარი და პირადი და სხვა ტიპის სახსრები, რომელთა მობილიზებაც ფერმერმა შეძლო.

დაახლოებით ათი დღის წინ ბაზარი დატოვა და მუშაობა გააჩერა მწვანე რანჩომ, რომელიც რძის ბაზარს 2.5 ტონა რძეს აწვდიდა, გარდა ამისა, ბაზარს გამოაკლდა ასევე ძლიერი მოთამაშე, ფერმერი, რომელიც დღეში 3,5 ტონა რძეს აწარმოებდა.  რა თქმა უდნა ამის მიზეზები დღეს და გუშინ არ დაწყებულა და ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, როგორც საერთო ასევე ინდივიდუალური.

შეჩერების მიზეზი „შირაქისთვის“ რენტაბელობა იყო, ანუ ფაქტობრივად ის არარენტაბელური გახდა და წაგებაზე უწევდა მუშაობა ამიტომ ფერმერმა პირუტყვის გაყიდვა გადაწყვიტა, სხვა ფერმერებისთვის მუშაობის  შეჩერების მიზეზის კვლავ რენტაბელობა და ამას დამატებული აცრილ პირუტყვში ბრუცელოზის შემთხვევები იყო, რის გამოც ფერმერს საკმაოდ დიდი  სულადობის გაწყვეტა მოუწია. -  აღნიშნა რუსუდან გიგაშვილმა.

 


გიგაშვილის თქმით აღნიშნულ პრობლემებზე და ფერმების შესაძლო დახურვაზე ფერმერები სხვადასხვა  ფორმატის შეხვედრებზე,იქნებოდა ეს პარლამენტი, სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციების ეგიდით გამართული დისკუსიები ფერმერები ღიად საუბრობდნენ და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებიც  სექტორში არსებულ პრობლემას ადასტურებდნენ.  თუმცა რუსუდან გიგაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან იყო  შეფასება, რომ ფერმებში მენეჯმენტის  სისუსტეს ჰქონდა ადგილი.




რძის სექტორში, ისეთი ფერმერები, რომლებიც ბაზარს ნედლ რძეს აწვდიან იმდენად ცოტაა, რომ თითზე ჩამოსათვლელია, ამ ცოტას რომ ეს  ნაწილიც  გამოაკლდება  სამომავლო პერსპექტივაში ძალიან ცუდი იქნება,  რადგან  ბაზარზე  ნედლი  რძის ისედაც დაბალი უზრუნველყოფა  გვაქვს.

ზოგადად სოფლის მეურნეობაში მოგების მარჟა ძალიან დაბალია და რისკები ძალიან  მაღალი, მაგრამ  რაც  შეეხება  კონკრეტულად მერძევეობას, აქ  აუცილებლად უნდა ითქვას  ის  მნიშვნელოვანი  ფაქტორები  რამაც  სიტუაციის  დამძიმება გამოიწვია და  ფერმერი  ფერმის დახურვამდე  მიიყვანა. -  აღნიშნა რუსუდან  გიგაშვილმა.



გიგაშვილი ამბობს, რომ საქართველოში პირუტყვის საკვები მთავარი პრობლემაა, რადგან  მაღალპროდუქტიული ჯიშების წარმადობა მთლიანად პირუტყვის სწორ და დაბალანსებულ კვებაზე დგას.  მისივე თქმით საქართველოში ძალიან მწირი საკვები ბაზაა  და ეს ყოველთვის ასე იყო და ტენდენცია კვლავ  გრძელდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არსებული მიწის რესურსების ნახევარი სახელმწიფოს  ხელში, ხოლო აუთვისებელი და  გამოუყენებელი მწის რესურსი სურათს უფრო ამძიმებს.



როდესაც ისედაც მცირე მიწიანები ვართ და ფერმერები საკვებ ბაზას ამდიდრებდნენ და მისი დიდი ნაწილი  იმპორტის გზით შემოჰქონდათ და ეს ყველაფერი დოლართან მიმართებაში პროდუქტების ღირებულებაზე როგორ აისახა ვნახეთ და  ზოგადად  ამ  კონკრეტულ  შემთხვევაში  საკვებზეც და  ისედაც  გაძვირდა

ფერმერების დიდ ნაწილს პირუტყვისთვის  საკვები იმპორტის გზით შემოჰქონდათ, ლარის კურსის გაუფასურებას პროდუქტის  ღირებულებაზე აისახა და თუ წლების წინ ფერმერს ერთი  პირუტყვის შენახვა დღეში 6-7 ლარი უჯდებოდა, დღეს ეს  თანხა 26 ლარზე ადის. შირაქის შემთხვევაში  ფერმერს  საკუთარი მიწა  გააჩნია, სადა  300  ჰექტარზე მარცვლეული და ნედლეული მოჰყავს,  ამ  შემთხვევაშიც  კი ე ს საკმარისი  არ  ღმოჩნდა.  შესაბამისად  რძის  ფასი საკმაოდ  მაღალი გამოდის და  გადამამუშავებელ საწარმოს  ამ ფასად  აღარ  უღირს მიღება,  ფერმერისთვის  ძალიან  რთულია, რომ  ამ სქემას ისე მოერგოს რომ  წარმატებაც მოიპოვოს. -  აღნიშნა  რუსუდან  გიგაშილმა.

 


გიგაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო გასაღების ბაზარში ვერ ჩაერევა, თუმცა არის რაღაც საკითხები სადაც შეიძლება რომ  სახელმწიფო დარგს წაეშველოს. მისივე  თქმით თუკი სახელმწიფო კონკრეტულ მიმართულებებს ასუბსიდირებს, მაშინ გარკვეული პროექტების ფარგლებში  რატომ არ ფინანსდება მერძევეობის  სექტორი.

 


„სახელმწიფომ მერძევეების სექტორის დასახმარებლად საკმაოდ დიდი ვალი აიღო, ეს არის  თანხა რომლითაც  დარგი ფეხზე უნდა წამოდგეს და შემდეგ უნდა დავაბრუნოთ, შესაბამისად ჩვენ უნდა ვიცოდეთ  თუ საით მიდის სახელმწიფო პოლიტიკა, კონკრეტულად რის შეცვლას აპირებს ამ ვალის პერიოდში და რას მოგვიტანს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში. საბოლოო ჯამში ძალიან ბუნდოვანი სურათია.

თუ სახლმწიფოს პოლიტიკაა, რომ ნედლი რძე ჩვენთვის  პრიორიტეტული არ არის მაშინ ეს უნდა ვიცოდეთ, არის ქვეყნები  რომლებიც იმპორტით  ან აღდგენილი რძით ანუ  ფხვნილით მუშაობენ, სახელმწიფო უნდა იყოს მკაფიო და ჩამოყალიბებული  იმაში თუ რას აპირებს ამ სექტორის მიმართულებით“, -  აღნიშნა რუსუდან გიგაშვილმა.


 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up